არქივი

11 ყველაზე ექსტრემალური მარათონელები

2402c45edf56
ამ პოსტში წარმოგიდგენთ 39 კვირის ორსული ქალის მარათონულ რბენას, ექვსი წლის გოგონას რბენას, რომელმაც დაფარა 21 კმ, არანაკლებ 3 საათში, ასევე გაეცნობით რამდენიმე ყველაზე უჩვეულო თანამდროვე მარათონელს…
სახელი “მარათონი” მომდინარეობს ფედიპიდეს ლეგენდიდან, ბერძენი ჯარისკაცის, რომელიც ქალაქ მარათონიდან ათენში გააგზავნეს მარათონის ბრძოლაში სპარსელების დამარცხების შესატყობინებლად. თქმულების თანახმად მან მთელი დისტანცია შეუსვენებლივ გაირბინა, თუმცა ქალაქისთვის ამბის შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში სული ამოხდა. ჩვ. წ.-ის 2-ე საუკუნეში ლუციანე სამოსატაელი (Lutsiane samosataeli) ასევე აღწერს ამ ისტორიას და მორბენალს ფილიპიდესს უწოდებს.

fd7b3462ed83
1. 39 კვირის ორსული ქალის მარათონული რბენა;
ემბერ მილერი (Amber Miller) 39 კვირის ორსული იყო და უნდა გაეჩინა მეორე შვილი უახლოეს მომავალში, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა, რომ მოსულიყო 2011 წლის ჩიკაგოს მარათონის (Chicago Marathon) სტარტის ხაზზე; ადრე, ძველ საბერძნეთში სტარტის ადგილს მარმარილოს ზღურბლით ან ბაგირით ნიშნავდნენ. თუ ათლეტი მსაჯის ნიშანს დაასწრებდა, როზგავდნენ და ხელმეორე სტარტს უნიშნავდნენ. თანამედროვე წესებით, სტარტის დამრღვევი ისჯება შენიშვნით, ჯარიმით და უკიდურეს შემთხვევაში დისკვალიფიკაციითაც კი…
ემბერ მილერი მირბოდა, მიუხედავად იმისა, რომ მარათონის დასასრულს, მას დაეწყო დროული მშობიარობა. თუმცა, მან მოახერხა ფინიშის ხაზზის გადაკვეთა. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, მან დაახლოებით 2 საათში იმშობიარა და შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც დაარქვეს მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით – ჯეინი (June).
ემბერ მილერმა გაირბინა მარათონი 6 საათსა , 25 წუთსა და 30 წამში. ეს არ არის მისი საუკეთესო შედეგი, რითაც აჯობა თავის მეუღლეს, რომელიც მონაწილეობას იღებდა კონკურსში…

80fc288342a9
2. სუმოს (Sumo) მოჭიდავე, ამ მძიმეწონიანმა ადამიანმა გაიარა მარათონული რბოლა.
2011 წელს კელი გნეიტინგი (Kelly Gneiting), სუმოს 195 კილოგრამიანი მოჭიდავე შევიდა გინესის რეკორდების წიგნის ჩანაწერებში, როგორც ყველაზე მძიმეწონიანი სპორტსმენი, რომელმაც მიღო მონაწილეობა მარათონულ რბოლაში;

სუმო , ეს არის იაპონური ჭიდაობის ერთ-ერთი უძველესი სახეობა. სუმოს ილეთები ფართოდ გამოიყენებოდა იაპონელ მეომართა აღზრდისა და წვრთნის სისტემებში. თანამედროვე სახე ამ სპორტმა XVII საუკუნეში მიიღო; ამ დროს საბოლოოდ დადგინდა მოჭიდავეთა საკმაოდ რთული იერარქია, ამასთან, შემოიღეს დიადი მძლეველის (ჩემპიონის) – იოკოძუნას წოდება.

სუმოს 195 კილოგრამიანმა მოჭიდავემ გაირბინა ლოს-ანჟელესის მარათონი (Los Angeles Marathon) 11 საათსა, 52 წუთსა და 11 წამში.
კელი გნეიტინგმა (Kelly Gneiting) , რომელმაც 11 891 მონაწილედან ბოლომ გადაკვეთა მარათონის ფინიშის ხაზი, ასე აღწერს თავის შთაბეჭდილებებს: „სუფთა წყლის ჯოჯოხეთი (pure hell)“. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ვალდებული იყო გაჩერებულიყო შუქნიშნებზე და მარათონის უდიდესი ნაწილი ერბინა ტროტუარზე, რადგანაც ავტომობილების მოძრაობა უკვე აღდგენილი იყო.

3099ce86c03a
3. მამაკაცმა გაირბინა მარათონი წინაუკმო სვლით და ფოკუსების ჩვენებით;
ფოკუსების ჩვენებაში მსოფლიო რეკორდსმენმა ჯო სალტერმა (Joe Salter) გაირბინა 42- კილომეტრიანი მარათონი (Quad-Cities Marathon) უკანა სვლით და თანაც “ჟონგლიორობით”. 32 წლის ჯო სოლტერმა, რამდენიმე წლის წინ , გასცურა მექსიკის ყურეში 800 მეტრი ზურგით და თან „ჯონგლიორობდა“ სამი ბურთით…
ამ წელს კი მას სურდა, რომ დაემყარებინა გინესის მსოფლიო რეკორდი და გადაწყვიტა გაერბინა მთელი მარათონი (Quad-Cities Marathon) წინაუკმო სვლით და თან ჯონგლიორობით !
სამწუხაროდ, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის წესეები ძალიან მკაცრია, იმისათვის რომ ჯოს უნიკალური უნარი აღიარებული იყოს , მთელი მარათონი უნდა ჩაწერილიყო ვიდეოფირზე, რომელიც არ იყო შესაძლებელი იმის გამო, რომ მარშრუტის რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ვიდეო-კამერების გამოყენება აკრძალული იყო – იქ არსებობდა „Rock Island „-ის არსენალი (Rock Island Arsenal).
ჯო სალტერი (Joe Salter) ცოტა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მან შეძლო დაესრულებინა მთელი მარათონი მხოლოდ 5 საათსა და 51 წუთში !

9f9ccef154bb
4. პარალიზებული ქალი – ლონდონის მარათონის გარბენა ბიონიკის კოსტიუმში.
2012 წლის ლონდონის მარათონის (London Marathon) დაწყების შემდეგ, 15 დღეში 32 წლის კლერ ლომასმა (Claire Lomas) დაასრულა გარბენა. მარათონში მონაწილეობის მისაღებად კლერმა 70 000 დოლარად შეიძინა „ReWalk“ -ის კოსტიუმი, რომლითაც დაასრულა მარათონი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანში, რაც მთავარია მიიღო მონაწილეობა და დაასრულა ლონდონის (London Marathon) მარათონი….
32 წლის ქალბატონი ფერმა აი-კეტლბიდან (Eye Kettleby) დარჩა პარალიზებული 2007 წელს პარიზში გამართული ცხენოსანთა სადებიუტო ოლიმპიური ტურნირის პროგრამაში მონაწილეობის მიღებისას …

604a14676eec
5. 2007 წელს, ჩინეთიდან 8 წლის გოგონამ- Zhang Huimin ჩაატარა მარათონული რბენა . მან გაირბინა 3,5 ათასი კილომეტრი ჰაიმანიდან (Hainan) პეკინამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, გოგონას მამა თან ახლდა ველოსიპედით…
a4267b6e375f
6. მხატვარმა-მულტიპლიკატორმა ილუსტრირება გაუკეთა მარათონს რბენის პროცესში.
2011 წელს, კრისტოფერ ნიმანმა (Christoph Niemann), გაზეთ „The New York Times “-ის ილუსტრატორმა , გადაწყვიტა ნიუ იორკის მარათონში მონაწილეობის დროს , ესკიზები გაეკეთებინა და გაეშვა თავისი სურათები Twitter-ში.
მხატვარმა შეძლო 42 კილომეტრის გარბენა და 45 ესკიზის დახატვა…

ae59cdf4a3e5
7. დღეგრძელმა მამაკაცმა, მონაწილეობა მიიღო მარათონულ რბოლაში.
ფაუა სინგჰამ (Fauja Singh), რომელსაც 101 წელი შეუსრულდა 2013 წელს, გაირბინა 42-კილომეტრიანი მართონი ჰონკონგში და ამით დაასრულა თავისი სპორტული კარიერა, რომელმაც მოუტანა დიდ-ბაბუას ათასობით ამერიკული დოლარი საქველმოქმედო ფონდისათვის. თავისი გულშემატკივრებიდან, მან მიიღო მეტსახელი „Turbaned Tornado“, თავისი გამორჩეული ტრადიციული ქუდის „Singh“ გამო.
მან გაირბინა 10-კილომეტრიანი მარშრუტი, მხოლოდ 1 საათსა, 32 წუთსა და 28 წამში-ოთხი წუთით უფრო სწრაფად, ვიდრე გასულ წელს, მიხედავად იმისა, რომ გზაზე წაბორძიკდა …

de19de54c427
8. მარათონის მონაწილემ გაირბინა მთელი მანძილი ჩამოკიდული iPhones-ებით.
მარათონელმა ჯოზეფ ტეიმ (Joseph Tame) გაირბინა ტოკის მარათონი ოთხი აიფონით ( iPhones) , ერთი აიფედით ( iPads) და ოპერაციული სისტემის Android -ის ტელეფონით – ის ახორციელებდა ყველა მოვლენების პირდაპირ ეთერს ინტერნეტში.
ჯოზეფ ტეიმ (Joseph Tame) გაირბინა 42 კილომეტრიანი მარშრუტი, რომელსაც დაარქვა „მე მივრბივარ“ (iRun). მას აგრეთვე მიჰქონდა გულის ცემის მონიტორი და ბარომეტრი- ყველა ეს მოწყობილობა გადასცემდა სამაუწყებლო კომპანიებს მის მდებარეობას, მდგომარეობას და ვიდეოს თავის საიტზე.
მარტონის დასასრულს , ჯოზეფ ტეიმ გამოაქვეყნა განცხადება Twitter-ზე:
„Wow, ჩვენ ეს გავაკეთეთ! დიდი მადლობა თქვენ ! ეს იყო დაუვიწყარი თავგადასავალი და გამოცდილება „

5762d75d5ae2
9. ოფიცერი, რომელიც დაიჭრა ერაყში გაირბინა ლონდონის მარათონი 2 კვირაში.
მაიორი ფილ პაკერი (Major Phil Packer) – დიდი ბრიტანეთის არმიის ოფიცერი დაიჭრა ერაყში და გაირბინა ფლორა-ლონდონის (Flora London) მარათონი 2012 წელს, რიტაც შეაგროვა 1,2 მილიონი ამერიკული დოლარი ქველმოქმედებისათვის…
2011წელს, სამეფო სამხედრო პოლიციის ოფიცერი , რომელიც მძიმედ დაიჭრა სარაკეტო თავდასხმის დროს ბასრაში (Basra), გაირბინა მარათონი ყავარჯნებით, რომ შეეგროვებინა თანხა ორგანიზაციისათვის „დახმარება გმირებს „ (Help for Heroes)…
მან დაამთავრა მარათონი 13 დღით გვიან დანარჩენი მონაწილეებისაგან, რადგანაც ექიმებმა ურჩიეს, რომ დღეში 2,5 კილკომეტრზე მეტი არ გაერბინა…

eb7250421d35
10. მამამ გაირბინა მარათონი ქალიშვილთან ერტად, რომელსაც აწუხებდა ცერებრალური დამბლა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რიკ ვან ბიკი (Rick van Beek) გარბის ადგილობრივ ტრიატლონს , თავის ქალიშვილთან ერტად. მას არ შეუძლია სიარული, არც ლაპარაკი და როგორც მამასი ამბობს, ისიც არ იცის, შეუძლია თუ არა მის ქალიშვილს რაიმეს დანახვა…
– („მოულოდნელად, ვინ დაიწყო ხახვის დაჭრა?)-

f1ba696f98d9

10. ექვსი წლის გოგონამ, დაფარა მარაფონის ნახევარი მანძილი სამ საათში.
კილან გლასმა (Keelan Glass) ეიბილიდან, ტეხასის შტატი, გაირბინა მარათონის ნახევარი მანძილი, 21 კილომეტრი 2 საათსა, 47 წუთსა და 30 წუთში. ეს მსოფლიო რეკორდია !!!

blogerlady

age: 14
Back to top button