Apple (1)
პოსტში შემოგთავაზებთ APPLE-ის პროდუქციის მინი- მიმოხილვას :) ამ შემთხვევაში მაკის
ალბათ ყველას გაგიგიათ კომპანია ეპლი, რომელიც ძალიან დახვეწილ, მძლავრ და მრავალფუნქციურ პროდუქტს უშვებს. ამ პოსტში მინი-მიმოხილვას წარმოგიდგენთ რომელიც მაკს შეეხება :)
iMac
iMac-ერთერთი ყველაზე ცნობილი მაკი – ყველაფერი ერთში – დისპლეი, პროცესორი, გრაფიკული კარტა, მყარი დისკი, ოპტიკური დრაივი, დინამიკი, მიკროფონი iSight კამერა, SD Card სლოტი, Bluetooth და Wi-Fi-ის მხარდაჭერა. ეს კომპიუტერი ისეთივე მძლავრია, როგორც ლამაზი.
ახალი iMac გაგაოცებთ თავისი დახვეწილი დიზაინით და წარმადობით. მას ახლა უკვე სტანდარტულ კომპლექტში მოჰყვება Wireless კლავიატურა და Magic Mouse. იგი ერთერთი საუკეთესო კომპიუტერია ოჯახისთვის და ბიზნესისთვის. მისი ფასი ამერიკაში იწყება 1199$-დან და ადის 1999$-მდე
Mac Mini
Mac mini – ყველაზე ხელმისაწვდომი მაკია. მისი გამოყენება არა მხოლოდ კომპიუტერის, არამედ მედია ცენტრის სახითაც შეგიძლიათ – შეუერთეთ მას მონიტორის მაგივრად HD ტელევიზორი და დატკბით საყვარელი ფილმებით HD ხარისხით. მისი მსუბუქი და პატარა ალუმინის კორპუსის მიღმა მრავალფუნქციური, მძლავრი კომპიუტერი იმალება. მას აქვს ასევე Bluetooth და Wi-Fi-ის მხარდაჭერა, SD Card სლოტი, Mini DisplayPort და HDMI პორტები. მისი ფასი ამერიკაში იწყება 699$-დან და ადის 999$-მდე
Mac Pro
Mac Pro – ყველაზე მძლავრი პროფესიონალური სამუშაო სადგურია. ახალი თაობის Intel Xeon “Westmere” პროცესორებით და NVIDIA-ს და AMD-ს გრაფიკული კარტებით, ის თითქმის ორჯერ უფრო სწრაფია წინამორბედ მოდელთან შედარებით. მისი დიზაინი მაქსიმალურად ამარტივებს კომპონენტების დამატებას კიდევ უფრო მეტი სიმძლავრისთვის. ყველა Mac Pro-ს შეიძლება შეუერთდეს 2-მდე 30″-იანი Apple Cinema HD Display, ხოლო კონფიგურაციების შესაძლებელი რაოდენობა შეუზღუდავია. მისი ფასი ამერიკაში იწყება 2500$-დან და ადის 5000$-მდე. ასევე ცალკე იყიდბა სერვერისთვის რომლის ფასია 2999$.
MacBook
MacBook-ში ყველა დაინახავს თავისთვის მიმზიდველ მხარეს. პოლიკარბონატის unibody კორპუსით, რომელიც სულ რაღაც 2.74 სანტიმეტრის სისქისაა და მხოლოდ 2.13 კილოგრამს იწონის, ის ადვილად ჩაეტევა თქვენს ზურგჩანთაში თუ კეისში. ინტეგრირებული აკუმულატორი 10 საათამდე ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს. თქვენი ფოტოები, ვიდეო, თამაშები და ვებ საიტები კაშკაშა ფერებით გაგაოცებთ 13-დიუიმიან LED-backlit დისპლეიზე, ხოლო მისი დიდი თაჩპედი უზრუნველყოფს Multi-Touch მანიპულაციების მხარდაჭერას, როგორიცაა სკროლინგი ორი თითით, right-click, ზუმი, როტაცია და ა.შ. აქვს Bluetooth და Wi-Fi-ის მხარდაჭერა, iSight კამერა სამწუხაროდ მას არა აქვს SD Card სლოტი. მინდა ვთქვა რომ ეს მოდელი მე დიდად არ მომწონს :) მისი ფასი ამერიკაში 999$-ია
MacBook Air
მსუბუქი და დახვეწილი გარეგნობის მიღმა იმალება მძლავრი კომპიუტერი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით არ ჩამოუვარდება MacBook-ების ოჯახის უფროს მოდელებს.
MacBook Air ახლა უკვე მთლიანად Flash მეხსიერებას იყენებს, რაც მის სისწრაფეს და საიმედოობას უზრუნველყოფს. დიდი ტრეკპედი Multi-touch მანიპულაციების მხარდაჭერით, 5 საათამდე ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა, მაღალი გარჩევადობის მონიტორი, ინტეგრირებული FaceTime კამერა პლიუს NVIDIA GeForce 320M გრაფიკული პროცესორი – იგივე, რაც 13″ MacBook Pro-ში გამოიყენება – მინუს კილოგრამები. მას არ აქვს ოპტიკური დრივი (“დისკის ჩასადები”) მაგრამ შეგიძლიათ შეიძინოთ USB SuperDrive გადამყვანი. იგი არის 11.6 იანი და 13 ინჩიანები სხვადასხვა ფლეშ მეხსიერებით. მას აქვს მაღალი გარჩევადობის დისპლეი და 0.3-1.7 სმ-ს სისქისაა მისი წონა შეადგენს 11 ინჩიანი-1.06 კგ ხოლო 13 ინჩიანი-1.32 კგ. აქვს ყველაფერი რას სჭირდება ლეპტოპს გარდა დრივერისა. SD Card სლოტი, Bluetooth და Wi-Fi-ის მხარდაჭერა და აშ. მისი ფასი იწყება 999$-დან და ადის 1599$-მდე. ასევე მას არა აქვს ინტერნეტის ჯეკი (ასე ჰქვია მგონი) ამიტომ Wi-Fi უნდა გქონდეთ :)
MacBook Pro
MacBook Pro არის პროფესიონალური და ამავდროულად პორტატიული გადაწყვეტილება. ის იმდენად მძლავრია, რომ ახალ თამაშებსაც და პროფესიონალურ გრაფიკულ პროგრამებსაც თავისუფლად გაუმკლავდება. 9 საათამდე აკუმულატორიდან მუშაობა, ბრწყინვალე LED-backlit დისპლეი, NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპები და გამძლე ალუმინის unibody კორპუსი Bluetooth და Wi-Fi-ის მხარდაჭერა, SD Card სლოტი, ExpressCard/34 სლოტი(მხოლოდ 17”), ინტეგრირებული მიკროფონი და iSight კამერა (ყველა მაკბუკს აქვს) – ყოველივე ეს 13″, 15″ და 17″ MacBook Pro მოდელებში. მისი ფასი იწყება 1199$-დან და ადის 2299$-მდე.
მადლობა ყურადღებისთვის :) შემდეგში განვიხილოთ სხვა პროდუქტები :)