გართობაუცნაური

80 წლის მოდელი ყველაზე ხანგრძლივი კარიერით.

cda440525537

კარმენ დელ ორეფაისი გინესის წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე პოდიუმის მოდელი. ის 80 წლისაა და დღემდე გამოდის პოდიუმზე.

 

დაიბადა 1931 წელს ნიუ-იორკში. მისი კარიერა დაიწყო ძალიან ახალგაზრდა ასაკში, როგორც მოდელის და დღემდე მუშაობს.
კარმენი დაიბადა ღარიბ ოჯახში და ზოგჯერ ინტერნატშიც უწევდა ცხოვრება, სადაც დედას მიყავდა ხოლმე. მოდელის კარიერა კი სრულიად შემთხვევით დაიწყო მის ცხოვრებაში. ის შეამჩნია ქალმა, რომლის ქმარიც იღებდა ფოტოებს Harper’s Bazaar-სთვის.
გადიღეს სასინჯი ფოტოები და გაგზავნეს, პასუხი კი შემდეგი იყო, რომ კარმენი არ იყო საკმარისად ფოტოგენური. მისი სამოდელო კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ნათესავები ამ აზრს არ დაეთანხმნენ და ფოტოები გაგზავნეს Vogue-ში.
ერთი კვირის შემდეგ ახალგაზრდა მოდელი უკვე პოზირებდა Vogue-სთვის. ჰონორარი დაენიშნა და უკვე შეეძლო ოჯახის შენახვა თვითონ.
სამოდელო ინდუსტრიაში კარმენი 45 წელი მუშაობდა და დაიწყო ფიქრი სამუშაოს შეცვლაზე, მაგრამ ბედმა განკარგა შემდეგი: ერთ ელიტურ საღამოზე მასთან მივიდა მისი მეგობარი – ფოტოგრაფი ნორმან პარკინსონი და შესთავაზა გადაღება. მისი აზრი იყო, რომ ასეთი შარმი და გრაციოზულობა არ შეიძლებოდა ესე წასულიყო და მისცემოდა დავიწყებას. შემდეგ კი მან თქვა: ,, თქვენ ეშმაკურად მიმზიდველი, ხანდაზმული კატა ხართ. მე მინდა გადაგიღოთ”.
მათ გააკეთეს საცდელი ფოტოსეია. კარმენმა ნაცვლად იმისა, რომ შეეღება თმა სულ გაითეთრა და ასე დაიწყო ახალი მოდური გადაღებები. მისი დეფილე მოეწყო 2000 წელს ჯონ გალიანოსა და Christian Dior-ს ჩვენებაზე.
ის მოხვდა გინესის წიგნში, როგორც ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე მოდელი. შემდეგ კი მიიღო მონაწილეობა Jean-Paul Gaultier, Hermes, Donna Karan и Moschino-ს შოუსთვის.
კარმენს შეიძლება ეწოდოს ეტალონი სტილისა და ელეგანტურობისა და ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივად გამოიყურება.

fe6bbf19c076

13e2f40abe7f

9e7210e4c003

9b41772c198f

90cc9fdab36c

2698baf50026

0cef5ceb7eea

კარმენი ახალგაზრდობაში

864e2ce11a19

2e48b5ecd48f

f94a031e883e

ef0037261831

6a929f5241b9

2d65aea2c31d

f7e08045ab50

მსგავსი ამბები

Back to top button