არქივი

საინტერესო ფაქტები AK-47-ის შესახებ

6df02282186a
კალაშნიკოვის ცნობილი ავტომატი, რომელიც გამოვიდა პირველად 1947 წელს არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული იარაღი. იარაღი არის მოხვედრილი გინესის რეკორდების წიგნებში. ავტომატი დააპროექტა მიხეილ კალაშნიკოვმა და იგი მიჩნეულია XX საუკუნის საუკეთესო იარაღად.

საბჭოთა კავშირის დროს, ნებისმიერი ბიჭი, რომელიც დაამთავრებდა სკოლას იცოდა კალაშნიკოვის დაშლა და აწყობა.

ავტომატი AK-47 მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გავრცელებადი ავტომატი მსოფლიოში. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით გავრცელებული არის მსოფლიოში იარაღის 100 მილიონი კოპია.

კალაშნიკოვის ავტომატს ავღანეთში ეძახიან “კალაჰან”, რაც ქართულად, რომ გადმოვთარგმნოთ ნიშნავს “მეგობარს”.

მიხეილ კალაშნიკოვი ამ ავტომატის შექმნისთვის დააჯილდოვეს ოქროს ვარსკვლავით. მან ასევე მიიღო სტალინის პირველი ხარისხის პრემია . პრემიის ოდენობა იყო 150 ათასი რუსული რუბლი. იმ დროს ეს ფული იყო უდიდესი თანხა.

1949 წელს კალაშნიკოვი ჩაეშვა რუსულ შეიარაღებულ ძალებში. რუსეთში იარაღს ეძახიან “კალაშ”-ი, ხოლო საქართველოში კი “კალაშა”.

კალაშნიკოვის იარაღი იმდენად არის ცნობილი, რომ ის აღბეჭდილია გერბებზე. იარაღი გამოსახულია დღეს-დღეობით აღმოსავლეთ ტიმორის გერბზე, ასევე ზიმბაბვეს, კონგოს და მოზამბიკის გერბებზე. AK-47 გამოსახულია, ასევე ლიბიური დაჯგუფების – “ჰესბოლას” გერბზე.

იმის გამო, რომ კალაშნიკოვის ავტომატი იაფია წარმოებაში, ბევრ ქვეყანაში, სადაც მიღებულია ამ იარაღის ხმარება, ამ იარაღის ფასი არ აღემატება ქათმის ფასს.

მსგავსი ამბები

Back to top button