ცნობილები რომლებიც მართლმადიდებლებად მოინათლნენ
ამ პოსტში წარმოგიდგენთ 10 ცნობილ ადამიანს რომლებიც მართლმადიდებლებად მოინათლნენ !
ჯენიფერ ენისტონი
მსახიობ ჯენიფერის ენისტონის რელიგიურ აღზრდაზე გავლენა იქონია მისმა მამამ, ჯენიფერი მოინათლა მართლმადიდებლად და ის ხშირად იღებს შესაწირს წმინდა ფერისცვალების ეკლესიაში რომელიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეკუთვნის.
ტომ ჰენქსი
ოსკაროსანი მსახიობი ტომ ჰენქსი კათოლიკე ქრისტიანი გახლდათ, მაგრამ ერთხელაც ტომმა მისურვა სხვა რელიგიებს გასცნობოდა, გადაწყვეტილება რომ მიეღო მართლმადიდებლობა უკავშირდება მის მეუღლესაც რიტა უილსონს რომელსაც აქვს ბულგარული ფესვები და მართლმადიდებელია. ტომმა შვილებიც მართლმადიდებლად მონათლა და ამბობს რომ ბედნიერია რომ მისი შვილები ეკლესიაში ხშირად დადიან.
დეივ გეენი
ჯგუფ Depeche Mode ის ვოკალისტ დეივ გეენის მართლმადიდებლად მონათვლა უკავშირდება მის ქორწინებას Jennifer Skliaz სთან, ის დღემდე მისი რელიგიის ერთგულია
ჯეიმს ბელუში
ცნობილი მსახიობი ჯეიმს ბელუში ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრია , ის ხშირად დადის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს, ის ღიად უჭერს მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ცოტა ხნის წინ ალბანეთის მოქალაქეობაც აიღო
ემირ კუსტურიცა
2005 წელს ცნობილმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მიიღო მართლმადიდებლობა, მისი თქმით მისი შორეული წინაპრები სერბი მართლმადიდებლები იყვნენ და ის ფესვებს დაუბრუნდა, მისი თქმით ქრისტიანებმა უნდა ვეცადოთ სამყარო ჰარმონიული გავხადოთ და მისი ფილმებიც სწორედ ამას ემსახურება
ჯონათან ჯექსონი
ჰოლივუდის მსახიობი ჯონათან ჯექსონი დაიბადა ადვენტისტების ოჯახში მაგრამ რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად ის მართლმადიდებლობაზე მოექცა
მიურეი აბრაამი
ცნობილი ამერიკელი მსახიობი მიურეი აბრაამი მართლმადიდებლობაზე მოექცა , მისი თქმით მისი მამა და ბაბუაც მართლმადიდებლები იყვნენ
ბობ მარლი
ლეგენდარული მუსიკოსი ბობ მარლი თავდაპირველად რასტაფარის მიმდევარი იყო მაგრამ სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე კონკრეტულად კი 1980 წლის 4 მაისს ის ეთიოპიის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა
კრისტიან ბეილი
ინგლისელი მსახიობი კრისტიან ბეილი არის ადამიანი რომელმაც მიიღო მართლმადიდებლობა და ეს იყო 10 წლის წინ, მისი მონათვლა უკავშირდება მის მეუღლეს სანდრა ბლაზიკს რომელიც ეროვნებით სერბია
მაქს კავალერა
ლეგენდარული ბრაზილელი მუსიკოსი მაქს კავალერა რომელიც არის ჯგუფ sepultura ს დამფუძნებელი ერთ ერთ ინტერვიუში ამბობს რომ სწამს ღმერთის და ის არ არის კათოლიკე ქრისტიანი, მისთვის უფრო რეალური მართლმადიდებლობაა , მისი მეუღლე გლორია და მისი შვილები არიან მართლმადიდებლები , გლორიას მისი ბებიისგან რუსული ფესვები აქვს, მოგვიანებით გაირკვა რომ თავად მაქსიც მართლმადიდებლად მოინათლა