გართობაუცნაური

Christopher Johnson McCandless

slideshow

ადამიანი , რომელიც ცხოვრებაში საკუთარ თავს ეძებდა…

მოკლე ბიოგრაფია

კრისტოფერ მაკ-კენდლესი, იგივე კრისი ამერიკელი მოხეტიალეა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ”სუპერმოხეტიალე”. იგი 1992 წელს გაემგზავრა ალასკაზე ცოტაოდენი საკვებით, მაგრამ მას არ წაუღია მოგზაურობისთვის ისეთი საჭირო ნივთები, როგორიცაა კომპასი ან რუკა, მას თან მხოლოდ კარავი და ნახევრად ავტომატური შაშხანა ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ თავს ნადირობით გაიტანდა.

კრისი ელ სეგუნდოში ( კალიფორნია ) დაიბადა ვოლტერ და ვილჰელმინა მაკ-კენლესების ოჯახში, მას ასევე ჰყავდა პატარა და. 1976 წელს კრისის ოჯახი ანანდეილში ( ვირჯინია ) გადავიდა, მას შემდეგ, რაც ვოლტერი აიყვანეს ნასაში სამუშაოდ. კრისი ხშირად შეწრებია დედ-მამის ოჯახურ გარჩევებს, კალიფორნიაში მოგზაურობისას კი მან შეიტყო მამის პირველ ცოლსა და მათ 6 შვილზე. ამ ფაქტებმა დიდი გავლენა იქონია კრისის საზოგადოებაზე შეხედულების ჩამოყალიბებაზე. მასწავლებლები ადრეული ბავშვობიდანვე ამჩევდნენ კრისში, რომ ის ასაკისთვის უჩვეულო მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. 1986 წელს მან დაამთავრა ვუდსონის სკოლა ხოლო 1990 წელს ატლანტაში დაეუფლა ისტორიასა და ანთროპოლოგიას. მისი აკადემიური წარმატებების უკან იმალებოდა პროტესტი ამერიკელი საზოგადოების გადაჭარბებული მატერიალიზმისადმი.

მოგზაურობის დასაწყისი

მას შემდეგ რაც კრისმა დაამთავრა 1990 წელს ატლანტის უნივერსიტეტი, დაზოგილი 24 000 დოლარი საქველმოქმედო ორგანიზაციას შესწირა და დაიწყო მოგზაურობა და ალექსანდრე სუპერმაწანწალა ( ეს ზედმეტსახელი უკავშირდება უელსელ მწერალს W..H. დევიესს  და მის ავტობიოგრაფიას ”სუპერმაწანწალას ავტობიოგრაფია” ) დაირქვა. კრისმა არიზონა, კალიფორნია და სამხრეთ დაკოტა მოიარა. სამხრეთ დაკოტაში ის წყალდიდობაში მოყვა, მისი მანქანა წყალმა გადარეცხა, მან მანქანა მიატოვა და იქვე პირადობის დამადასტურებელი საბუთები და ფული დაწვა. 1991 წელს კრისი კოლორადოს მდინარის სათავიდან დაეშვა და ცალიფორნიის ყურეში აღმოჩნდა, შემდეგ მექსიკის საზღვარი გადაკვეთა და დაიკარგა, ის იხვზე მონადირეებმა გამოიყოლეს უკან.

ალასკური ოდისეა

კრისი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა “ალიასკურ ოდისეაზე”, მას სურდა წასულიყო ალასკაზე სრულიად მარტო და ეცხოვრა ისე, როგორც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ ოდესღაც. მას ასევე უნდოდა ეწარმოებინა დღიური. ის მართლაც გაემგზავრა ალასკაზე. უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც ის ნახა იყო ჯიმ გალეინი იყო და ეს მოხდა 1992 წლის 28 აპრილს. ჯიმმა მანქანით მიიყვანა კრისი სტამპედამდის ბილიკამდე. ჯიმი ცდილობდა კრისის გადარწმუნებას, თან შესთავაზა, რომ მაღაზიაში წაიყვანდა და საჭირო აღჭურვილობას უყიდდა, თუმცა კრისმა ყურადღება არ მიაქცია ჯიმის თხოვნასა და რჩევებს, მას მხოლოდ ერთი წყვილი რეზინის “ბოტები” და ორი სენდვიჩი გამოართვა. ჯიმ გალიენი დარწმუნებული იყო, რომ კრისს შიმშილი შეაწუხებდა და უკან დაბრუნდებოდა.

სიცოცხლის ბოლო დღეები

ავტობუსი, რომელშიც კრისი ცხოვრობდა 113 დღის განმავლობაში.

ალასკაზე მოხვედრის შემდეგ კრისმა მიტოვებული ავტობუსი აღმოაჩინა, რომელსაც მონადირეები იყენებდნენ თავშესაფრად, და იქ მოიწყო კარავი. კრისს თან მხოლოდ 4.5 კილოგრამი ბრინჯი, რემინგტონის ნახევრადავტომატური შაშხანა 400ც 22კალიბრიანი ვაზნა, ადგილობრივ მცენარეთა წიგნი და კიდევ რამდენიმე სხვა წიგნი ჰქონდა.

July2011 McCandlessPorcupines 06132011

30 დღის განმავლობაში კრისი ნადირობდა დამ ის საჭმელს ალასკაში გავრცელებული ჩიტები წარმოადგენდა, 31-ე დღეს მან მოახერხა ცხენ-ირმის მოკვლა და ნანადირევი ხორცის ცეცხლზე შებოლვა სცადა, რათა თავიდან აეცილებინა მისი გაფუჭება, ეს ტექნოლოგია ერთ-ერთმა მონადირემ ასწავლა კრისს სამხრეთ დაკოტაში. მიუხედავად მცდელობისა ნანადირევს მატლები დაესივნენ და ხორცი გაფუჭდა.

298 298 the cult of chris mccandless

ამ ფაქტმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია კრისის სულიერებაში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კრისს სურდა დღიურის წარმოება. კრისის დღიურში აღწერილი იყო მის მიერ გატარებული 112 დღე. ივლისში, ავტობუსში 3-დღიანი ცხოვრების შემდეგ კრისმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ გზა, რომლითაც ის ალასკამდე მოვიდა, ჩახერგილი იყო. ტეკლანიკას მდინარე, რომელიც მან გადმოლახა იმდენად იყო ადიდებული, რომ მისი გადმოლახვა შეუძლებელი იყო, თუმცა იმ ადგილიდან საიდანაც ის მოვიდა ¼ მილის მოშორებით შედარებით ადვილად გადმოსალახავი ადგილი, თუმცა მას არ ჰქონდა რუკა, რომელზეც აღნიშნული იქნებოდა ეს ადგილი. კრისმა 113 დღე იცხოვრა ავტობუსში. ავტობუსზე, რომელშიც ის ცხოვრობდა, აღმოჩენილია წარწერა:

“ყურადღება შემთხვევითო გამვლელო! მიშველე! თქვენი დახმარება მჭირდება. დაშავებული ვარ, სიკვდილის პირას ვარ და იმდენად სუსტად ვარ, რომ ხეტიალიც აღარ შემიძლია. სრულიად მარტო ვარ, ეს არ არის ხუმრობა. უფლის სახელით, გთხოვთ, მიშველეთ. გასული ვარ ცირცელის შესაგროვებლად და ამ საღამოს დავბრუნდები. დიდი მადლობა. კრის მაკ-კანდლესი. აგვისტო (?).

12 აგვისტოს მაკ-კენდლესმა თავის დღიურში, სახელად “მშვენიერი მოცვი”, უკანასკნელი ჩანაწერი გააკეთა. მან ბოლო გვერდი ამოხია ლუი ლ’ამორის მემუარიდან, რომელიც შეიცავს ციტატას რობენსონ ჯეფერსის პოემიდან, სახელად “ბრძენი ხალხი ცხოვრების მძიმე წუთებში”:

Death’s a fierce meadowlark: but to die having made

Something more equal to centuries

Than muscle and bone, is mostly to shed weakness.

The mountains are dead stone, the people

Admire or hate their stature, their insolent quietness,

The mountains are not softened or troubled

And a few dead men’s thoughts have the same temper.

გვერდის მეორე მხარეს კრისტოფერმა დაამატა:

“მე ვიცხოვრე ბედნიერად და ამისთვის მადლობას ვწირავ ღმერთს. მშვიდობით, დაე ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!”

r7GRf

კრისის გვამი 1992 წლის 6 სექტემბერს აღმოაჩინა ადგილობრივმა მონადირემ, ის სულ რაღაც 30 კილოგრამს იწონიდა. გვამი საძილე ტომარაში იდო. კრის სუპერმოხეტიალეს სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად შიმშილი დასახელდა. ეს ეჭვს არც იწვევს, მაგრამ არსებობს ორი მოსაზრება თუ რამ გამოიწვია მისი შიმშილი. ერთი მოსაზრებით ის გადაჭარბებულმა აქტივობამ დაღუპა, მეორეთა აზრით კი მან შეჭამა ტოქსიკური მცენარის ნაყოფი, რომელმაც გამოიწვია მისი სხეულის პარალიზება.

Memory of Chris

გმირი თუ თვითმკვლელი?

კრეკაუერის წიგნმა კრისტოფერ მაკ-კენდლესი ბევრის თვალში გმირად აქცია. 2002 წლიდან მიტოვებული ავტობუსი, სადაც კრისტოფერი ცხოვრობდა, გადაიქცა ტურისტებისათავის საყვარელ ადგილად.

იმ ადამიანებისაგან გასხვავებით, ვისაც დიდი სიმპატიები გააჩნია მაკ-კენდელსის მიმართ, ალასკას მცხოვრებლებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მათდამი, ვინც მისი ბედის რომანტიზებას ცდილობს, კრისტოფერმა ხომ უარი თქვა მისთვის ისეთი აუცილებელი ნივთების თან წაღებაზე, როგორებიცაა კომპასი და რუკა. ოთხასი მეტრის მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც მაკ-კენდლესმა უშედეგოდ სცადა “გადაულახავ მდინარეზე” გადასვლა, იმდენად ადვილი იყო მეორე ნაპირზე გადასვლა, რომ ეს ახალნაოპერაციებმა ადამიანმაც კი შეძლო. კრისტოფერს რომ დეტალური რუკა ჰქონოდა, უპრობლემოდ გადარჩებოდა. ამასთანავე, მისი ავტობუსიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო წამლებითა და ინსტრუმენტებით აღჭურვილი კაბინა იყო, რომელიც, ერთ-ერთი ცნობით, მანვე დაარბია ვანდალურად…

 

და ბოლოს მინდა გაგიზიაროთ პირადად ჩემი დამოკიდებულება კრისზე. ჩემი აზრით, კრისი ნამდვილად დასაფასებელი ადამიანია, ის არავითარ შემთხვევაში არ არის შეშლილი ან მშიშარა. მან მიატოვა საკუთარი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო კარიერული წარმატებისთვის მიეღწია, მაგრამ მისთვის კარიერა არაფერს ნიშნავდა, პირიქით, მას ეზიზღებოდა კარიერა და კარიერისტები.

career chris mccandless desert emile into the wild invention Favim.com 107046
კრისი ძალიან გაბედული ადამიანი იყო. მისი სახე ძალიან კარგად ჩანს ფილმში ”Into The Wild”, რომლის რეჟისორია შონ პენი, ყველას გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ეს ფილმი, რათა უფრო უკეთ ჩაწვდეთ კრისის მნიშვნელობასა და სიძლიერეს. ჩემთვის ის ნამდვილად გმირი და მისაბაძი ადამიანია.

ასევე შემოგთავაზებთ ამ ცნობილი ფილმის ტრეილერს, ის ბევრად მეტია, ვიდრე კინო:

წყარო: en.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button