არქივი

ყველაზე ცნობილი ფოტოები ფოტოგრაფიის ისტორიაში

imageimage

გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და სახელგანთქმულ ფოტოებს მცირეოდენი აღწერით:

1.სტივ მაკარტი, National Geographic-ის ფოტორეპორტიორი, რომელიც სსრკ-ავღანეთის ომის შესახებ მასალებს აგროვებდა, დევნილთა ბანაკში წააწყდა ავღანელ 12 წლის გოგონას და ფირზე აღბეჭდა იგი.

image
შემდგომში ეს ფოტო ჟურნალ National Geographic -ის გარეკანზე დაიბეჭდა და მთელმა მსოფლიომ გაიცნო უბრალო ავღანელი გოგონა შიშისაგან გაფართოებული თვალებით.

17 წლის შემდეგ National Geographic-ის ჟურნალისტები კვლავ გაემართნენ ავღანეთში გოგონას მოსაძებნად. აღმოჩნდა, რომ 30 წლის შარბათ გულას (Sharbat Gula) მისი ფოტო აქამდე არასოდეს ენახა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა პოპულარული იყო “ავღანელ მონა ლიზად” წოდებული მისი პორტრეტი.

2.იმ დღეს, როცა ეს ფოტო იქნა გადაღებული აინშტაინს 72 წელი შეუსრულდა.

image
1951 წლის 14 მარტს მას უამრავმა რეადაქციამ გადაუღო სურათი. მეოცე საუკუნის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი საშინლად გადაღლილი და დასუსტებული იყო. ფოტოგრაფ არტურ ზასეს (Arthur Sasse) თხოვნაზე, გაეღიმა, აინშტაინმა პასუხად ენა უჩვენა ჟურნალისტებს. 2009 წელს ანცი გენიოსის ორიგინალი სურათი აუქციონზე 74 324 დოლარად გაიყიდა.

3.ატომური ღრუბელი ნაგასაკის თავზე, ავტორი უცნობია.

image

 

4.სურათი გადაღებულია მიტინგზე 1960 წელს ალბერტო კორდას(Alberto Korda) მიერ. სურათზე პალმასა და ვიღაცის ცხვირს შორის ჩანს ჩეგევარა. სურათი არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალტირაჟიანი ფოტოგრაფიის ისტორიაში.

image

 

5.ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია გამარჯვების დროშის აღმართვა რაიხსტაგზე. ევგენი ხალდეი, 1945 წელი.

image

 

6.ტყვე ჯარისკაცი ჰორაციო გრისლი წინააღმდეგობას უწევს ჰაინრიხ გიმლერს ტყვეთა ბანაკის შემოვლის დროს. საოცარი იყო ის, რომ გრისლიმ რამდენჯერმე მოახერხა ტყვეთა ბანაკიდან გაპარვა, რათა შეხვედროდა თავის შეყვარებულ გერმანელ გოგონას.

image

 

7.მღვდელი ლუის ბადილიო და დაჭრილი ჯარისკაცი აჯანყების დროს, ვენესუელა.

image

 

8.რუმინელი ბავშვი საჰაერო ბუშტს აწვდის პოლიციელს საპროტესტო გამოსვლების დროს ბუქარესტში.

image

 

9.ავსტრალიელი კოცნის თავის კანადელ მეგობარ გოგონას. კანადელებმა საპროტესტო გამოსვლები გამართეს მას შემდეგ, რაც კლუბმა Vancouver Canucks დაკარგა სტენლის თასი.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button