გასართობიმისტიკასაკითხავი

საშიში ამბები

 1)  ერთ-ერთ სკოლაში რემონტისთვის ფულს აგროვებდნენ. ერთმა ბიჭმა არ მიიტანა ფული, რადგან, დედამისის აზრით, ისინი არ იყვნენ ვალდებულნი. მასწავლებელი ბიჭზე ძალიან გაბრაზდა.

გავიდა დრო.  მათემატიკის საკონტროლო იყო. მასწავლებელმა ყველას მისცა ტესტი, თუმცა ამ ბიჭის ტესტი განსხვავებული, უცნაური იყო: „სამ ყუთში აწყვია ბანანი. ერთად ისინი 40კგ-ს იწონის. პირველ ორ ყუთში – 22კგ, ხოლო მესამეში რაღაც მოკვდა. ამოცანა გვეკითხება: რატომ იყო მაიმუნი ასეთი ძუნწი?“ ბიჭი დაფიქრდა და უპასუხა: „18კგ“, რაშიც ორიანი მიიღო.
სახლში მან დედას მოუყვა ამ ამოცანის შესახებ. დედამისი განაწყენდა. იგი მიხვდა, რომ მასწავლებელი მის შვილს დასცინოდა, რადგან რემონტის ფული არ მიიტანა.
ბიჭი სახლში ზის, მეცადინეობს, თუმცა გონებიდან ვერ იგდებს იმ უცნაურ ამოცანას: „სამ ყუთში აწყვია ბანანი…“ ის დასაძინებლად დაწვა. მთელი ღამე ბანანის სამი ყუთი ესიზმრებოდა. ერთში 11კგ იყო, მეორეშიც, ხოლო მესამეში – 18კგ და მკვდარი მაიმუნი.
გავიდა რამდენიმე დღე. ბიჭს ისევ ის კოშმარი ესიზმრებოდა. ერთხელაც, მას ისევ  დაესიზმრა მაიმუნი, ოღონდ, ცოცხალი. მან მასწავლებლის ხმით უთხრა: „გთხოვ, მაჭამე!“ ბიჭმა ყუთიდან ბანანი ამოიღო და მისცა მაიმუნს. ამ დროს საშინელი ტკივილისგან გამოეღვიძა. ხელებზე დაიხედა. თითები აღარ ჰქონდა.. ის საავადმყოფოში წაიყვანეს.
სხვა ბავშვები სკოლაში მივიდნენ და დაინახეს მასწავლებელი, რომელიც იღიმებოდა,  პირი კი სისხლიანი ჰქონდა.

2)  ერთ გოგონას მოხუცი მშობლები ჰყავდა. დედა 45 წლის იყო, მამა კი – 50-ის. ახლა გოგონა ცხრა წლისაა, დედა – 54-ის, ხოლო მამა – 59-ის.

მშობლები ხშირად ავადმყოფობდნენ. გოგონა პატარა და სუსტი იყო, ასე რომ, ისიც ხშირად ხდებოდა ავად. მშობლები ძალიან წუხდნენ ასეთი მდგომარეობის გამო. ისინი მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევდნენ და სპორტით იყვნენ გატაცებულნი.
ერთხელ ოჯახი ტელევიზორს უყურებდა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ ძალიან სასარგებლოა შიშველი ფეხით მიწაზე სიარული. მშობლებს ეს აზრი ჭკუაში დაუჯდათ, მაგრამ ზამთარი იყო, მაისამდე, როდესაც შიშველი ფეხით შეძლება მიწაზე სიარული, დიდი დრო რჩებოდა. მამამ იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მიწას სახლში, იატაკზე დაყრიდნენ. დედას ეს აზრი ძალიან მოეწონა.
ისინი ვიღაცას შეუთანხმდნენ და სახლთან მიაყვანინეს მანქანა,  რომელშიც მიწით სავსე ტომრები ეწყო. მტვირთავები დარბოდნენ, ტომრები სახლში შეჰქონდათ და მიწას პირდაპირ იატაკზე ყრიდნენ. სახლში, რომელშიც ცოტა ხნის წინ ოქროსფერი პარკეტი ბზინავდა, ახლა შავი მიწა ეყარა.
მშობლები მთელი საღამო მოძრაობდნენ სახლში, ტკბებოდნენ ახალი შეგრძნებებით, თუმცა, გოგონას რატომღაც არ მოეწონა ეს მიწა. მას ისეთი საშინელი სუნი უდიოდა, რომ იქიდან გაქცევა მოგინდებოდათ, გაქცევა ისეთ ადგილას, სადაც პარკეტი, ხალიჩა ან ლინოლიუმია.
რამდენიმე დღეში მიწიდან ბალახი ამოიწვერა და გაჩნდა ბილიკები, ისევე როგორც ქუჩაში. იქ, სადაც ყველაზე ხშირად ხვდებოდა ფეხი, მიწა დაიტკეპნა, ხოლო სადაც ნაკლებად – პირვანდელ ფორმას ინარჩუნებდა. მშობლები ბედნიერები იყვნენ. ამბობდნენ, რომ საკუთარ მიწაზე დადიოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ კარგი იქნებოდა, მიწაზე ყვევილები ან რაიმე სხვა მცენარეები დაეთესათ.
მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. შემდეგ აი რა მოხდა: გოგონა ღამით ტუალეტში გავიდა. უცებ ვიღაცამ ფეხზე წაავლო ხელი. შეშინებულმა გოგონამ დაიყვირა, ცდილობდა გაეთავისუფლებინა ფეხი, მაგრამ ამ დროს იგი მეორე ხელმა დაიჭირა. მან თავი ვეღარ შეიმაგრა და დაეცა, შემდეგ კი დაინახა მიწიდან ამოსული  გახრწნილი ხელები. ისინი მას იჭერდნენ, ბავშვი ყვიროდა, მაგრამ საშველად არავინ მისულა. გოგონამ იქვე ტილოების საჭრელი დიდი ჟანგიანი მაკრატელი დაინახა, აიღო და მისი საშუალებით ცდილობდა თავის დაღწევას. ძვლები დაიმტვრა და ხელებიც გაქრნენ. გოგონა მშობლების ოთახში გაიქცა, სადაც ნახა, როგორ ჭამდნენ მატლები მის მშობლებს.
აღმოჩნდა, რომ ეს მიწა მუშებმა სასაფლაოდან მოიტანეს. ისინი საფლავებს თხრიდნენ, ხოლო მიწას კი ტომრებში ყრიდნენ .

    3 ) ერთი გოგონა ძალიან ცრუმორწმუნე იყო. ბებიამ მას ასწავლა, რომ მელოტს თუ დაინახავდა, ცალი თვალით უნდა შეეხედა მისთვის, თორემ თვითონაც გამელოტდებოდა; თუ მზე ანათებდა და თან წვიმდა, პირჯვარი უნდა გადაეწერა. და რათქმაუნდა, თუ შავი კატა გადაურბენდა გზაზე, სხვა გზით უნდა წასულიყო, ან დაეცადა სანამ სხვა ვინმე გაივლიდა, თორემ მალე უბედურება შეემთხვეოდა.
გოგონა ყველაფერს ზუსტად აკეთებდა და ეს შველოდა კიდეც, თუმცა შავ კატას მისთვის არასოდეს არ გადაურბენია გზაზე. ყოფილა წითური კატაც, კოპლებიანიც, ნაცრისფერიც, ჭრელიც, მაგრამ შავი – არასდროს.
ერთხელაც, გოგონამ ნახა შავი კატა. მან გზაზე გადაირბინა, გოგონამაც დაიწყო ლოდინი, სანამ ვინმე არ გამოივლიდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. ცოტა ხანში ერთმა ჯოხიანმა მოხუცმა გამოიარა. გადააბიჯა კატის გადარბენილს, გზა გააგრძელა და ცოტა ხანში წაიქცა. მოხუცმა ლანძღვა დაიწყო, ხოლო გოგონამ თავი დამნაშავედ იგრძნო, რადგან მოხუცი არ გააფრთხილა კატის შესახებ, თუმცა რაღას იზამდა. იგი სახლისაკენ გაიქცა, მაგრამ გზა კიდევ ერთმა კატამ გადაუჭრა. ბავშვმა იფიქრა რომ ეს ის კატა იყო, თუმცა ცდებოდა. ეს კატა წინაზე პატარა იყო.  მან კატას დაუძახა. კატა გაჩერდა და უკან გაბრუნდა. გამოდის, რომ გზაზე არ გადაურბენია! გოგონამაც თამამად განაგრძო გზა, თუმცა ამჯერად მას ერთდროულად სამმა კატამ გადაირბინა გზაზე, სამი მხრიდან. გოგონა ადგილიდან ვერ იძვროდა. დაიწყო ლოდინი. მანქანები მოძრაობდნენ, ის კი შუა ქუჩაში იდგა და მოძრაობას ხელს უშლიდა. მძღოლები უყვიროდნენ, ეჩხუბებოდნენ,ის კი ისევ იქ იდგა.
გამოიარა სასწრაფოს მანქანამ, მოხუცის დასახმარებლად მიდიოდა. გოგონა იძულებული გახდა უკან დაეხია, ფეხი დაუცდა და საკანალიზაციო ჭაჩი ჩავარდა, სადაც თითქმის მდუღარე წყალი ესხა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღმოჩნდა, რომ ერთი ბოროტი კაცი სპეციალურად ამრავლებდა შავ კატებს და როდესაც მათმა რიცხვმა 33-ს მიაღწია, გამოუშვა გარეთ ცრუმორწმუნე ხალხის შესაშინებლად.

პ.ს. ეს ჩემი პირველი პოსტია ^-^

თეგები

Cartwright

I love chocolate :3

მსგავსი ამბები

Close
Close