არქივი

ნუმეროლოგია თქვენი სახელი თქვენი ბედისწერის შეცნობის გასაღებია

4b0e7da4e7b2

გაგრძელებაში გაიგებთ როგორ დაადგინოთ რომელი არის თქვენი ციფრი და გაიგებთ მათ მნიშვნელობას და რა ძალა აქვს მას

თანამედროვე ნუმეროლოგია დაფუძვნებულია იმ სისტემაზე, რომელიც მრავალი საუკუნის წინ შეიმუშავეს ძველი საბერძნეთისა და იუდეის ფილოსოფოსებმა. სისტემის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ანბანის ყოველ ასოს აქვს რიცხვითი მნიშვნელობა, რაც ქვემოთ მოყვანილ ცხრილზეა ნაჩვენები:

1 2 3 4 5 6 7 8 9
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი
კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს
ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც
ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

როგორ უნდა გამოვიყენოთ ცხრილი:
მაგალითისთვის ავიღოთ სრული სახელი, შემდეგ თითოეული ასოს ქვეშ დავწეროთ მისი რიცხვითი მნიშვნელობა ცხრილი მიხედვით:

მაგალითად ნაპოლეონ ბონაპარტე
41652554 254161815

ასოთა შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობების საეთო ჯამი უდრის 70. ეს რიცხვი უნდა დავიყვანოთ ერთნიშნა რიცხვამდე. 70=7+0=7 ე.ი. ამ შემთხვევაში ცხოვრების რიცხვია 7 თუ რიცხვების ჯამი შეადგენს მაგალითად, 185, მაშინ ერთნიშნა რიცხვამდე მისი დაყვანა ხდება შემდეგნაირადL 185=1+8+5=14=1+4=5, ე.ი. აქ ცხოვრების რიცხვია 5.

9292dc369809

ციფრი 1

ერთიანი მყარი ციფრია ნიშნავს პრინციპულ პოზიციას და შეესაბამება ენერგიის წყაროს – მზეს.

ხასიათი

ამ ციფრის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ნოვატორები და ახალი გზის გამკვლევნი არიან ძლიერი ნებისყოფა აქვთ შეუპოვარნი და დამოუკიდებელნი არიან ძალიან ამაყოვენ თავისი თავითა და მიღწეული წარმატებებით ისინი ლიდერებად და ორგანიზატორებად არიან დაბადებულნი თუ მათი ხასიათის ბუნებრივ განვითარებას ხელს არ შეუშლის გარეშე პირობები და ბედის რიცხვი – დიდ წარმატებებს მიაღწევენ ძნელად ექცევიან გავლენის ქვეშ ეს არცთუ ისე სასურველი თვისებაა რადგანაც ძალიან ძნელია ამგვარი ადამიანის მოქმედება სწორი მიმართულებით წარმართოთ და შეცვალოთ მისი ქცევა არ უყვართ როცა ხელლს უშლიან დსახული გეგმების განხორციელებაში აქვთ უპირატესობის მოთხოვნილება და თუ მათ მოქმედებას სათანადო კონტროლი არ გაეწევა შეიძლება ბოროტმოქმედნი და დიქტატორები გახდნენ გულუხვი და სულგრძელი ბუნებისანი არიან მაგრამ უსაზღვრო ამბიციურობამ რაც უკვე მიღწეული წარმატების შედეგია ისინი შეიძლება მიიყვანოს ეგოიზმამდე დაუდევრობამდე და ირგვილ მყოფთა აბუჩად აგდებამდე მოკლედ მათ შესანიშნავი თვისებები აქვთ მაგრამ თუ უარყოფითი გზით წარმართავენ საკუთარ ხასიათს იგივე თვისებები შესაძლოა შაშიშად და შემზარავადაც კი იქცეს.

პიროვნება

მაღალინტელექტუალურნი და მკაფიოდ გამოხატული ინდივიდები არიან. როგორც წესი, პირველად მუდამ კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ და ხშირად თავიანთ სოციალურ ჯგუფებში ლიდერებად ითვლებიან. აქტიურნი ცნობისმოყვარენი იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული არიან და დაუცხრომელი ტემპერამენტი აქვთ მტკიცე ხასიათისა და ენერგიის წყალობით ბევრი თაყვანისმცემელი ყავთ თუ აკონტროლებენ თავის წარმმართველ თვისებებს მრავალ მეგობარს შეიზენენ. მიუხედავად იმისა რომ ნაკლებად დიპლომატურები არიან და არ ერიდებიან სხვის გაკრიტიკებას შეუძლიათ საუკეთესო მეგობრობის გაწევაც.თავისუფალ და მსუბუქ ურთიერთობაში გამოირჩვეიან გულისხმიერებით და მზად არიან მუდამ დახმარების ხელი გაუწოდონ მეგობარს ერიდეთ ერთიანებთან მტრულ დამოკიდებულებას.თუ გააღიზიანეთ ისინი გულღრძონი შურისმგებელნი ზოგჯერ სასტიკნიც არიან.მათი უმრავლესობა მგრძნობიარეა და ადვილად სწყინს ყველაფერი გარეგნულად თავი ისე უჭირავთ თითქოს მათთვის სხვათა აზზრს არავითარი მნიშვნელობა არა ჰქონდეს სინამდვილეში კი ძალიან შჭირდებათ მხარდაჭერა და ვერ იტანენ კრიტიკას გულჩათხრობლინი არიან ხშირად უმალავენ თავიანთ გრძნობებს მეგობრებს ოჯახის წევრებსა და საკუთარ თავსაც კი ერთიანები იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნიან რომლებიც მაქსიმალურად გამოხატავენ თავიანთ თავს ნებისმიერ საქმიანობაში ისინი ბუნებით შემოქმედნი არიან მაგრამ ხელოვნებაში მომუშავე მეტ წარმატებებს აღწევს ორგანიზაციულ საქმიანობაში ვიდრე შემოქმედებითში მაგალითად თეატრში ერთიანი უფრო მეტ წარმატებას აღწევს როგორც რეჟისორი ან დირექტორი ვიდრე როგორც მსახიობი ჟურნალისტიკაში გამომცემლის თანამდეგობა უფრო მიესადაგებათ ვიდრე მწერლისა სწრაფი და ორიგინალური აზროვნების წყალობით ერთიანები დიდი წარმატებას აღწევენ მეცნიერების ყველა დარგში უკეთეს შედდეგებს აღწევენ მარტო მუშაობის დროს ან ხელმძღვანელ პოსტზე უდაოა რომ მათი ხასიათის თავისებურებანი განსაკუთრებით კარგად ვლინდება ბიზნესში სხვა დარგთან შედარებით აქ გაცილებით მეტ წარმატებას აღწევენ როგორც მუშაკები ზედმიწვენით კეთილსინდისიერი და მუყაითნი არიან მაგრამ მათი ურთიერთობა უფროსობასთან ზოგჯერ დაძაბულია ეს იმით რომ გამოწვეული რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულნი არიან და აკლიათ დიპლომატია ყოველივე ამას მათთვის დიდი უსიამოვნების მოტანა შეუძლიათ. ერთიანები ამბიციურნი მოუთმენელნი და მოურიდებელნი არიან რამაც შეიძლება მტერი მოუმრავლოს მათ როგორც წესი ისინი ნებისმიერი საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვენ მიუხედავათ გუენბა განწყობისა მუდამ გატაცებით ასრულებენ თავიანთ სამუშაოს ერთიანები Xსირად შესანიშნავი მაწავლებლენი არიან თუ ერთიანები თავშეკავებას ისწავლიან უდარდელობას მოიშორებენ თავიანთი ნიჭის წყალობით შეუძლიათ დიდი ქონების ბატონ პატრონი გახნდნენ სამწუხაროდ ისინი ისევე ადვილად ხარჯავენ ფულს როგორც იხვეჭენ ერთიანები რომლებსაც ეკონომიურად არ უჭირთ ფულს Xსირად სესხულობენ და ვალს იღებენ რათა შეიძინონ ის რაც მათი აზრით მათთვის აუცილებელია ისინი კი რომელთაც ფული აქვთ ხშირად მონაწილეობენ სარისკო საქმეებში უყვართ აზარტული თამაშები ფულის საკითხში როგორც ყველაფერში ფრთხილი და წინდახედულნი უნდა იყვნენ წინააღმდეგ შემთვევაში აზარტული ტემპერამენტი ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანთ მათ.

1f46a49030a9

ციფრი 2

გამოირჩევიან მოკრძალებით ცოდნის მოყვარეობითა და დიპლომატიურობით მუდამ მზად არიან დასახმარებლად მათი პლანეტა არის მთვარე რაც ერთგულებას ნიშნავს ტაქტიანნი წინდახედულნი არიან ირგვილ მყოფნი პატივს ცემენ ლიდერობას ურჩევნიათ ხელქვეითთნი იყვნენ შეუცხნობსა და გაურკვეველს ამჯობინებენ ნაცნობსა და გარკვეულს მათი უმრავლესობა თავშეკავებული და მშვიდია მოქმედებენ დევიზით ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერივერ იტანენ უსიამოვნებებს განხეთქილებებს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ყველა სიტუაციაში შეინარჩუნონ ჰარმონია უსიამოვნების თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით ხშირად ცრუობენ სწორედ ამ თვისების გამო არასანდონი არიან როცა ბრძნულად იყენებენ თავიანთ დიპლომატიურობასა და ხასიათის შეწყობის ნიჭს წარმოუდგენელ წარმატებებს აღწევენ ხოლო არასწორად წარმართული იგივე თვისებები იწვევს დიდ წინაააღმდეგობებს რომელთა გადალახვასაც დიდი ძალისხმევა და ენერგიის ხარჯვა სჭირდება ორიანების უმრავლესობა ემოციებით უფრო ხელმძღვანელობს ვიდრე ჭკუით ორიანები რომანიტიული მოკრძალებულნი სენტიმენტალური და ძAლიან მგრძნობიარენი არიან გარეგნულად მშვიდად გამოიყურებიან მაგრამ უმრავლესობა მუდამ ტირილისა და ღიმილის ზღვარზე იმყოფება ირგვლივ მყოფთა მიმართ გამოჩენილი ტაქტისა და ყურადღების წყალობით ადვილად იძენენ მეგობრებს მათ კარგი მოსმენა იციან ამიტომაც მათ ხშირად შესჩივიან და გასაჭირს უზიარებენ საზოგადოებაში არ ბრწყინავენ მაგრამ პირადდ საუბარში უშუალონი და მომხიბვლელნი არიან ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურთ მუშაობაში კეთილ სინდისიერნი არიან იშვიათად ნახავთ მოთმინება დაკარგულს როცა ბრაზდებიან ან სწყინთ რაიმე აგრესიულნი კი არ ხდებიან არამედ თავისთვის სტირიან და იბუტებიან თავიანთი კეთილმოსურნე ბუნების გამო დიდხანს გაბუტვას ვერ ახერხებენ ორიანები განსაკუთრებულად მიისწრაფიან ყველაფრის მოგვარებისა და სიმშვიდისაკენ დაჯილდოვებულნი არიან წარმოსახვის კარგი უნარითა და შემოქმედებითი ნიჭით ხშირად სხვის იდეებს უკეთესად ახორციელებენ ვიდრე საკუთარს მაგალითად ორიანები უკეთესი შემსრულებლები არიან ვიდრე კომპოზიტორები დაიმახსოვრეთ – 2-ები- შემსრულებლები არიან და არა ლიდერები შეჯიბრებას თანამშრომლობა ურჩევნიათ ყველაზე კარგად ასრულებენ სამუშაოს რომელიც ტაქტსა და დიპლომატიას მოითხოვს კარგი ფსიქოლოგები საზოგადო მოღვაწეეები მდივნები გადიები და ოაჯხების შემრიგებელნი არიან კარგი მასწავლებლები არიან აინტერესებთ სამედიცინო კვლევა და ეკონომიკა მუდამ მზად არიან კარგად და შეპასუხების გარეშე შეასრულონ ნებისმიერი დავალება ურჩევნიათ მშვიდად იხსდნენ სამუშაო ადგილზე ვიდრე ურთიერთობები არკვიონ უფროსებთან სამუშაოს ასრულებენნ ძალიან ნელა ორიანები ხშირად ბრძანებელი ადამიანების მსხვერპლი ხდებიან თუ არ დაძლევენ შიშს ცხოვრება ისე გათელავს როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა ურჩევნიათ დააგროვონ როგორც თავისი ასევე სხვისი ფული არ უყვართ ფულის ხარჯვა საჩუქრებს ყიდულობენ მხოლოდ საყუვარელი ადამიანებისათვის ვერ იტანენ ვალებს კარგი მონადირენი და გამყიდვლენი არიან მტკიცედ ჯერავთ რომ ყოველი დაუხარჯავი ფული შეძენინი ფულია თუ აქვთ თანხა იძენენ უძრავ ქონებას ან ინახავენ სალაროში ერიდებიან აზარტულ თამაშებსა და სარისკო საქმეებს ფულის საკითხშითავის საზიანოდ მხოლოდ მაშინ იქცევიან როცა ბუნებით კეთილნი მეგობრებსა და ნათესავებს აძლევენ სესხად ფულს ისინი კი ივიწყებენ ვალების გასტუმრებას ასეთ შემთხვევაში ორიანებს უჭირთ მოვალეებისთვის ვალის შეხსენება

ecb73b85375d

ციფრი 3

გამოირჩევა სიყვარულით სიფაქიცით ნიჭიერებით პოპულარობით ზოგჯერ სრულყოფილ ციფრს უწოდებენ შეესაბამება პლანეტა იუპიტერს კეთილნი ნიჭიერნი სწავლისმოყვარენი არიან ენთუზიაზმით ოპტიმიზმით აღსავსენი ფლობენ მჩქეფარე ენერგიას მახვილგონიერნი და გულღიანი არიან ისინი ტკბებიან ცხოვრებით ილამაზებენ და სხვასაც ულამაზებენ მას არუყვართ წუწუნი კარგად ესმით რომ ცხოვრებაში უსიამოვნებასა და ხიფათს ვერსად გაექცევი სამიანები ბუნებით სხარტნი მოქნილნი მრავალმხრივ ნიჭიერნი და სხვადასხვანაირი ინტერესებით სავსე არიან ისინი დინამიური ინდივიდები არიან მაგრამ იშვიათად ახდენენ დაწოლას ირგვლიმ მყოფებზე ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ და ასვე ადვილად ახდენენ ზეგავლენას სხვებზე თავისი თავის მიმტევებლები და ამდენად ეგოისტებიც არიან არჩეულ გზას არ გადაუხვევენ და მუდამ მზად არიან იბრძოლონ ამ გზისთვის სამაინები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფულსა და მატერიალურ კომფორტსამიტომ ისინი მუდამ წარმატებას ეძებენ მაგრამ არა ძალაუფლებისთვის არამედ იმ სიამოვნებისთვისრომელსაც ეს ძალაუფლება იძლევაყველაზე მეტად ეტრფიან ფუფუნების საგნებსნუგბარ საჭმელს ძვირფასს ტანისამოს მანქანებს ადამაინებთან ადვილად ამყარებენ უღტიერთობს და პოპულარულნი არიან საზოგადოებაში ტრიალი და სტუმრიანობა უყვართ გემრიელ კერძებს ამზადებენ კარგი მოსაუბრენი არიან ახალ სიტუაციასა და გარემოცვაში კარგად გრძნობენ თავს და ამიტომაც სტუმრად ყოფნის დროს დიდი პოპულარულობით სარგებლობენ ეხერხებათ სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა როცა აზრთა სხვადასხვაობის გამო კომფლიქტური სიტუაცია წარმოიშობა ამ დროს შეიძლება სარკასტულნიც კი გახდნენსამიანების უმრავლესობას ბევრი მეგობარი ჰყავს ხშირად მათ ზერელე ადამიანებად მიიჩნევენ ეს გაპირობებულია სამაინების გარეგნული უდარდელობით ცხოვრების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულებით და ერთი საქმიდან მეორეზე ადვილად გადანაცველბით რაც თავისთავად მცდარი შეხედულებაა მათზე სამიანებმა შესანიშნავად იციან ცხოვრების ავიც და კარგიც უბრალოდ ისინი დარწმუებულნი არიან რომ პრობლემების გადაწყვეტას ააადვილებს მხიარული და კარგი განწყობილება თუ ისინი ერთი საქმიდან მეორეზე გადადიან ეს იმის ნიშანია რომ ერთი მოათავეს და მაშინვე იწყებენ მეორეს ვინაიდან სამიანები არც თვითონ მოიწყენენ და არც სხვას მოაწყენენ მათთან ბრწყინვალედ შეიძლება დროის გატარება სამაინები ბევრ წამოწყებასა და საქმიანობაში წარმატებებს აღწევენ მაღალი ნაყოფიერების ჩინებური წარმოსახვისა და ამბიციურობის წყალობით თუ ყოველმხრიც ნიჭიერი სამიანი დროულად გაერკვევა და გადაწყვეტს რა მიმართულებით განავითაროს თავისი ნიჭI(ეს არცთუ ისე იოლია რადგან მისი ტალანტი და ნიჭიერება მრავალმხრივია) სწრაფად მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს სამიანს შეეფერება მწერლის ფოტოგრაფის მსახიობისა და დდიზაინერის კარიერა ბიზნეს სამყაროში სამიანი სარეკლამო სამსახურისთვის არის გამოსადეგი საერთოდ გამოდგება ყველა იმ დარგში სადაც აუცილებელია ადამიანებთან უსუალო კონტაკქტი და სადაც სამიანს თავისი მომხიბვლელობის წარმოჩენა მიეცემა ბევრ მათგანს არ ყოფნის მოთმინება იყოს ექიმი კანონთმცოდნე ინჟინერი ან გამომთვლელი რუტინა მათ არ იზიდავს საერთოდ ბრწყინვალე შტაგონებული მუშაკები არიან და საერთო პატივისცემითაც სარგებლობენ თუ ხელმძღვანელი თანამდებგობა უჭირავთ თავის გარშემო კეთილგანწყობის ატმოსფეროს ამყარებენ არავის ზღუდავენ ხელს უწყობენ კარგ წამოწყებასა და სიახლეს არ Aშინებთ თანამშრომელბის კონკურეცია პირიქთ ეხმმარებიან ნიჭიერ ადამიანებს უყვართ როგორც საკუთარი ასევე სხვისი ფულის ხარჯვა ფულის დაგორევბით არ არიან გატაცებული დარწმუნებულნი არიან რომ ფულით სსიამოვნებისათვის არიან შექმილნი ბევრი სამიანი როგორც შოულობს დიდძალ ისევე ხარჯავს მას საერთოდ მათი პრინციპია როგორც მოვედი ისე წავედი .

bdbf677d3c95

ციფრი 4

ოთხიანი სამართლიანობის პასუხისმგებლობისა და საიმედოობის სიმბოლოა ყველაზე სტაბილური რიცხვია მფარველობს პლანეტა სატურნი ოთხიანი გამრჯე ერთგული გაწონასწროებული და საიმედოა აქვთ კარგი ორგანიზატორული ნიჭი და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი სამუშაოს კეთილსინდისიერად და დაკვირვებით ასრულებენ ხშირად იტაცებს საქმის დეტალები და ამის გამო ზოგჯერ კრგავენ ძირითად მიზანს ოთხიანები კონსერვატორები არ არიან და ვერ ეგუებიან ცვლილებებსა და გარდაქმნებს გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობენ შრომისმოყვარეობის წყალობით Xსირად დიდი წარმატებებს აღწევენ სიამიოვნებასა და გართობას პირველ ადგილებზე აყენებნ თუმცა ყველაფერზე დუნედ რეაგირებენ უსამართლობაზე მათი რიაქცია სწრაფი და ელვისებურია ისინი პირველი მოითხოვენ ცვლილებეს მთავრობის შემადგენლობაში ისინი მშვიდი საღად მოაზროვნე და თავშეკავებული ადმაინები არიან იუმორის გრძნობა სუსტად გამოხატული აქვთ ამ ნაკლს იმით ივსებენ რომ ერთგულნი თავდადებულნი და საიმედონი არიან ოთხიანი შესანიშნავი მეგობაარია რომელსაც სიცოცხლი ბოლმდე შეუძლია გიერთგულოთ ისინი გულღია ადამიანები არიან უმეტესობამ არიცის რომ აქვთ ტალანტი იყოს ტაქტიანი და კონტაქტური მათზე გავლენას ერთიანის გარდა ვერავინ ახდენს მათ მიერტ მიღებული გადადაწყვტილები შეცვლა შეუძლებელია ვერ იტანენ უსაქმურობას და მხოროდ შრომის პროცესში გრძნობენ თავს ბედნიერად.

84178321980e

ციფრი 5

გამოირჩევა სწრაფი აზროვნებით იმპულსურობით სიმამაცითა და მოხერხებულობით მფარველობას პლანეტა მერკური ახასიათებს სხარტი აზროვნება ფეთქებადი ტემპერამენტი სწრაფი მოქმედების უნარი პიროვნული თავისუფლება დაუდგრომლობა მოუსვენრობა მუდმივ მოძრაობაშია ხუთიანების უმრავლესაობა თავგადასავლებისა და რისკიანი საქმეებისათვის ადვილად თმობს თავის მდგომარეობას და სიმშვიდეს თუ შექმნილი ვითარება ხელ ფეხს უბორკავს ანჩხლი და უკიდურესად ნერვიული ხდება ხუთიანების უმრავლესობა იმპულსურია არასდროს წინასწარ არ გეგმავს თავის საქმიანობას ცხოვრობენ დღევანდელი დღით და შემთხვევითობის იმედი აქვთ ენერგიული და ენთუზიასტები არიანგანწყობის ხშირი ცვალებადობის მიუხედავად (ექსტაზიდან სასოწარკვეტილობამდე)ძალიან მოქნილნი არიან ზოგი რამ ძლიერ აწუხებთ მაგრამ თავისი ოპტიმიზმის წყალობით ადვილად ისხლეტენ სადარდელს ხუთიანების მთელი ცხოვრება მრავალფეროვნებით არის აღსავსეიზიდავთ ყველაფერი ახალი : ახალი რესტორანი ახალი თამაში უსაფრთხოებას და ფულს მათ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი არ უჭირავსუყვართ სიამოვნებანი რომელიც ფულით მოიპოვება მაგრამ თავგადასავლები და ახალი ინტერესები მეტად იზიდავთ და თუ საქმე არჩევაზე მიდგა ამ უკანასკნელს ირჩევენ სიამოვნებაა მათ ცხოვრებაში მთავარი.

fcb4c3b2cc05

ციფრი 6

ექვსიანი ჰარმონიის სილამაზის სწონასწორობისა და რიტმის სიმბოლოა მფარველობს პლანეტა ვენერა სხვა რიცხვებთან შედარებით ყველაზე სტაბილურია პატიოსანი კეთილშობილი ჰუმანური კაცთმოყვარე არსებაა აქვს საკუთარი ღირსებიბს გრძნობა ამჟღავნებენ დიდ ინტერეს ადამიანების მიმართ მიუხედავათ აქტირუი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა ოჯახი მათთვის უმთავრესია ოჯახზე გადაგებულნი არიან მაგრამ მათი მზრუნველობა და ყურადღება ახლობლების მიმართ ზოგჯერ აუტანელი ხდება ზოგი ექვსიანი ცხოვრების ბოლომდე მეურვეობს თავის შვილებს და მზად არის თავი გაწიროს მათთვის ექვსიანი უაგრესად აკურატიული და მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის მიმართ ასევე სხვის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებაში მისი ქება რომ დაიმსახუროთ ყველაფერი უნაკლოდ შესრულებული უნდა იყოს ექვსიანთა ურთიერთობა სასიამოვნოა გაწონასწორებული მომხიბვლელი მოსიყვარულე ადვილად იძენს მეგობრენს და ინარჩუნებს კიდეც მას გულღიასა და კეთილმოსურეს ადვილად შეუძლიათ მოგაწონოთ თავი მაგრამ თუ მის მეგობრებს ან ახლობლებს აწყენინებთ მაშინ მისი სახით ნამდვილ ვეფხვთან გექნებათ საქმე.

e3d097596051

ციფრი 7

ინტელექტუალური საქმიანობის სიმბოლოა მას ახასიათებს ნათლად გამოხატული ინდივიდუალობა ფილოსოფიური აზროვნება მფარველობს პლანეტა ურანი აქვს ანალიტიკური გონება ორიგინალური აზროვნება ძალიან დამოუკიდებელი მოუთმენელი და დაუდგრომელია აინტერესებს საერთაშორისო მოვლენები უყვარს მოგზაურობა განსაკუთრებით შორეულ და შეუცნობელ ადგილებში შვიდიანების უმეტესობა განმარტოებისაკენ ისწრაფის მისთვის აუცილებელია დრო ფიქრისა და განსჯისათვის საერთოდ ნაკლებ კონტაკქტური ძირითადად გულჩათხრობილნი არიან ხელოვნების სფეროში მათი შემოქმედება მეტად ნაყოფიერია გამოირჩევიან ან იტუიციური ან ფილოსოფიური აზროვნებით საკითხისადმი მუდამ განსხვავებული მიდგომით ისწრაფვიან სრულყოფისკენ და თვითკრიტიკულნი არიან ისინი მუდამ წინააღმდეგობაში არიან როგორც საკუთარ თავთან ასევე არასრულყოფილ გარე სამყაროსთან

60bb1086e921

ციფრი 8

ყველაზე ძლიერი ციფრია 8 სიძლიერისა და წარმატების ომისა და ნგრევის სიმბოლოა მფარველობს პლანეტა მარსი კონცენტრაციის და თვითდისციპლინის საოცარი უნარი აქვს მკვეთრად გამოხატული ინდივიდები არიან და რკინისებური ნებისყოფა აქვთ დაწყებული საქმე იშვიათი გამონაკლისის გარდა მუდამ ბოლომდე მიჰყავთ მორწმუნე რვიანი ხშირად ფანატიკოსია შუალედი არ გააჩნია ან წარმატება ან სრული მარცხი ძალიან მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის ასევე ირგვლივ მყოფთა მიმართ უმრავლეს შემთხვევაშI რვიანები ცდილობენ სხვათა პასიუორბის გამო მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ ხშირად რვიანი შეიძლება ცივი და გულგრილი ჩანდეს მაგრამ ეს იშვიათად შეეფერება სინამდვილეს ისინი ძალიან გულკეტილნი არიან მაგრამ ძნელად ამჟღვანებენ ემოციებს ხშირად რვიანები მარტოსული ადამინები არიან სურთ ირგვლივ მყოფთა მეგობრობა მაგრამ არ შეუძლიათ აქტიურად Eძებონ ახლობლები ახასითებთ შეუპოვლობა ამასთანავე შეუძლიათ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება ამიტომ როცა მიზანს ისახავენ სხვებზე მეტი სიფრთხილე მართებთ მათ ცხოვრებისეულ ძალას თუ კი ნეგატიურად იქნება გამოყენებული მოქავს ქაოსი და ნგრევა როგორც სხვებისთვის ასევე რვიანებისთვისაც ისინი როცა გაბრაზებულები არიან შეუძლიათ თავისი სიძლიერით მთებიც კი გადადგან.

d7aa65436d3e

ციფრი 9

ცხრიანებს ახასიათებს ახლობლის სიყვარული ფილოსოფიურობა კეთილშობილება და მისტიციზმი მფარველობს პლანეტა ნეპტუნი ძალიან მგრძნობიარენი და შტაბეჭდილებიანნი არიან სხვებზე მეტად ამჟღავნებენ ახლობლების მიმართ სიყვარულსა და მხარდაჭერას თუ ცხრიანი რაიამე კეთილშობილური იდეით არის შეპყრობილი საკუთარი ოაჯხის პრობლემებსაც კი ივიწყებს ამ იდეის ცხოვრებაში გასატარებლად მოკლედ რომ ვთქვათ ცრიანები დედამიწაზე ყველზე ჰუმანური ადამიანები არიან ინტუიცია და ემოცია სჭარბობს მათში თუმცა საკმაოდ თავშეკავებულებიც არიან ფული და ძალუფლება თუ კი სასიკეთო საქმეს არ მოხმარდება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს მათთვის ცხრიანები შეუპოვრები და მამაცნი არიან მაგრამ პირად ძალაუფლებისათვის ამ თვისებებს იშვიათად იიყენებენ მათი ცხოვრების მიზანია უნივერსალური სიყვარული სიკეთის თესვა ურთიერთ გაგება

058e49bf145d

ebe083181601

c142a2647db3

6b424499b539

d4ce3a11674a

8c281d80a2f5

233b4ce50f26

eeef7cba8f59

e76b1acfc2fc

 

წყარო : oxun.ge    lib.ge

PagsOn

Ucnauri.com aris Dzalian Magari saiti am saitis sashualebit dzalian bevri informacia movipove da madloba im adamians vinc es saiti sheqmna :)

მსგავსი ამბები

Back to top button