გასართობისაკითხავიუცნაური

მსოფლიოს 10 ყველაზე პატარა ქვეყანა


მსოფლიოს ათი ყველაზე პატარა ქვეყანა


მალდივის კუნძულები
მალდივის კუნძულები მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. ქვეყნის ტერიტორია შეადგენს სულ რაღაც 298 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო კუნძულებზე ცხოვრობს ჯამში 396 ათასი ადამიანი. ქვეყნის მთავარი საშემოსავლო წყაროა ტურიზმი.

სეიშელის კუნძულები
სეიშელის კუნძულები მდებარეობს მადაგასკარის ჩრდილოეთით. მათი ფართობი არის 455 კვადრატული კილომეტრი და ცხოვრობს 84 ათასი ადამიანი. ქვეყანამ დამოუკიდებოლობა 1976 წელს მოიპოვა და ქვეყნის მთავარი საშემოსავლო წყაროა ტურიზმი.

ლიჰტენშტეინი
ლიჰტენშტეინს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, მაგრამ მაინც ყველაზე მდიდარ ქვეყანათ ითვლება. ეს ქვეყანა ესაზღვრება ავსტრიას და შვეიცარიას. ლიჰტენშტეინში კომპანია უფრო მეტია დარეგისტრირებული ვიდრე ხალხი.

ნაურუ
ნაურუ მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთით. ქვეყნის ფართობი 21,3 კვადრატული კილომეტრია. ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1968 წელს. ნაურუში ცხოვრობს 9 ათასი ადამიანი. ქვეყანას შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ვატიკანი
ვატიკანი არის დახურული ქალაქ-სახელმწიფო. მას უკავია 44 ჰექტარი. ის დაარსდა 1929 წელს და ვატიკანს შეუძლია იამაყოს თავისი ნაგებობებით. ქვეყანას მართავს რომის პაპი. აქ ცხოვრობს დაახლოებით 800 ადამიანი, ხოლო ასობით იტალიელი ვატიკანში თავისუფლათ შემოდის სამუშაოთ.

მონაკო
მონაკო მსოფლიოში მეორე ყველაზე პატარა მონარქიული ქვეყანაა. ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 30 ათასი ადამიანი და ქვეყნის მთავარი საშემოსავლო წყაროა ტურიზმი.

სეინტ-კიტსის და ნევისის ფედერაცია
ეს სახელმწიფო მდებარეობს უესტ-ინდოეთში, ამერიკის ჩრდილოეთით და სამხრეთით ატლანტის ოკეანეში. ქვეყანის ფართობი არის 261 კვადრატული კილომეტრი. ეს იყო პირველი ევროპული კუნძული. ქვეყნის მთავარი საშემოსავლო წყაროა ტურიზმი.

მარშალოვანი კუნძულები
ეს ქვეყანა მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრში. ქვეყნის ფართობი არის 181 კვადრატული კილომეტრი და ცხოვრობს 62 ათასი ადამიანი. 1986 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის მთავარი საშემოსავლო წყაროა ტურიზმი.

სან-მარინო
სან-მარინო იკავებს 61 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ყველაზე პატარა ქალაქ-სახელმწიფო და ამავდროულად ყველაზე ძველიც. სან-მარინო ჩამოყალიბდა 301 წლის 3 სექტემბერს. სან-მარინო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. ქვეყნის შემოსავლები აჭარბებს გასავლებს.

ტუვალუ
ტუვალუ მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთით. წარსულში ტუვალუ შედიოდა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში. ტუვალუმ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1978 წელს. ქვეყანაში ცხოვრობს 10.5 ათასი ადამიანი. ტუვალუ ცხოვრობს სხვა ქვეყნების ხარჯზე.

თეგები
Back to top button
Close
Close