არქივი

საუკუნის ყველაზე დიდი გამოძევება

0d3e81ffdd45

აქ არის 3 ჰოსპიტალი, ასობით მაღაზია, ერთი მთავარი ქუჩა რომელსაც ელისეოს მოედანს ეძახიან რომელსაც ყოველდღიურად 1500 ახალი მაცხოვრებელი ემატება, მაგრამ აქ ყოფნა არავის უნდა, მოდი შევიხედოთ ზაატარის მოედანზე, რომელიც მდებარეობს იორდანიაში, სადაც 125,000 სირიელი ცხოვრობს რომლებიც გამოექცნენ ბომბებს რომელიც მათ სახლებს ცვიოდა და გავესაუბროთ აქ მაცხოვრებელ ადამიანებს რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოში ყველაზე რთულ სიტუაციაში!

ზაატარის მოედანი მდრებარეობს იორდანიაში, ის 2012 წლის ივნისში გაიხსნა სადაც სირიელ ლტოლვილთა 100 ოჯახი ცხოვრობდა, დღეისთვის აქ 125,000 ადამიანი ცხოვრობს და ფართობით მოდეანს 8 კილომეტრი უკავია, ეს არის ლტოლვილთა ყველაზე დიდი ქალაქი იორდანიაში

b2535d721987

აბუ მარაი: არასოდეს დამავიწყდება ის ღამე როცა ამ მოედანზე მოვხდი, მოვედი ჩემს მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად, სირიაში კარგად ვცხოვრობდით,მქონდა საოჯახო ფერმა და არაფერი არ გვაკლდა, ერთ დღესაც როცა შეტაკებები დაიწყო გამოგვაძევეს მცირედი ნივთების წამოღება მოვასწარით მხოლოდ, გადმოვკვეთეთ საზღვარი და გამოგვგზავნეს აქ, არ ვიცოდი თუ სად მოვდიოდით არ იყო არანაირი მაღაზია ამიტომაც იატაკზე ძილი გვიწევდა, ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონებად დარჩება და მხოლოდ მასზე ფიქრი შემეძლება. ¨მე მქონდა სახლი და ახლა აქ ვარ, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი¨.

a11c47918a09

მუჰამედი:
ერთ დღეს მითხრეს რომ ჩემი სოფელი აღარ არსებობდა და მთლიანად განადგურდა, როცა ჩემს სახლს ტყვიები ეცემოდა მე მივიღე გადაწყვეტილება რომ სოფელი დამეტოვებინა, ამას არ გავაკეთებდი რომ არა ჩემი ორი შვილი ეს უფრო მათ გამო გავაკეთე, ავიღე ცოტა ფული რაც მქონდა დაგროვებული და წამოვედი, სირიაში მქონდა პატარა მაღაზია სადაც ბოსტნეულს ვყიდდი, ეხლა კი აქ ვარ და წინ ვერანაირ მომავალს ვერ ვხედავ, ჩვენ მომავალი აღარ გვაქვს ჩემთვის უკვე ყველაფერი დასრულდა.

cd737ac115d2

ლეკაა ალ ზოუბი:

ზაატარში მე მომიყვანეს 4 იანვარს მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი, ჩემს ქმართან ერთად სირიიდან წამოსვლა ვარჩიე რადგან იქ გაჩერება საფრთხეს წარმოადგენდა, ჩემი ოჯახი კი იქ დარჩა, დამასკოში მასწავლებლად ვმუშაობდი რამდენიმე კვირაში კი ჩემი კარიერა დასრულდა,2 დღე ფეხით მოვდიოდით თან ფეხმძიმედ ვიყავი ღამის გათენებაც კი მთებში გვიწევდა 2 ღამე მიწაზე გვეძინა, მაგრამ ალაჰის ეს გამოცდა გავიარეთ და 2 კვირის წინ ჩემმა შვილმა დღის სინათლე იხილა ალაჰმა ესე დაგვასაჩუქრა, მე იმედი მაქვს შევძლებთ ოდესმე სირიაში დაბრუნებას, მანამდე მოვძებნი იორდანიაში სამსახურს როგორც მასწავლებელი.

ტააზარის მოედანს აქვს 12 განყოფილება, თითო განყოფილებას ყავს ერთი ადამიანი რომელიც უზრუნველყოფს მაცხოვრებლების უსაფრთხოებას მაგრამ მოსახლეობის თვალის დევნება 1 კაცისთვის რთულია , პოლიციის გარეშე კი ცხოვრება მაინც სახიფათოა.

2964e1b6db16

აბუ გაზანი: უკანასკნელად 15 დღის წინ ვიყავი ჩემს ქალაქში ჩემს უბანს დარაა ქვია, ყოველ 5 წუთში ჩვენს თავზე რაკეტები დაფრინავდნენ და შეუძლებელი იყო იქ გაჩერება, წამოვიყვანე ჩემი შვილები და ასევე ჩემი ძმის შვილი, ჩემი ძმა უგზო უკვლოდ დაიკარგა და არ ვიცით ცოცხალია თუ მკვდარი,ბავშვებს ჯერაც ეშინიათ როცა რაიმე ძლიერ ხმას გაიგონებენ მაგალითად მანქანის ან მოტოციკლის მოტორის ხმას,ასევე როდესაც ფორმიან ჯარისკაცებს დაინახავენ, დასრულდება ნეტავ ოდესმე ეს ყველაფერი?

00db2a55ff15

დილალ აჰმად ობიდი ჩემი 4 შვილი სირიაშია, მათგან 2 კი დაკარგულად მიიჩნევა ისინი მეამბოხეების წინააღმდეგ იბრძოდნენ,აქ მოვედი ჩემს ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად,ვმუშაობდი სათბურებში სადაც პომიდორი მოგვყავდა შემდეგ მოხდა ინციდენტი რის შემდეგაც მე მუშაობას ვეღარ შევძლებ, ვერც სირიაში დაბრუნებას შევძლებ, მე დახმარება მჭირდება და არამარტო მე, აქ ყველას დახმარება გვჭირდება მსოფლიოს კი ჩვენი ხმა არ ესმის.

აქ ამ ადგილას უმრავლესობას დაკარგული აქვს რწმენა რომ ოდესმე ნორმალურ ცხოვრებას შეძლებენ, ლტოლვილთა რიცხვი იზრდება, ეხლა უკვე ყველამ იცის რო ისინი ცხოვრებას გააგრძელებენ ზაატარში და ეს დიდხანს გაგრძელდება!

GIORG1O

george

მსგავსი ამბები

Back to top button