გასართობისაკითხავიუცნაური

უჩვეულო ცისარტყელების სამყარო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წარმოიდგიეთ სამყარო , სადაც მთები ტკბილეულის ფერებითა აჭრელებული. ასეთი ადგილი არსებობს ჩინეთის ჩრდილო დასავლეთით განსუს პროვინციაში

ცისარტყელის ფერებით შეფერილი მთები ჩინეთში
წარმოიდგიეთ სამყარო , სადაც მთები ტკბილეულის ფერებითა აჭრელებული. ასეთი ადგილი არსებობს ჩინეთის ჩრდილო დასავლეთით განსუს პროვინციაში , ქალაქ Zhangye გარშემო 10 კვ/კმ-ზეა გადაჭიმული, სადაც 24 მილიონი წლის განმავლობაში, მოძრავი მთის ქანებისა და მინერალური წიაღისეულისგან წარმოიქმნა ეს ულამაზესი ცისარტყელის მსგავსი მთები.
ჰიმალაის ეს ნაწილი – წვიმის ქარის და ეროზიისგან დაზოლილი მოელვარე მწვერვალები ყველაზე აღმაფრთოვანებელი სანახაობა, რაც კი მსოფლიოს უნახავს. ეს მშვენიერი ხედი ყველაზე მოელვარე წვიმის შემდეგ ხდება, ამ დროს ფერები უფრო მეტად კაშკაშებს ვიდრე ჩვეულებრივ.

ნათელი ღამეები ისლანდიაში
უჩვეულო ნათელი ღამეებია დამახასიეთებელი ისლანდიის ნახევარკუნძულ რეიკიანესზე. ეს ჩრდილოეთის ნათება, რომელსაც ავრორასაც უწოდებენ ულამაზეს ფერთა გამას ქმნის.

ვაიომონგის ცხელი წყარო
უდიდესი ცხელი წყარო, რომელიც მდებარეობს იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, გამიყურება არაამქვეყნიურად თავისი ცისარტყელის მსგავსი ბრწყინვალებით. ეს პარკი მდებარეობს აშშ-ში ვაიომინგის შტატში. ის მსოფლიოს პირველი ეროვნული პარკია, რომელიც განთქმულია თავისი ბუნებით და გეოთერმული წყლებით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

ეთიოპიის არაამქვეყნიური ვულკანი

დალოლის ვულკანი ასე უწოდებენ ამ ვულკანს, ის მდებარეობს ზღვის დონეზე დაბლა. მის ვულკანურ ქანებს ულამაზესი ყვითელი შეფერილობა აქვს.

ორეგონის მოხატული მთები

ეს არის გეოლოგიური ეპოქის ბუნებრივი პარკი, ეს მოხატული მთების რეგიონი, რომელიც გვთავაზობს ყველაზე დრამატულ ხედს, წარმოიქმნა მრავალი ვულკანის ამოფრქვევისა და უკიდურესი კლიმატის ცვლილებების შედეგად.

თეგები

shore123

მე 23 წლის ვარ, ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close