უცნაური

სოლომონის ბეჭედი

a60e95eb101c

მაგიური ბეჭედი შეიძლება იყოს დადებული რაიმე საგანზე ან ადამიანზე. თუ ბეჭედი საგანზეა დადებული, მაშინ ის ან დამცველობითი ხასიათისაა, ან თავდამსხმელობითი. მაგრამ მთავარი ამოცანა – შექმნილი არტეფაქტის დაცვაა. ბეჭდის ადამიანზე დადება ბევრად უფრო ძნელია. ბეჭედი ცოცხალი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რიტუალური, ( უხილავი ) ასეთი ბეჭედი კეთდება რთული რიტუალის შესრულებით. შეიძლება სხეულზე დატანილი იყოს ტატუს სახით. ასეთი ტატუ ერთგვარი ამულეტია, რომელიც იცავს მფლობელს. ( კეთდება იმ ადამიანებისთვის, რომელთა პროფესია მათ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. მაგ: ჯარისკაცები, მაშველები, მეხანძრეები და ა.შ. ) ასევე ბეჭედი შეიძლება სხეულზე იყოს ამომწვარი. ( მაგ: დენთით )

დაცვის ბეჭედი, გექსოგრამა და სოლომონის პენტაგრამა3e7c6a2958a1

   „სურათზე თქვენ ხედავთ სოლომონის საიდუმლო ბეჭედს, რომლითაც მან 72 მეფე – დემონი და მათი ლეგიონები დაატყვევა სპილენძის ჭურჭელში. ეს ბეჭედი უნდა გააკეთოს მან, ვინც სუფთაა შინაგანად და გარეგნულად, და ვისაც არ წაუბილწავს თავი ქალთან ურთიერთობით ერთი თვის განმავლობაში, ხოლო ლოცულობდა და მარხულობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთს შეენდო მისთვის ცოდვები. ის ( სოლომონის საიდუმლო ბეჭედი ) გაკეთებული უნდა იქნას მარსის ან სატურნის დღეს. ( სამშაბათი ან შაბათი ) ღამით, 12 საათზე. ის უნდა დაიხატოს პერგამენტზე იმ შავი მამლის სისხლით, რომელსაც დედალთან ურთიერთობა არასდროს არ ჰქონია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მთვარე ამ ღამეს უფრო ნათელი უნდა იყოს ( ანუ, მთვარე უნდა იზრდებოდეს ) და მდებარეობდეს ქალწულში. ( ზოდიაქო ) ბეჭედს დახატვის შემდეგ, უნდა გაუკეთდეს არომატი, კვასცით, მზეზე გამშრალი ქიშმიშით, ფინიკით კედარით და ალოეთი. ამ ბეჭდის დახმარებით მეფე სოლომონი მბრძანებლობდა ზემოთხსენებულ 72 დემონს, რომლებიც დამწყვდეული ჰყავდა სპილენძის ჭურჭელში. ამავე ბეჭდის საშუალებით მან ჭურჭელი დაბეჭდა, რათა დემონები ვეღარ გამოსულიყვნენ. ასე მან მოიპოვა სხვადასხვა ადამიანების სიყვარული, მოიგო ბრძოლები, და ვერც იარაღმა, ვერც ცეცხლმა და ვერც წყალმა ვერ შეძლო მისთვის ზიანის მიყენება.“

„სოლომონის მცირე გასაღები, გოეთია“

 

Cartwright

I love chocolate :3

მსგავსი ამბები

Back to top button