გართობა

თბილისის უბნების სახელწოდებების ისტორია .

dcf45bad6caa

ვ ე რ ე– ადრე იყო სოფელი, რომელიც გაბაშვილების მამულს წარმოადგენდა. ვერეს ჰქონდა თავისი სასაფლაო, სადაც შემდეგ პარკი გაკეთდა. (კიროვის პარკი).

ს ო ლ ო ლ ა კ ი– გადმოცემით ,,ციხის ბაღის” (ბოტანიკური ბაღი) მოსაწრყავად არაბების ბატონობის ხანაში აღუდგენიათ. სარწყავი არხი არაბულად–,,სულუ-ლაჰ” ნიშნავს. აქედან სოლოლაკი დაერქვა მთასაც და მთისძირა ნაკვეთებსაც.

ნ ა რ ი ყ ა ლ ა– სიტყვა ,,ნარიყალა” მონღოლური წარმოშობისაა (,,ნარინ” -მცირე, ,,კალა” ციხე) ნარიყალა აშენდა მე-4 საუკუნეში და შედგება ქვის ნაწყობი კედლის, ციტადელისა და თაღებისაგან, ბოტანიკური ბაღიდან აბანოთუბნამდე. ნარიყალა იყო მთავარი სიმაგრე, გაშენებული ციცაბო ფერდობზე, ჰქონდა ტერასე.

ა ვ ლ ა ბ არ ი — ხშირად ამბობდნენ: ,,ერთი ავლა და მერე იწყება ბარი”. ვარაუდობენ რომ სიტყვა ავლაბარი მე-14 საუკუნიდან მოდის. არაბულად ,,ჰავალი”-მიდამო, ,,ბირ”-სასახლე, ე.ი ავლაბარი სასახლის მიდამოს ნიშნავს.

რ ი ყ ე — აქ მრავლად იყო დუქნები, ხარაზების, მჭედლების, მკალავებისა და სხვათა სახელოსნოები. მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა.

ი ს ა ნ ი — არაბული წარმოშობისაა და გამაგრებულ ადგილს, ციხეს ნიშნავს.

ა ბ ა ნ ო თ უ ბ ა ნ ი — თბილისის უძველესი ნაწილია. აბანოების უბანი ემიჯნება კალას (თბილისის ციხეს). ამ უბანში მცხოვრები სპარსელები მას სეიდაბანს უწოდებენ. აბანოთუბანი შეიქმნა თაბორის მთიდან მონაჟონი თერმული წყლებით, ხოლო თვით თერმული წყლები მომდინარეობს წავკისის მთიდან. წყლის ტემპერატურაა +24-27.

კ უ კ ი ა — გადმოცემის თანახმად სოფელ კუკიიდან აყრილმა და თბილისის გარეუბანში დასახლებულმა ოჯახებმა დაარქვეს ამ ტერიტორიას თავიანთი სოფლის სახელი. 1862 წლიდან კუკია ექცევა ქალაქის ფარგლებში.

ხ ა რ ფ უ ხ ი — აბანოენის უბანსა და ორთაჭალას შორის, თაბორის მთის ძირში იყო სოფელი ხარფუხი. 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, მთავარმართებელმა გენერალმა ერმოლოვმა სოფელი ხარფუხი თბილისს შემოუერთა. ხარფუხში, თათრების სასაფლაოსთან იდგა საკულტო დანიშნულების ქვა ხატიტურთ. ამ ხატს სურდოს განკურნება შეეძლო, ძველ სომხურად ,,ხარფუხი” სურდოს ნიშნავს.

კ ი რ ი ჩ ნ ი — დღევანდელი მარჯანიშვილის მოედნისა და აღმაშენებლის გადაკვეთაზე იდგა გერმანული ეკლესია ,,კირხე” (შემდეგ დაანგრიეს). ამ უბანს ,,კიროჩნაიას” ეძახდნენ.

ა რ ს ე ნ ა ლ ი — ავლაბრის თავზე, რკინიგზის გადაღმა მდებარეობდა იარაღის დასამზადებელი საამქრო და საწყობები ამ უბნის სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა.

ჩ უ ღ უ რ ე თ ი — სოფელ ჩიღურეთს სამი მხრიდან ერტყა ხევი, მეოთხე მხარეს კი მტკვარი ჩამოუდიოდა; 1820 წლიდან სოფლი ქალაქს შემოურთდა. თურქული სიტყვიდან ,,ჩუქურ” ხევს, ფერდობს ნიშნავს.

ხ უ დ ა დ ო ვ ი ს ტ ყ ე — ნაძალადევის საზღვრის გასწვრივ ექიმმა ნიკო ხუდადოვმა გააშენა ტყის მწვანე მასივი, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.

 

წყარო : forum.gol.ge

Back to top button