საკითხავისასარგებლოუცნაური

„ჭეშმარიტების“ ტაძარი ტაილანდში


„ჭეშმარიტების“ ტაძრის მშენებლობა დაიწყო საკუთარი სახსრებით ექსცენტრიულმა ტაილანდელმა მილიონერმა ლეკ ვირიაპჰანმა (Lek Viriyaphan) 1981 წელს.
ლეგენდის მიხედვით, მას უწინასწარმეტყველეს, რომ იგი დაიღუპებოდა, როგორც კი დაასრულებდა ტაძრის მშენებლობას. იგი 19 წლის შემდეგ გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობით, ხოლო ტაძარი უკვე სამი ათეული წელია კვლავ შენდება.


„ტაძარი, რომელიც შექმნილია მთლიანად ხისაგან , სავსეა რელიგიური და ფილოსოფიური სიმართლით და ნათლად ჩანს, თუ რას მიაღწია ადამიანის ცივილიზაციამ“, -დაწერილია სარეკლამო ბროშურაში.
მართლაც ასეა… 30 წლის განმავლობაში ტაძრის ზოგიერთი ნაწილი ღია ცის ქვეშ უკვე ლპება, ახალი ნაწილები ემატება, ხოლო დანარჩენებს უტარდებათ რესტავრაცია-აღდგენითი სამუშაოები.
ტაძარი არ წარმოადგენს რომელიმე რელიგიის სახლს, ეს არის მცდელობა გაერთიანდეს მეზობელი ქვეყნების ნაციონალური და რელიგიური ტრადიციები …


ექსცენტრიულმა ტაილანდელმა მილიონერმა როგორც იქნა მიაღწია საწადელს და განახორციელა ცილიდრული მორისა და ძელისაგან აწყობილი ტაძრის შენება , მისი სურვილის მიხედვით მუშავდება პროექტი და ყველა სახის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;

ტაძრის ზომა კოლოსალურია – 105 მეტრი სიმაღლის, რაც დაახლოებით უდრის 13 -სართულიანი სახლის სიმაღლეს. თითოეული ტაძრის ნაწილი , თითოეული ფრთა, კუთხე-კუნჭული და ქანდაკებები, რა თქმა უნდა შექმნელისთვის რაღაცას ნიშნავს.. ტაძარს არ სჭირდება გიდების მიერ ტაილანდის ისტორიის მოყოლა – არაა საჭირო იცოდე ტაილადის ისტორია და კულტურა იმისთვის, რომ ამ ტაძრის სანახაობით დატკბე.
„ჭეშმარიტების ტაძარი“ ხელს უწყობს ადამიანის მსოფლმხედველობის განვითარებას: ცივილიზებულმა ადამიანთა საზოგადოებამ უნდა გაათვითცნობიეროს რელიგიური და ფილოსოფიური ჭეშმარიტებანი. ეს ტაძარი ქმნის სიკეთეს, იზიდავს ადამიანს რელიგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნებისაკენ…


„სიმართლის „ტაძარი“ წარმოგვიდგენს შვიდ დამფუძნებელს (ხეზე ამოპირკეთებული ქანდაკებები), რომლებიც ამშვენებენ ტაძრის ინტერიერს. ეს 7 ძირითადი სიმბოლოა, რომლის გარეშეც კაცობრიობას არ შეუძლია არსებობა და დაბადებაც კი, ესენია: ცა, დედამიწა, დედა, მამა , მთვარე, მზე და ვარსკვალავები.

სულ ზემოთ -ტაძრის ოთხ შპილებზე, კეწეროში ოთხი ელემენტია, რომლებიც აღმოსავლკეთი ფლოსოფიის თანახმად, შეესაბამება იდეალურ სამყაროს და წარმოადგენენ:
-1. ციური სხეულის ( ქალწულის) ხის ქანდაკებას, რომელსაც უკავია „ლოტოსი“-ის ყვავილი- სამყაროს „დედაარსი“.
-2. ციური სხეულის ხის ქანდაკება, რომელსაც უკავია ბავშვი და იგი წარმოადგენს კაცობრიობის არსებობის სიცოცხლის დასაბამს;
-3. ციური სხეულის ხის სკულპტურა, რომელიც მოიცავს მრგვალ და რელიეფურ გამოსახულებებს, შექმნილს გამოთლით, გამოკვეთით ან ძერწვით. ციური სხეულის ხის ქანდაკება სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეა, რომელსაც უკავია წიგნი, წიგნი კი ასახავს უკკვდავი ფილოსოფიის გაგრძელებას;
-4. ქანდაკების განვითარების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ანტიკური ხანა, რომლის ოსტატებმა შექმნეს ქანდაკების კლასიკური ნიმუშები. ამ ფოტო-სურათში წარმოდგენილია ციური სხეულის ხის ქანდაკება მტრედით , რომელიც თავის მხრივ , სიმბოლურად გამოხატავს მშვიდობას;


„ჭეშმარუიტების ტაძრის“ ცენტრალური შპილის უმაღლეს წერტილში დაყენებულია ცხენი, რომელიც არის Phra Sri Ariametray -ის სიმბოლო. Phra Sri Ariametray გახდა მე-5 ბუდა Bradha-ს ეპოქაში.
„ შენობა არა მოქმედი ტაძარი, არამედ „კულტურისა და რწმენის ტაძარია“, როგორც მას ტაილანდელი მილიონერი ლეკ ვირიაპჰანი აღწერს.
„ჭეშმარიტების ტაზარი“ ტაილანდში ცნობილ ღირშესანიშნაობად იქცა, რომელიც ამაყობს თავისი, განსხვავებულ კულტურათა, მშვიდობიანი კომბინაციით.















თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close