ლაშქრობებირეკორდებისაკითხავი

პირველი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანე ნავით გაცურა

12 ნოემბერს, შუადღის 12 საათზე და 30 წუთზე, 130 დღიანი დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ, ლორიანის(დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ქალაქი) სანაპიროს მიაღწია კანადის მოქალაქე მილენ პაკეტმა(Mylene Paquette). ეს მოგზაურობა ბევრი ფათერაკის მატარებელი იყო, რადგან ის ამერიკაში იწყებოდა, ატლანტის ოკეანის გავლით გრძელდებოდა და საბოლოო დანიშნულების წერტილი დიდი ბრიტანეთი იყო.

ეს ერთი შეხედვით მარტივი საქმეა, თუმცა თუ გავითვალიწინებთ, რომ მოგზაურობა 7.3 მეტრიანი ნავით ხდებოდა, მივხვდებით, რომ ამგვარ ნაბიჯზე მხოლოდ ავანტიურისტს-რომანტიკოსი ან მწარედ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანიღა გაბედავდა.


მილენმა 5.000 კილომეტრზე მეტი გაცურა პატარა ნავით, რომელიც მოწყობილი იყო ულტრათანამედროვე აპარატურით. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი,

რომ ქალბატონს 5-ჯერ გადაუტრიალდა ნავი, რის გამოც მან ელექტრო აპარატურა დაკარგა, რითაც ის უკავშირდებოდა გარე სამყაროს. თუმცა ქალი ამგვარ “წვრილმან” დაბრკოლებას(მისი სიტყვებით) არ შეუშინდა და მამაცურად აგრძელებდა თავისი მიზნის ასრულებას.

ის 150 დღისა და 150 ღამის მიერ დაგებულ ხაფანგებს ორი ნიჩბის წყალობით გაუმკლავდა და მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ ქალი არანაკლებ ძლიერი არსებაა, ვიდრე მამაკაცი….


მთავარია მიზანი დავისახოთ და მისკენ მუდმივად ვისწრაფოთ! თუ ქალმა ნიჩბებით 5.000 კილომეტრი გადაცურა, ნუთუ არის კიდევ რამე ისეთი რამ, რაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

ყველას მიზნების გაჩენას, ხოლო შემდგებ მათი ასრულების გამბედაობას გისურვებთ.



იხილეთ მოგზაურობის ვიდეო მასალა:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close