არქივი

უძველესი ბიბლიოთეკები და საგანმანათლებლო ცენტრები რომლებიც დღეს აღარ არსებობს

bdfb1a16586e
საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ერებმა შექმნეს არაერთი განათლების ცენტრი, რომელიც ბარბაროსების შემოსევების შედეგად განადგურდა. უამრავი დოკუმენტი და ისტორიული ხელნაწერი დაიკარგა და განადგურდა უკვალოდ, იმის გამო რომ მაშინდელი ტექნოლოგიები არ იძლეოდა ხელნაწერების საიმედოდ შენახვის საშუალებას.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა
107c56daf912
ალექსანდრიის ბიბლიოთეკაზე დღეს არც თუ დიდი ინფორმაცია მოგვეპოვება. ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა ქრისტეშობამდე 331 წელს, ეგვიფტის დაპყრობის შემდეგ. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა გენერალმა – პტოლომემ მოიპოვა კონტროლი ეგვიპტეზე, რის შემდეგაც პტოლომეების დინასტია საუკუნეების განმავლობაში მართვადა ქვეყანას. პტოლომეების დინასტიის პერიოდში ქვეყანა აყვავდა და განათლებასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. სწორედ ამ პერიოდში აშენდა ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში.

ბიბლიოთეკის განადგურების რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი მოსაზრებით ის იულიუს კეისრის არმიამ გადაწვა , კლეოპატრასთან ერთ-ერთი დაპირისპირების დროს. მეორე ვერსიით ბიბლიოთეკა გაანადგურა ქრისტიანმა იმპერატორმა თეოფილემ მეოთხე საუკუნეში, რადგან იქ უამრავი წარმართული ხელნაწერი ინახებოდა. რეგიონში ისლამის გავრცელების შემდეგ, ბიბლიოთეკის ნარჩენები ხალიფა ომარმა საბოლოოდ გაანადგურა, მიზეზი ამჯერადაც წარმართული ხელნაწერები იყო. ფაქტი ერთია, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის განადგურებით თაობების მოპოვებული ცოდნა უკვალოდ გაქრა.

კონსტანტინოპოლის საიმპერიო ბიბლიოთეკა

493 წელს რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ აღმოსავლეთით მდებარე ნაწილმა კვლავ განაგრძო არსებობა. დღეს მას ჩვენ ბიზანტიის იმპერიას ვუწოდებთ, რომლის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი იყო. კონსტანტინოპოლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა რომაული და ბერძნული უამრავი ხელნაწერი და დოკუმენტი. ქალაქში ხანძარი ხშირად ჩნდებოდა ხოლმე, თუმცა ხელნაწერების გადარჩენას ახერხებდნენ. 1204 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე მარადიორებმა, ქალაქის ძარცვისას სანახევროდ გადაწვეს ბიბლიოთეკა. ხოლო 1453 წელს კი თურქებმა საბოლოოდ გაანადგურეს საუკუნეების მანძილზე ნაგროვები უნიკალური მანუსკრიპტები.

ნალანდა

3b9832589194
ნალანდა იყო ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო ცენტრი ინდოეთში, რომელმაც 700 წელი იარსება. ის დაარსდა VI საუკუნის დასაწყისში. ნალანდის უნივერსიტეტი მდებარეობდა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და იზიდავდა სტუდენტებს ჩინეთიდან , ტიბეტიდან , სპარსეთიდან და არაბეთიდან. ის ბუდისტური კულტურის საკმაოდ მნისვნელოვანი ცენტრი გახდა, რის გამოც ბუდიზმთან მებრძოლებმა მალევე ამოიღეს მიზანში. 1193 წელს ქალაქში თურქების არმია შეიჭრა. პროფესორები მთლიანად ამოწყვიტეს, ხოლო უნივერსიტეტი კი გადაწვეს და დაანგრიეს. თურქების ამ შემოჭრის დროს ბუდისტური კულტურის უამრავი მნიშვნელოვანი ხელნაწერი განადგურდა.
b60335fba0ee

Back to top button