საკითხავისასარგებლოუცნაური

რა მოხდება, თუკი ყველა ადამიანი ერთდროულად ახტება?!

ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ ყველას გაგჩენიათ ბავშვობისას.

ამ პოსტში ვეცდებით სწორედ ამ კითხვას გავცეთ პასუხი: რა მოხდება, თუკი ყველა ადამიანი ერთდროულად ახტება?!

ნუთუ ეს დედამიწის მიმართულების შეცვლას გამოიწვევს? ან მიწისძვრას?
პირველ რიგში ვისაუბროთ დედამიწის ბრუნვაზე. დედამიწა ბრუნავს და თანაც ძალიან სწრაფად, სწორედ ამიტომ გვაქვს დღე და ღამე.

დედამიწის ბრუნვის სისწრაფე ეკუატორზე 1670 კმ/საათის ტოლია.
მოციგურავეს ტრიალის დროს შეუძლია მისი ტრიალის სისწრაფე გაზარდოს მასის ცენტრთან ახლოს შეკუმშვით:

ასეა დედამიწაც. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი შენ ახლავე დაწვები მიწაზე და მიემართები დედამიწის ცენტრისკენ რაც შეიძლება ახლოს, შენ შეამცირებ დღის სიგრძეს, ანუ დედამიწის ბრუნვის სისწრაფე გაიზრდება. ეს რიცხვი გამოანგარიშებადია, თუმცა იგი ტექნიკურად 0-ის ტოლია. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ 1 პერსონაზე, რა მოხდება თუკი უფრო დიდ მასებთან გვექნება საქმე?!

იაპონიის ცნობილი მიწისძვრის შემდეგ, დედამიწის მასის იმხელა ნაწილი შეიკუმშა ცენტრისკენ, რომ ამის შემდეგ, დღე 0,0000018 წამით შემცირდა.

თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია უდიდეს მასებზე. რა შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს? ჩვენ ხომ უკვე 7 მილიარდზე მეტნი ვართ. რა იქნება თუკი ჩვენ ყველანი ერთ ადგილას მოვგროვდებით და ავხტებით?

პირველ რიგში დავიწყოთ განხილვა, თუ როგორი სანახავი იქნებოდა 7 მილიარდი ადამიანი ერთად. რამდენადაც უცნაური არ იყოს, თუკი მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ავიღებთ და ვაცხოვრებთ ისეთი სიმჭიდროვით, როგორითაც ნიუ-იორკში ცხოვრობენ, მთელი 7 მილიარდი ადამიანი ტეხასის შტატში ჩაეტევა.

მაგრამ მე ხომ ჯერ მხოლოდ ცხოვრებაზე ვსაუბრობ და არა გვერდიგვერდ დგომაზე! თუ ადამიენებს გვერდიგვერდ დავაყენებთ(აი როგორც მიტინგებზეა), დედამიწის მთელი მოსახლეობა ლოს-ანჯელესში ჩაეტევა.

და აი სანატრელი მომენტიც, მთელი 7 მილიარდი ადამიანი ერთდროულად ახტა და დახტა, რა მოხდა? პასუხი იმედგამაცრუებელია: თითქმის არაფერი.

დიახ, 7 მილიარდი ადამიანი ძალიან ბევრია, ეს არის დაახლოებით 363 მილიარდი კილოგრამი, მაგრამ დედამიწასთან შედარებით, ეს უბრალოდ არაფერია.

კარგი რა, ნუთუ 7 მილიარდ ადამიანს ერთდროულად ახტომით არაფრის გაკეთება არ შეუძლია?! როგორ არა!
მეცნიერების გამოთვლებით, მხოლოდ ჩინეთის მოსახლეობა რომ ახტეს 30 სანტიმეტრზე და დახტეს ერთდროულად, ეს იქნება 500 ტონა დინამიტის აფეთქების ტოლი. ეს გამოიწვევს ახლომახლო ტერიტორიის დაზიანებას, მაგრამ რა არის 500 ტონა დინამიტის აფეთქება 6 ტრილიონ-ტრილიონი ტონა დედამიწისთვის? ისევ და ისევ – არაფერი.

საბოლოოდ ზუსტი დათვლებით მივიღებთ შემდეგ შედეგს:
თუ 7 მილიარდი გვერდიგვერდ მდგომი ადამიანი ერთდროულად ახტება 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე და ისევ დახტება დედამიწაზე(ყველა ადამიანი თანაბრად), დედამიწა გადაადგილდება წყალბადის ატომის რადიუსის 1/100-ით. ეს ხომ ძალიან ცოტაა, თითქმის 0. თუმცა დედამიწის თუნდაც ამხელაზე გადაადგილება ხომ უკვე რაღაცას ნიშნავს? არა, არ ნიშნავს!

ფიზიკოსი რეთ ელეინი ამბობს:
“როგორც კი 7 მილიარდი ადამიანი დახტება დედამიწაზე და იგი გადაადგილდება ამ მიზერული, თითქმის 0-ის ტოლი რადიუსით, დედამიწა მომენტალურად დაუბრუნდება თავის მდგომარეობას, ანუ ისევ ისე იქნება გადახრილი, როგორც ამ ადამიანების დახტომამდე იყო.”

თეგები

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Close
Close