ციხე-სიმაგრე „Peles Castle“ – რუმინეთი
ციხე-სიმაგრე „Peles Castle“ – მდებარეობს რუმინეთში, რომლის ფართი შეადგენს დაახლოებით 3200 კვადრატულ მეტრს; აქ განთავსებულია მდიდრული ავეჯით მოწყობილი და გემოვნებით მორთული 160-ზე მეტი ოთახი, 30 სააბაზანო, ზამთრის ბაღები, შადრევნები, გარდა ამისა , აქ მოთავსებულია აღმოსავლეთის და ცენტრალური ევროპის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კოლექცია, რომელიც მოიცავს ქანდაკებებს, ფერწერას , იარაღს, ავეჯს, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს ;
ცნობილი ციხე-სიმაგრე „Peles Castle“ -ნეორენესანსის სტილის შენობაა (1880-იანი წლები), სადაც ცხოვრობდა მეფე კარლ I. ნეორენესანსი მრავლისმომცველი სტილია, რომელმაც აღმაფრენის წყაროდ კლასიციზირებული იტალიური ფორმების ფართო სპექტრი გამოიყენა… ეს შენობა ნეო-რენესანსის განუმეორებელი ნიმუშია.
ამ ციხე-სიმაგრეში ცხოვრობდა აგრეთვე რუმონეთის მეფე- კარლ მეორე (1893-1953 წლები), რომელიც ისტორიაში შევიდა , როგორც პლეიბოი… მის სასიყვარულო თავგადასავლებზე ლეგენდები დადიოდა, ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ კარლ „ მეორე“ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და ამით ხსნიდნენ მის არაერთ სკანდალს,;
2008 წელს ციხე-სიმაგრე გამოყენებულ იქნა ფილმის „ძმები ბლუმების“ (The Brothers Bloom) გადაღების დროს.
საინტერესო იფორმაციას მოგაწვდით რუმინეთის მეფეზე:
ბრიტანეთის სამეფო ტახტის ყველაზე ხანდაზმული მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი შესაძლოა, რუმინეთის მეფე გახდეს. რუმინეთში სამეფო ტახტი ვაკანტურია, იქაური დინასტია კი გენეტიკურად უინძორებს ენათესავება.
საქმე ის არის, რომ რუმინეთში, სადაც დღეს, საპრეზიდენტო მმართველობაა, მონარქიის აღდგენის იდეა თანდათან პოპულარული ხდება. რუმინეთის მეფე მიხაი პირველი, რომელიც ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა და კომუნისტებმა 1946 წელს ჩამოაგდეს, უკვე 90 წლისაა. მას სამეფოს მართვა აღარ შეუძლია. ტახტის ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი კანდიდატი პრინცი ჩარლზია.
რუმინული პრესის ინფორმაციით, ჩარლზის დედას, ელისაბედ მეორესა და ახლანდელ მეფე მიხაის ერთი დიდი ბებია ჰყავდათ – ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია.
დედოფალ ვიქტორიას მერე დიდი ბრიტანეთის სამეფო დინასტიის გვარი გახდა საქს-კობურგ-გოთა, მაგრამ ძალიან მალე დინასტიამ გერმანული გვარი გადაიკეთა უინძორად. ვიქტორია დედოფლის წყალობით, უინძორთა სამეფო კარი მთელს ევროპას დაუნათესავდა – ვიქტორიას ძალიან ბევრი შვილი ჰყავდა და ყველა მათგანი ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სამეფო მემკვიდრეებზე დააქორწინა. ასე გახდა მე-5 თაობის ნათესავი პრინცი ჩარლზი რუმინეთის სამეფო ტახტის კანდიდატი.
ინგლისის პრესა – გაზეთი “ტაიმსი” იტყობინება, რომ რუმინეთის ტახტზე ასვლით ჩარლზი ახალგაზრდა პრინც უილიამს სამეფო ტახტისკენ უფრო ადრე გაუხსნის გზას !!!
ნხეთ ვიდეო: