გართობაკულტურა

მზემ „საუკუნის კომეტა“ გაანადგურა

1fd1fcbefb3e

„საუკუნის კომეტამ“ — კაშკაშა ციურმა სხეულმა, რომელიც ამჟამად მზის სისტემაში მიფრინავდა, როგორც ჩანს ვერ გაუძლო მზესთან მიახლოებას. „ნასა“-ს ასტრონომები აღნიშნავენ, რომ კომეტა რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეუიარაღებელი თვალით ჩანდა, ამჟამად ძლიერი ტელესკოპებიდანაც კი არ ჩანს.
კომეტა გასული წლის შემოდგომას, რუსეთისა და ბელორუსიის ასტრონომების მიერ იქნა აღმოჩენილი, მისი სიკაშკაშის გამო ციურმა სხეულმა „საუკუნის კომეტის“ სახელი მიიღო. კომეტის ოფიციალურ სახელად მიღებულ იქნა ISON (ან C/2012 S1).

კომპიუტერული გამოთვლები აჩვენებენ, რომ ISON პირველად შემოფრინდა მზის სისტემაში; მთელი გზის გავლას მან დაახლოებით 5,5 მილიონი წელი მოანდომა. დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, მისი ბირთვის დიამეტრი რამდენიმე კილომეტრია.

კომეტის პერიჰელიუმი (ციური სხეულის ორბიტის, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე, წერტილი) 2013 წლის 28 ნოემბრისთვის იყო ნავარაუდები. ციური სხეული ჯერ მზეს შემოუვლიდა 1,1 მილიონი კილომეტრის დაშორებით, შემდეგ კი დედამიწიდან 3,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით გაიფრენდა.

3d00464dec7f

ISON-ის მოძრაობაზე დაკვირვებისას, მეცნიერები სხვადასხვა პროგნოზებს აკეთებდნენ. ზოგი ვადაუდობდა, რომ ახალი ციური სხეული ისეთივე კაშკაშა იქნებოდა როგორც სავსე მთვარე. სხვები ირწმუნებოდნენ, რომ მზის ახლოს არსებული ინტენსიური გამოსხივება პერიჰელიუმის გავლის დროს კომეტას მთლიანად გაანადგურებდა.

ff0e31320a62

სამწუხაროდ, მართალნი ეს უკანასკნელნი აღმოჩდნენ: ჯერ კიდევ პერიჰელიუმთან მიახლოებამდე კომეტამ ბირთივს სიცხადე დაკარგა, ხოლო მისი კაშკაშა კუდი უფრო გაბუნდოვანდა. ამჟამად კი „ნასა“-ს კოსმოსური ობსერვატორიების მიერ განხორციელებული დაკვირვებები და გადაღებები, კომეტის პერიჰელიუმში ISON-ის ყოფნას არ აჩვენებენ. ასტრონომების გამოთვლებით, კომეტის ბირთვის ზედაპირი 2700°С-მდე შეიძლებოდა გაცხელებულიყო, რამაც მისი დაშლა და აორთქლება გამოიწვია.

5553e397c560

ISON-ის ვოიაჟის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე კაშკაშა კომეტა იქნებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომეტის სიკვდილი არ წარმოადგენს უნიკალურ მოვლენას: მზის მახლობლად გამუდმებით კვდებიან სხვა მსგავსი ციური სხეულები.

იხილეთ კომეტის განადგურების ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button