ახალი ამბებირეკორდებიუცნაური

28 წლის მამაკაცი, რომელმაც 11 კილოგრამი 24 საათში დაიკლო

image

ახალგაზრდა სპორტსმენმა როს ეჯელიმ გადაწყვიტა ჩაეტარებინა უკიდურესად ექტრემალური და სიცოცხლისათვის მეტად საშიში ექსპერიმენტი: მან გადაწყვიტა ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაეკლო 11 კილოგრამი. მისი ძირითადი მიზანი იყო დაეკარგა კოლოსალური რაოდენობის სითხე.

გთხოვთ ყურადღებას! აღნიშნული ექპერიმენტი ჩატარდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ის სიცოცხლისათვის დიდ რისკს შეიცავს. არ ეცადოთ მის გამეორებას!

თავისი ექპერიმენტი ეჯელიმ დაიწყო მარილიანი ცხელი აბაზანის მიღებით და მცირე რაოდენობით დიურეტიკების (ვიტამინი C, ბაბუაწვერას ფესვები, კოფეინი) გამოყენებით. მან განაცხადა, რომ თავისი 24-საათიანი რაციონიდან სავსებით გამორიცხა მარილი, რადგან ის ორგანიზმში სითხეს აკავებს და ხელს უშლის მის გამოყოფას. ამის შემდეგ ის წავიდა საუნაში, შემდეგ კი სპორტულ დარბაზში სავარჯიშოდ.

ჩაატარა რა ყველა ეს პროცედურა, ეჯელიმ დაიკლო 11 კილოგრამი და ამავე დროს შეინარჩუნა სხეულის და სულის სიჯანსაღე. თუმცა როსი გამოტყდა, რომ ეს მეთოდი ძალიან არასასიამოვნო და საშიში იყო.

გთავაზობთ ჩანაწერებს როს ეჯელის დღიურიდან:

” დილის 10.30 საათია. მე დღეს გადავწყვიტე 11 კილოგრამის დაკლება. მე ამისათვის მესაჭიროება ბევრი შრომა და მხოლოდ წყალზე უარის თქმა საკმარისი არ იქნება. ამიტომ დილას დავიწყებ ცეცხლოვანი და მწველი მარილიანი აბაზანის მიღებით. შემდეგ დავლევ შარდმდენს, რათა ჩემმა სხეულმა ვერ გაბედოს სითხის შეკავება.

დღის 2.00 საათია. მე ძლივს მივათრევ დაღლილი სხეულს ტრენაჟორებიან დარბაზში და სარბენ ბილიკზე ვატარებ 45 წუთს. უნდა ვაღიარო, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი 45 წუთი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში.

საღამოს 6.00 საათია. მე შევჭამე რამოდენიმე სალათის ფოთოლი და დავაყოლე 2 ყლუპი წყალი.

საღამოს 7.30 საათია. მე ისევ მივდივარ სავარჯიშო დარბაზში, მაგრამ თავს გაცილებით ხალისიანად ვგრძნობ, რადგან მივიღე 150 მილიგრამი კოფეინი სტიმულაციისათვის და შარდმდენი ეფექტის გასაძლიერებლად. სარბენ ბილიკზე გატარებული 30 წუთის მერე მე იძულებული გავხდი წითელ საავარიო ღილაკზე დამეჭირა ხელი და უკანასკნელი ძალების მოკრებით გადავბობღდი საუნაში.

საღამოს 9 საათია. სასწორზე ვდგები და ვხედავ, რომ მე ეს შევძელი. წონის კლება-11 კილოგრამი. დროს არ ვკარგავ, სასწრაფოდ ვიღებ ჩემს ტანსაცმელს და გავრბივარ სავარჯიშო ჩანთისაკენ, სადაც წყლის ოთხლიტრიანი ბოთლი მიდევს ვიტამინებით და ელექტროლიტებით”, -აი ასე მოკლედ აღწერა თავისი რეკორდი 28 წლის სპორტსმენმა.

image

imageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close