კრეატივისურათებიუცნაური

10 ყველაზე უჩვეულო და განსხვავებული რესტორანი მსოფლიოში.

ყველა რესტორანი ცდილობს მიიზიდოს სტუმრები და იყოს განსხვავებული, საინტერესო და აქტუალური. აქ შემოგთავაზებთ 10 უჩვეულო რესტორანს, რომლის მფლობელებმაც საკმაოდ ორიგინალური გამოსავალი იპოვეს და განახორციელეს.

1. ნინძა რესტორანი (ნიუ-იორკი)

რესტრნის შესასვლელი, რომელიც ტრადიციულ იაპონურ სახლს გავს, არაფრითაა განსაკუთრებული. მაგრამ მოულოდნელად ჩრდილიდან გამოხტება ოფიციანტი ყვირილით და გესალმებათ, რომელიც ნინძას ფორმაშია გამოწყობილი.
,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნინძა რესტორანში ნიუ-იორკში” სადაც მასპინძლები გადაადგილდებიან, როგორც ,,ნარუტოში” მათი კერძების მორთმევა ხდება ნინძას ტალანტის გამოვლენით და ამიტომ უნდა ელოდოთ ბევრ კვამლიან ეფექტებს, ხმლებს და ხმამაღალ ყვირილს ,,ბანზაი.”

2.ფუნთუშები და იარაღი (ბეირუთი)

მათ ვისაც ომის ატმოსფეროში სურთ წარმოიდგინონ თავი, საინტერესო იქნება რესტორანი ფუნთუშები და იარაღი ბეირუთში. აქ გაგიმასპინძლდებიან ბურგერებით ნაღმმტყორცნებიდან და M-16 Carbine სენდვიჩებით. ირგვლივ ფონს ქმნის ქვიშით სავსე ტომრები,
ცეცხლსასროლი იარაღები და ბადეების ქსელები. ჩვეულებრივი პოპ მუსიკის ნაცვლად კი ისმის ვერტმფრენების და ცეცხლსასროლი იარაღის ხმა.

3. თანამედროვე ტუალეტი (ტაივანში)

ტაივანში კი საინტერესოდ ჩათვალეს გაეკეთებინათ რესტორანი ,,თანამედროვე ტუალეტი” აქ შეხვდებით ყველაფერს, რაც წარმოუდგენელი იყო კვებასთან კავშირში. სტუმრები სკამების ნაცვლად სხედან უნიტაზებზე, ჭურჭელი კი რითაც საჭმელს მოგართმევენ არის: პატარა უნიტაზი, ღამის ქოთანი, მინი აბანო და ა.შ. ინტერიერი კი აქვს აბაზანის.

4. ტანსაცმელი დამატებით სადილი (ნიუ-იორკი)

ეს რესტორანი ნუდისტებისთვისაა, რომელთაც მობეზრდათ ველური პლიაჟი და ეძებენ რაღაც განსხვავებულს. იგი მდებარეობს ნიუ-იორკის ცენტრში. სტუმრები შესვლისას ტანსაცმელს იხდიან წელს ზემოთ, შემდეგ კი მთლიანად შიშვლდებიან. რესტორანი გახსნა ჯონ ორდერმა რომელიც თვითონაც ნუდისტია. მიუხედავად სტუმრების უჩვეულო ვიდისა, მომსახურე პერსონალი გამოწყობილია ფორმებში.

5. კანიბალების სუში (ტოკიო)

რათქმაუნდა ამ სიახლესაც არ ჩამორჩნენ იაპონელები და გახსნეს რესტორანი ,,კანიბალ სუში”. აქ მოგართმევენ ადამიანის სხეულს და შეგიძლიათ მიირთვათ შიგნეულობაც, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სქესი. ეს ადამიანი დამზადებულია ცომით. შიგნეულობა და წითელი სისხლი, არის სუში და მისი სოუსი.

6. რესტორანი წყალში

მისი სახელწოდაბაა იტჰა (Ithaa) და ნიშნავს მარგალიტს. ერთადერთია რესტორანია მსოფლიოში, რომელიც 15 მეტრზე ჩადის წყალქვეშ ინდოეთის ოკეანეში. დამზადებულია მთლიანად მინისგან და მის სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ წყალქვეშა სილამაზით. საკმაოდ ძვირადღირებულია და ყველაზე იაფი კერძი 250 დოლარი ღირს. თუმცა ამ არაჩვეულებრივ რესტორანს ბევრი სტუმარი ჰყავს.

7.რესტორანი საავადმყოფო

მუსიკალური რესტორანი საავადმყოფო. აქ არის ყავარჯნები, ეტლები და მომხიბვლელი მედდები. ყველა სასმელს სტუმრებს აძლევენ წვეთოვნებით და საკვებს კი კოვზებით.

8. რესტორანი სახლი-ხე

ეს უჩვეულო რესტორანი არის ახალ ზელანდიაში. აქ შეგიძლიათ ისადილოთ ხეზე, ბნუნების წიაღში.

9. წითელი პლანეტა

ვისაც უოცნებია ესადილა მარსზე ეს რესტორანი მათთვისაა. შეუძლიათ ეწვიონ “Mars 2112” აქ მარსელები ხვდებიან დედამიწელებს და უმასპინძლდებიან კერძებით მარსიდან.

10. სადილი ცაში

ეს არის ბელგიური პროექტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშია უკვე. 50 მერტის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული რესტორანი, რომლიდანაც მშვენიერი ხედი იშლება. დევიზი აქვთ ,,უსაფრთხო და ექსტრემალური” რესტორნის პლადფორმას ჰაერში წევენ და სტუმრები დაბმული არიან უსაფრთხოების ღვედებით, სავარძლები კი ფორმით სპორტული მანქანის სავარძლებს წააგავს.
მაგიდასთან შეიძლება 22 კაცი დაჯდეს, მზარეული და პერსონალი კი ცენტრში მუშაობენ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close