კრეატივისურათებიუცნაური

ახალი მიმართულებები ფოტო-ხელოვნებაში

წამოგიდგენთ ფოტოგრაფიის ახალ მიმართულებებს.ვფიქრობ ძალიან შთამბეჭდავი ფოტოებია პირადად მე ძალიან შთამაგონა და დილიდან ფოტოაპარატით დავრბოდი გარეთ, იმედია მოგეწონებათ..მაშ დავიწყოთ….

1.    საოცარი ფოტო მანიპულაციები კრისტოფ გილბერტისაგან  კრისტოფ გილბერტი(1962-) -ბელგიელი ფოტოგრაფია ბრიუსელიდან. ის ყველაზე საიდუმლოებით მოცული             ფოგრაფია მთელს სარეკლამო ბიზნესში .მის მიერ გადაღებული ფოტოებითაა აჭრელებული მთელი ინტერნეტ გვერდები,მაგრამ პირადად მისი ფოტო არსად ჩანს.  კრისტოფის ფოტოები რეკლამისათვის არ არის ის რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ,ეს არის ის რისი დანახვაც ჩვენ მართლა გვსურს. კრისტოფერი თვლის რომ , პატარა დეტალებს ხშირად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.მისი ფოტოები ძალიან უჩველო და კრეატიულია..

2.ტომ შნაიდერის პოზიტიური ,,თვალები”

პოზოტივი შეგვიძლია ვიპოვოთ, ნებისმიერ ნივთებში რაც კი არის ჩვენს გარშემო.ტომისთვის რამოდენიმე წამიც საკმარისია რომ,ნებისმიერი ნივთი(სანაგვე,ბოძი…)

აქციოს საასაცილო არსებად ,რითაც ირგვლივ მყოფთ ამხიარულებს და თავადაც პოზიტივით ივსება.თავის პროეკტს ტომმა უწოდა,,ისინი ცოცხლობენ”და ამით ყველაფერი არის ნათქვამი.ვფიქრობ ის ყველაზე მხიარული და კეთილ განწყობილი ადამიანია ქუჩის ხელოვანებს შორის..

3.ყველაზე საყვარელი ვირთხა მსოფლიოში

ხვდებიან ერთმანეთს ზაზუნა და ვირთხა .ვირთხა ეუბნება ზაზუნას

-ჩვენ ერთმანეთს ვგავართ , მაგრამ შენ ყველას უყვარხარ,გეფერებიან  და სახელსაც გარქმევენ მე კი არა.რატომ ხდება ასე?

-ალბათ იმიტომ რომ ცუდი იმეჯმეიკერი გყავს?

ახალგაზრდა ფოტოგრაფმა დჯესიკა ფლორენსმა შეძლო საპირსიპირპოს დამტკიცება,როცა ინტერნეტში გამოაქვეყნა თავისი ვირთხის ფოტოები

4.                           თავდაყირა ცხოვრება-სტეფან მორისი

კრეატიული ფოტოები სტეფან მორისგან


სტეფანს ფოტოების გადაღების იდეა დაებადა მაშინ როცა,თავის ძაღლთან ერთად სეირნობდა ბაღში .გადაწყვიტა ფოტო გადაეღო თავის საყვარელ ძაღლთან ერთად, როცა ფოტო გადაიღო მოეჩვენა რომ, ძალიან ბანალური იყო , ამიტომ გადაწყვიტა თავზე დამდგარიყო და ისე გადაეღო

გამოვიდა ძალიან კრეატიული და მალევე გახდა პოპულარული ,მთელს ინტერნეტ სივრცეში

5.                     კირსტი მიჩელის -ზღაპრული სამყარო

კრისტი თავად ქმნის ტანსაცმელს თავისი ფოტოსესიებისათვის. კრისტი ქმნის ლამაზი ფერებითა და რთული კომპოზიციით დატვირთულ ფოტოებს..

მთავარ აქცენს ის იასამნისფერ ფერზე და ყვავილებზე აკეთებს

6.                                    ფოტოემულაციები- რომაინ ლაურენტისაგან

რით განსხვავდება პროფესიონალი ფოტოგრაფი არაპოფესიონალისგან? ნებისმიერ არაპროფესიონალს შეუძლია ფოტოების კარგად გადაღება ,მაგრამ პროფესიონალს შეუძლია ყველაზე გიჟური იდეების რეალობაში გადმოტანა.რომანი ფრანგია , მის ფოტოებში შეგვიძლია დავინახოთ ახალი იდეები და იუმორის გრძნობა

რომანის კლიენტებს შორის ისეთი ცნობილი ფირმებია როგორიცაა:კოკა კოლა, აიკროსოფტი და სხვა..

7.               სეზ ქასთელი

სეზს ძალიან უყვარს ძაღლები , რისი დასტურიც მისი შემოქმედებაა ..სიზმა გადაწყვიტა გადაეგო ძაღლები , მაშინ როცა ისინი აღელვებულები არიან, როცა ცდილობენ საყვარელი სათამაშო წყლიდან ამოუტანონ პატრონს, მგონი არაჩვეულებრივად გამოუვიდა, რის გამოც მალევე გახდა ცნობილი

8.                                    ანდრეი პავლოვი

ანდრეი პავლოვს სხვანაირად უწოდებენ ადამიანს რომელმაც  იპოვა საერთო ენა ჭიანჭველებთან.   მან მთელი თავისი შემოქმედება ამ უჩვეულო მწერებს მიუძღვნა

 

9.                                              ენდი მარის -მშვენიერი ძროხები

ენდი მარის ძროხები ნამდვილი გმირები არიან ,მათ არ ეშინიათ არაფრის. ეს ძროხები იმდენაად მოეწონათ, რომ გამოუშვეს კალედნარი მათი სახეებით

10.                                 საროლტა ბანის ფოტოები სურეალიზმის სტილში

რათქმაუნდა სურეალიზმის მიმდევრობა ახალი მიმართულება არაა, თუმცა მაინც საინტერესოა სურალიზმის ნამუშევრები დათვალიერება

ვფიქრობ ყველას დაგვწიზმრებია უჩვეულო სიზმრები , მაგრამ რეალობაში არასდროს გადმოგვიტანია. სარლოტამ კი თავისი სიზმრები რეალლობად აქციაა.სარლოტა თვითნასწავლი ფოტოგრაფია ბუდაპეშტიდან ,პროფესიით იუველირული ნამუშევრების დიზაინერი , ხოლო ფოტოგრაფია მისთვის ჰობია.

დღეისათვის სულ ეს იყო .მადლობთ ყურადღებისათვის ♥

თეგები

ucnobi N

funny,

მსგავსი ამბები

Close
Close