უცნაური

ამოუხსნელი ამოცანა: როგორ შეიქმნა სამყარო?!

be65121f99e1

ამ კითხვას სავარაუდოდ კაცობრიობა პასუხს ვერასოდეს ვერ გასცემს.

ადამიანებს უამრავი შეკითხვები აქვთ ზოგადად სამყაროსთან დაკავშირებით: რა არის გონება? რა არის მიზიდულობა? რა არის შავი ხვრელი? როგორ გაჩნდა პირველი ცოცხალი არსება? და მაინც, ყველაზე ამოუცნობი კითხვა არის: როგორ შეიქმნა მთლიანად სამყარო?

თუ ამ საკითხს არ შევხედავთ რელიგიურად და მივუდგებით მეცნიერულად, ჩვენ ვნახავთ, რომ არსებობს თეორიები სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით. მეცნიერი ანა დრუიანი ამბობს:
“ამ კითხვის წინაშე ყველა სხვა საიდუმლოება იხრის ქედს. ჩემი ოცნებაა სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან მე ადამიანი ვარ და არ მიყვარს არცოდნა.”

დიახ, არსებობს თეორიები, თუმცა რაც უფრო ჩაუღრმავდები ამ საკითხს, მით უფრო აირევი და დიდ გამოუვალ ლაბირინთში მოხვდები. ყველა თეორიას აქვს თავისი სისუსტეები და არცერთი არ არის სრულყოფილი. ყველაზე გავრცელებული თეორიაა ინფლაცია, რომელიც ეყრდნობა “ბიგ ბენგ”-ის მოდელს. “ბიგ ბენგის” მოდელის თანახმად სამყარომ ინფლაცია დაიწყო ძალიან ცხელი მდგომარეობიდან, იგი იზრდებოდა, იზრდებოდა და გალაქტიკებს ანაწილებდა ზრდასთან ერთად. “ბიგ ბენგის” მოდელს ვრცლად გაეცანით აქ.

5430ae472202

სწორედ ამ თეორიას უჭერს მხარს მეცნიერების უმრავლსეობა. ინფლაცია, ანუ “გაზებით გაბერვა”. მეცნიერების აზრით სამყარო წარმოიქმნა ამ ინფლაციის დროს, ანუ 13.7 მილიარდი წლის წინ. ინფლაცია ძალიან წააგავს ბუშტის სწრაფად გაბერვას. დიახ, სწორედ ელექტრონზე პატარა გაზები წამის პატარა მონაკვეთში ამხელა სამყაროდ გადაიქცა.

თავიდან სამყაროში მხოლოდ ენერგია არსებობდა. ენერგიის უმრავლესობა გაყინულ მტვერში იყო, რომლებიც შემდეგში გაერთიანების წყალობით სინათლის ატომებად გადაიქცნენ(ისევე როგორც ამას ჰელიუმი აკეთებს). ეს ატომები თავდაპირველად გალაქტიკებში გავრცელდა, შემდეგ კი ვარსკვლავებსაც მოედო.

სწორედ ასე აღწერენ მეცნიერები სამყაროს წარმოქმნას. ეს თეორია საკმაოდ მყარია და ყველა მოვლენას ხსნის, რასაც ჩვენ ცაში ახედვისას ვხედავთ. მაგალითად კოსმოსურ წესრიგს და იმ ფაქტს, რომ გალაქტიკები სამყაროში ერთმანეთისგან საპირისპირო მხარეებში არის განაწილებული.

თუმცა როგორც ზემოთ ვახსენე, სამყაროს წარმოქმნასთან დაკავშირებულ ყველა თეორიას აქვს თავისი სისუსტე. არსებობს რამოდენიმე საკითხი, რაც მეცნიერებს უძნელებს ამ თეორიის გამართლებას: ეს იდეა ეფუძნება დიდ ინფლაციას, რომელიც მილიარდობით წლის წინ იყო და ჩვენ ვერასოდეს დავამტკიცებთ მართლა იყო თუ არა იგი, თანაც ეს ინფლაცია ეყრდნობა მისტერიულ ენერგიას, რომელიც არ ვიცით საიდან გაჩნდა სამყაროში და სად გაქრა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ერიკ აგოლი ამბობს:
“ინფლაცია საკმაოდ ძლიერი თეორიაა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რამ გამოიწვია ეს ინფლაცია და საერთოდ, მოხდა თუ არა ეს ინფლაცია. თუმცა ეს თეორია სხვებთან შედარებით ყველაზე კარგად ჯდება “ჩარჩოებში”.

ზოგიერთი მეცნიერისთვის ინფლაცია უბრალოდ მოუქნელი და ზედმეტი დამატებაა “ბიგ ბენგის” მოდელის.

პრინსეტონის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი პაულ სტაინდჰარტი ამბობს:
“ჩვენ ასევე ვიცით შავი ენერგიის, ანუ შავი ხვრელის არსებობის შესახებ. თქვენ კი როგორც ამბობთ, რომ ბიგ ბენგს ემატება ინფლაცია და ვიღებთ შედეგს, როგორიც არის დღევანდელი სამყარო და ამას დამატებული შავი ხვრელი.. მათ უბრალოდ ვერ გადააბამ ერთმანეთზე. ინფლაციის თეორია ვერ ხსნის შავი ხვრელების არსებობას.

ყველაზე შემაწუხებელი ის ფაქტორია, რომ როდესაც შენ გაქვს რაიმე თეორია, გამოკვლევების, დაკვირვებისა და აღმოჩენების შემდეგ ამ თეორიას ემატება კომპონენტები, რომელიც უნდა აიხსნას. ჩვენ ჯერ კიდევ არაფერი არ ვიცით სამყაროს შესახებ.”

არსებობს კიდევ ერთი “უასაკო სამყაროს” თეორია, ცნობილი როგორც ekpyrotic universe. ამ თეორიაზე სტაინდჰარტი თავის კოლეგასთან ერთად, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან, ნეილ ტუროკთან ერთად მუშაობდა.

მათი აზრით სამყარო “მრავალჯერ დაიბადა”. ესეც ეფუძნება “ბიგ ბენგის” თეორიას, თუმცა ამ შემთხვევაში “ბევრ ბიგ ბენგთან” გვაქვს საქმე. ანუ სამყარო მრავალჯერ ჩნდებოდა და კვდებოდა, ასე გრძელდებოდა ტრილიონობით წლები. სწორედ ამან გამოიწვია ენერგიისა და შავი ხვრელების სამყაროში წარმოქმნა. თეორია კარგად ხსნის იმ ფაქტს, რომ სამყარო ყოველთვის განიცდის ზრდას.

ეს თეორია ამტკიცებს რომ სამყარო “უასაკოა” და ყოველთვის განიცდის “განახლებას”. ეს არის უსასრულო პროცესი.

მეცნიერები არ აპირებენ ამ ამოცანის უპასუხოდ დატოვებას, თუმცა ამ პასუხის გაგებას ალბათ ათეულობით საუკუნეები დასჭირდება. შესაძლოა პასუხი ვერც ვერასოდეს მივიღოთ, ამის მიზეზი მარტივია იქნება: უბრალოდ მრავალი ცდებისა და დაკვირვებების შემდეგ მეცნიერები მიხვდებიან, რომ ეს კითხვა უპასუხოა.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button