გასართობისაკითხავიუცნაური

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფი


ერთ-ერთ ინგლისურ გამოთქმას, რომ ვენდოთ ადამიანს შეიძლება ზაინი მიაყენოს ჯოხებმა და ქვებმა, მაგრამ არა სიტყვებმა. მაგრამ სიტყვებსაც ახასიათებთ გარკვეული თვისება: ეს სიტყვები თუკი დაწერილია ცნობილი ადამიანის მიერ, მაშინ მათ დიდი ფასი აქვთ.


ნილ არმსტრონგის სიკვდილი 2012 წელს იყო მსოფლიოსთვის დიდი დანაკლისი, სამაგიეროდ ნივთებზე ფასებმა რომლებსაც ის იყენებდა დაედო უზარმაზარი ფასები. პირველი რასაც ფასების ზრდა შეეხო ეს იყო ავტოგრაფები, რომლებზეც ხელის მოწერა არმსტრონგმა შეწყვიტა 1994 წელს, რადგანაც მას ეგონა, რომ იგი ახარებდა თაყვანისმცემლებს, ხოლო სინამდვილეში ეს ხალხი ატრიალებდა ბიზნესს. ავტოგრაფის ფასი არის $11.900.


უკვე მერამდენე ისტორიკოსებს, პოეტებს და მწერლებს ეშინიათ ე.წ. “შექსპირისეული კითხვის”, რადგან შექსპირის ცხოვრება იდუმალებითაა მოცული. თუ ზოგიერთ თეორიას დავუჯერებთ უილიამ შექსპირი შეიძლება ყოფილიყო კრისტოფერ მარლო, გრაფი ედუარდ დე ვერი, ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი და შოტლანდიის დედოფალი მარია სტიუარტიც კი. კვლევებისთვის გამოიყენება ხშირად უილიამ შექსპირის ავტოგრაფები. ავტოგრაფის ფასი არის $4.65მლნ.


Double Fantasy ჩაწერა ჯონ ლენონმა და იოკო ონომ 1980 წელს და ალბომმა დიდ წარმატებას მიაღწია და ამაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ მუსიკოსი მალევე იქნა მოკლული. ერთ-ერთი სამხილი იყო დისკი რომელზეც ხელი ქონდა მოწერილი მსხვერპლს, ხოლო დისკი კი ეკუთვნოდა მკვლელს. მაგრამ ეს სამხილი უნდა შეესწავლათ, მაგრამ ლენონის ფანებმა ამაზე უარი თქვეს და ახლა ეს დისკი ინახება აუქციონზე და მისი ფასი არის $525 000


მერლინ მონროს და ჯო ჯი მაჯოს ქორწინება იყო ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იმ დროს, მაგრამ განქორწინება მოხდა მალევე, რადგან მონროს არ მოსწონდა ქმრის საქციელები. გაყრამ ამერიკის ყურები ფეხზე დააყენა და ცოტას თუ ეგონებოდა ბეისბოლისტის და ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს ქორწინება ასე დასრულდებოდა. როდესაც ისინი დაქორწინდნენ მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს და ამის სიმბოლოდ იქცა ბეისბოლის ბურთი – მათ ბურთზე დატოვეს თავიანთი ხელნაწერები. ეს ავტოგრაფი ბურთით ღირს $191 200.


ეს რეპორტიორი ცნობილი გახდა ამ სურათით, რადგან მას სურდა გადაეღო სურათი ალბერტ აინშტაინისთვის, რომელიც აღნიშნავდა თავის 72-ე იუბილეს. ჟურნალისტმა შესთავაზა, რომ გაეღიმა კამერის წინ აინშტაინს, მაგრამ მან მას ენა უჩვენა, შემდეგ კი აინშტაინმა სთხოვა, რომ ხელი მოეწერა სურათზე და ასეც მოხდა. დღეს აინშტაინის ავტოგრაფის ფასი არის $74 324.


საკოლექციო ნივთები, რომლებსაც გააჩნიათ შეხება ჯიმი ჰენდრიქსთან არ ითვლებიან ხშირ ნივთებად. ინტერნეტ-მაღაზიები და აუქციონები არის აჭრელებული ჯიმი ჰენდრიქსის სურათებით, პოსტერებით და ა.შ. ამ ნივთების ფასი საშუალოდ არის $1500. ჰენდრიქსის ავტოგრაფები კი ძალიან ცოტაა, ამიტომაც მათი ფასი შედარებით ძაან მაღალია. ამ ავტოგრაფის ფასი არის $63 550.


XIX საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკის სამხრეთი აჭრელებული იყო ცივ თვალებიანი კაცის თვალებით, ეს ადამიანი იყო ჯესი ჯეიმსი. მისი სახელის ეშინოდა ამერიკას. ჯეიმსზე და მის თანამზრახველებზე დაწესდა სოლიდური ჯილდო, ეს ხალხი ძარცვავდა ბანკებს და მატარებლებს. ეს სურათი გაიყიდა 2011 წელს, ხოლო სურათი არის 1882 წლის, რომელზეც არის გაკეთებული ჯესი ჯეიმსის ავტოგრაფი. ეს სურათი ღირს $51 240.


1963 წლის 22 ნოემბერს ჯონ კენედი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა დალასში წინასაარჩევნო კაპანიაზე. ისინი გაჩერდნენ ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც მას ჰოლში შეხვდა დამლაგებელი ჯენ უაითი და მიაწოდა გაზეთი The Dallas Morning News ავტოგრაფის თხოვნით. ამის შემდეგ რამდენიმე საათში ჯონ კენედი იქნა მოკლული. ამ ავტოგრაფის ფასია $38 837.


ჯეიმს დინი – ერთ-ერთი ყველაზე არაერთგვარონი ფიგურა კინემატოგრაფიის ისტორიაში. ჯერაც მიდის საუბარი იმაზე თუ რატომ გახდა იგი პოპულარული სიკვდილის შემდეგ. ჯეიმს დინის პირადობის კულტი ჯერაც კი ინახება, ამ პიროვნებას ჯერაც კი იკვლევენ. ამიტომაც მისი ავტოგრაფებიც ძალიან მოთხოვნადია. ხანდახან ჯეიმს დინის პირადი ნივთები იყიდება აუქციონებზე, ხოლო ამ ავტოგრაფის ფასი არის $19 375.


ბევრი ცნობილი ადამიანი ვერ დაიკვეხნის დღეს იმ პოპულარობით, რომელიც გააჩნდა პრინცესა დიანამ. ჯერაც უცნობია პრინცესას სიკვდილის მიზეზი და მას უკავია საპატიო მესამე ადგილი ბრიტანეთის ას დიდებულ ადამიანებს შორის. ლედი დიანას შეხვედრები მთავრდებოდა ავტოგრაფების გაცემით. წმინდა ვალენტინის დღეს მან მილოცვა გაუგზავნა სასახლის პერსონალის ერთ-ერთ წევრს თავისი ხელმოწერით. ამ ავტოგრაფის ფასი არის $12 400.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close