არქივი

20 საინტერესო ფაქტი YouTube-ს შესახებ

f42a15911891
20 უაღრესად საინტერესო ფაქტი #1 ვიდეო-პორტალის შესახებ.

1.YouTube-ს სამივე(Steve Chen, Chad Hurley, Jawed Karim) დამაარსებელი მუშაობდნენ Paypal-ზე, სანამ პროექტს შექმდნინენ.

2. დომეინმა YouTube-მ გაიარა რეგისტრაცია წმინდა ვალენტინის დღეს.

3. საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების 70% ამერიკელია, ხოლო საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების ნახევარი კი 20 წელზე პატარაა.

4. YouTube, რომ იყოს ჰოლივუდური კინოკომპანია, მას ექნებოდა საკმარისი მასალა, რომ ყოველი კვირის ბოლოს გამოეშვა 60 000 ახალი ფილმი.

5. იმისათვის, რომ აწარმოონ იმდენი ვიდეოები ტელეარხებმა NBC-მ, ABC-მ, CBS-მა, რამდენიც ბოლო 2 თვის განმავლობაში აიტვირთა YouTube-ზე, საჭიროა, რომ ამ ტელეარხების თანამშრობლებმა იმუშაონ უიკ-ენდების გარეშე და დღე-ღამით 1948 წლიდან დღემდე.

6. დღესდღეობით ტრაფიკის საერთო რაოდენობა YouTube-ზე იმდენია, რამდენიც გამოიყენებოდა მთელი ინტერნეტისა 2000 წელს.

7. საჭიროა 1000 წელი, რომ უყუროთ ყველა ვიდეოს, რაც კი დევს YouTube-ზე. (ამასობაში ვიდეოების რაოდენობა საიტზე გადაცდება მილიარდს.)

8. ყველაზე გავრცელებული კატეგორია არის “მუსიკა”, მას უკავია ვიდეოების 20%.

9. YouTube-ზე ყველაზე მეტ ვიდეოს ტვირთავს ამერიკის შეერთებული შტატები და მას მოსდევს შემდეგ დიდი ბრიტანეთი, ხოლო რაც შეეხება ნახვებს, ამ მხრივ ლიდერობს კვლავ აშშ და შემდეგ აშშ-ს მოყვება იაპონია.

10. პირველი ვიდეო, რომელიც აიტვირთა YouTube-ზე ერქვა “მე ზოოპარკში.” ვიდეო აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს და ეს ვიდეო დადო YouTube-ს ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჯავედ კარიმმა.

11. YouTube-ზე ვიდეოების საერთო ნახვები შეადგენს ყოველწლიურად 2 მილიარდს.

12. Google-მ YouTube შეიძინა 2006 წელს. 1.65 მილიარდ ამერიკულ დოლარად.

13. რუსული YouTube-ს პირველი ვიდეო იყო პეტრ ნალიჩის კლიპი.

14. 2007 წლის 13 მარტს კომპანია “Viacom”-მა საჩივარი შეიტანა Google-ს წინააღმდეგ, რადგანაც კომპანიამ დაარღვია საავტორო უფლებები და “Viacom”-მა მოითხოვა სერვისის ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემები. ფედერალურმა მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივარი და Google იძულებული გახდა შეესრულებინა მოთხოვნები.

15. ბევრმა დღევანდელმა ცნობილმა ადამიანმა სახელი გაითქვა სწორედ, რომ YouTube-ს საშუალებით, ამის საუკეთესო მაგალითია ჯასტინ ბიბერი, რომლის ვიდეოებსაც საიტზე ტვირთავდა დედამისი.

16. ვიდეოს ატვირთვისას, თუკი დააწვებით კლავიატურაზე ზემოთა და ქვემოთა ისრებს ჩაირთვება თამაში “გველი”.

17. 2010 წლის ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით Youtube-ზე წუთში იტვირთება 35 ვიდეო.

18. ვიდეო, რომელსაც აწერია “წაშლილია” შესაძლებელია მისი ნახვა აპლიკაციის საშუალებით, რომელსაც ეწოდება Deleted YouTube Video Viewer.

19. 2009 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ და ბლოკა საიტი, რადგანაც ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენები იყო თუ როგორ უსწორდებიან ჩინელი ჯარისკაცები ტიბეტელ ბერებს და ტიბეტის სხვა მცხოვრებლებს.

20. Wikipedia-ს თანახმად 2005 წლის 15 თებერვალს საიტმა Www.YouTube.Com-მა ოფიციალურად დაიწყო თავისი საკუთარი ისტორია.

მსგავსი ამბები

Back to top button