გასართობივიდეოებიკრეატივი

თეოდორ დოსტოევსკი: მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია

დიდმა დოსტოევსკიმ თქვა: “მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება”.

მართლაც მომცინარ და მხიარულ ბავშვზე უფრო წმინდა არსება არ არსებობს. ჩვენ ცხოვრებაც მონაცვლეობაა ბავშვობისა და ზრდასრულობისა. თუმცა დიდმა რუსმა პოეტმა განაცხადა, რომ “ადამიანებს ბავშვებივით უნდა მოუარო, ზოგზე კი, როგორც ავადმყოფზე ზრუნავენ საავადმყოფოში, ისე უნდა იზრუნოო”.

ჩვენი ცხოვრებაც თაობათა მონაცვლეობაა. ჩვენ ცხოვრებისეულ ეტაპებზე ვიღებთ გარკვეულ ბედნიერებასა და სიამოვნებას, მაგრამ დადგება დრო და ქვეყანას მოევლინება ჩვენი სხეულის ნაწილი, რომელიც ჩვენ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და ამიერიდან ჩვენ წარმავალ, დროის რაღაც მონაკვეთში გაწელილ სიამოვნებას შეცვლის უანგარო და სამარადისო სიყვარული ჩვენი ანგელოზისადმი. ბავშვი ოჯახის სიძლიერის მთავარი სიმბოლოა. მას შემოაქვს სიახლე და ბედნიერება ყოველი მოაზროვნე არსების მიერ შექმნილ გაერთიანებაში.

ბავშვის სიწმინდე, ეს ის საკითხია, რომელშიც ყველაზე სკეპტიკოსებიც კი თავიან სკეპტიციზმს უკუაგდებენ და რწმენით აღივსებიან მათი შემხედვარე.

ყველა ბავშვი თავისებურად ანგელოზია, არავინ რჩევა ამ პატარა უმანკო არსებებისადმი გულგრილი. მე მინდა გიჩვენოთ ვიდეო, რომელშიც ამგვარი ულამაზესი და უბრალოდ, ძალიან მაგარი ბავშვია გადაღებული. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ უბრალოდ ვერ შევძელი თქვენთვისაც არ გამეზიარებინა და აი დავწერე პატარა სტატია, იმედია დაუნდობელი კრიტიკით არ შეხედავთ ამ პოსტს.

იხილეთ ვიდე:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close