გართობა

სიკეთის ამსახველი რეალური კადრები, რომლებიც დაგაფიქრებთ

image

ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც სიკეთე რატომღაც ბოლო ხარისხოვანია და როგორც შურსა და სიბოროტეს, მას ყოველ ნაბიჯზე ვერ გადავეყრებით. დღევანდელი ჩემი სტატიაც სწორედ სიკეთის ამსახველ, რაღა თქმა უნდა რეალურ კადრებს ეხება, რომლებიც ალბათ ბევრ ჩვენგანს დააფიქრებს თუ რაოდენ სასიამოვნო და სასარგებლოა სიკეთის კეთება. ამის რამოდენიმე მაგალითი მინდა წარმოგიდგინოთ და ვიმედოვნებ, რომ ნახვის შემდეგ ბევრი თქვენგანი განიმსჭვალება ამ გრძნობით.

 

მაშ, გიტოვებთ სიკეთის ამსახველ არაჩვეულებრივ ფოტოებს, ვინ იცის, იქნებ უამრავი თქვენგანის შთაგონების წყარო გახდეს.

1). არსებული, შეუფერებელი ვითარებისდა მიუხედავად ჯარისკაცი ომის დროს კვებავს დაკარგულ კატის კნუტს.

 

image

 

2). როდესაც გინდათ რაიმე სასიკეთო და სასიამოვნო გააკეთოთ, საშუალება ყოველთვის და ყველგან გეძლევათ. ამის მაგალითია, ტკბილეულის გამყიდველ ბანკომატთან კონვერტით დატოვებული ხურდა ფული, რათა უფულო მოქალაქეს შესძლებოდა ტკბილეულის მიმართ გაჩენილი სურვილი დაეკმაყოფილებინა.

 

image

3). მძღოლი, რომელიც შემთხვევით დაეჯახა გარე საფოსტო ყუთს, შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, სინდისის ქენჯნის გამო უმალ გააჩერა ავტომობილი და თავად შეუდგა დაზარალებული ობიექტის რესტავრაციას.image

4). შემთხვევა ავღანეთში, ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ ავღანელი მოქალაქის მიერ ჭიქა ჩაითი გამოხატული სიკეთე.

image

5). ტორნადოს შემდეგ ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილ უამრავ ოჯახს უწევს ერთ-ერთი კეთილი ოჯახი დახმარებას, რომ დაზარალებულებმა დატვირთონ საკუთარი მობილური ტელეფონიმათი ელექტრო ენერგიის ხარჯზე, რათა შეძლონ ნათესავებთან კავშირი უსაფრთხოების ცნობით.

image

6). ხეიბარ ბიჭს, რომელიც მიჯაჭვულია ეტლს, მეგობრებმა მისცეს შესაძლებლობა რუსეთში ჯგუფი «Korn»-ის კონცერტი კარგათ ენახა.

image

7). ქალაქ კატაკში მომხდარი წყალდიდობის დროს მოქალაქემ გადაარჩინა უსუსური კნუტები დახრჩობას. კადრში კარგათ ჩანს დედა კატა, რომელიც მიყვება მათ უკან.

image

8). მცირეწლოვანი, ჭირვეული ბავშვებით მგზავრობისას ყურადღებიანმა მშობლებმა, თვითმფრინავის ყველა მგზავრისათვის წინასწარ გააკეთეს ტკბილეულის საჩუქრები, რათა ამით ბოდიში მოეხადათ მათთვის მგზავრობისას მიყენებული დისკომფორტის გამო.

 

image

9). ვიღაცამ ქუჩაში იპოვა iPhone და გამოაკრა განცხადება ამის თაობაზე, პატრონიც რაღა თქმა უნდა იპოვეს.

 

image

 

10). ველომრბოლელებმა უშველეს დასიცხულ კოალას და წყურვილის გრძნობა მოუკლეს.

image

image

11). ერთ-ერთმა ქიმწმენდის სამსახურმა გამოუცხადა სოლიდარობა სამსახურის თაობაზე გასაუბრებაზე დაბარებულ მოქალაქეებს და მათი ტანისამოსი უფასოდ და უსასყიდლოდ მოიყვანეს მწყობში.

image

 

12). ოჰაიოში სირბილის სპორტით დაკავებული ორი გოგონა. სურათზე ნათლად ჩანს ფეხ-ნაღრძობ მეტოქეს როგორ ეხმარება სპორტსმენი ფინიშის ლენტამდე მისვლაში.

 

image

 

13). ერთ-ერთ სასადილოში ქველმოქმედების გარე აბრა უსახლკაროთა დაპურების წარწერით.

 

image

14). ორმა ახალგაზრდამ გარისკა საკუთარი სიცოცხლე, რათა გადაერჩინათ წყალში დახრჩობისგან ციკანი.

 

image

15). ნიუ-იორკელმა მილიციის თანამშრომელმა აჩუქა ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროს ფეხსაცმელი.

 

image

 

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button