გასართობისაკითხავისასარგებლო

20 რამ რაც ჯერ შენ არ გაგიგია – ნაწილი 1

1. ცელის ერთი მოსმით მოთიბულ ბალახს ნაფთევი ჰქვია
2. პუდელის ჯიშის ძაღლებს ძველად იხვებზე სანადიროდ იყენებდნენ

3. ჟაკლინ კენედის ქალიშვილობის გვარი არის ბუვიე

4. ფრანგ ჟანდარმებს მეტსახელად პინგვინებს ეძახიან

6. არქიტექტორთა დაგეგმარებით ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიას, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის ფორმა აქვს

7. ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა

8. ბიბლიური პერსონაჟები წვერს მხოლოდ გლოვის ნიშნად იპარსავდნენ

9. აბჯრის ქვეშ ჩასაცმელ დაბამბულ პერანგს ხიფთანი ჰქვია

10. თამაშს, რომლის დროსაც წინასწარ მოცემულ რითმებზე ლექსებს წერენ და ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ბურიმე ეწოდება

11. ბრიტანელი მოსამართლეებისათვის პარიკებს დღესაც ცხენის ძუისგან ამზადებენ

12. XIX საუკუნეში ჰომოსექსუალისტებს მწვანეებს ეძახდნენ
13. პრუსიაში იარაღს ამზადებდნენ ქალაქ პოტსდამში, რუსეთის იმპერიაში – ტულაში, გერმანიაში – აუგსბურგში, ავსტრო–უნგრეთის იმპერიაში – ფერლახსა და ვენაში, იტალიაში – მილანსა და ფლორენციაში

14. ტელეწამყვანებს ლურჯი ფერის ტანისამოსის ჩაცმა ეკრძალებათ, რადგან ეს ფერი ეკრანზე თვალს სჭრის და სიშიშვლის ეფექტს ახდენს

15. უცნობილესმა ამერიკელმა მსახიობმა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ელიზაბეტ ტეილორმა სულ რვაჯერ იქორწინა ოფიციალურად, აქედან ორჯერ მსახიობ რიჩარდ ბარტონზე

16. ძველ ეგვიპტეში ფულს რგოლების სახით ჭრიდნენ, ბრიტანეთის იმპერიაში – ფირფიტების სახით, ძველ რომში – მცირე ზოდების სახით

17. დეგუსტატორებს ეკრძალებათ ჭამონ ცხარე საჭმელი, დალიონ მაგარი სასმელები და მოსწიონ თამბაქო. ეს ყველაფერი აქვეითებს გემოვნების (პირდაპირი მნიშვნელობით) გრძნობას

18. დემოსთენეს, მოლიერს, მოლოტოვსა და მერილინ მონროს ენა ებმოდათ

19. ამერიკელები ძალიან ამაყობენ იმ ფაფქტით, რომ არასოდეს ჰყოლიათ. . . მელოტი პრეზიდენტი

20. რადგნაც ქარს ყველა მხრიდან შეუძლია იქროლოს, ინდიელები ქარის ღმერთის სადიდებლად მრგვალ ტაძრებს აგებდნენ

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Close
Close