მისტიკასაკითხავიუცნაური

ვაჯრა-ძველი ღმერთების იარაღი


ბოლო დროს უფრო ხშირად და ხმამაღლა ლაპარაკობენ პალეოკონტაქტის (უცხოპლანეტელებთან კონტაქტი) თეორიის შესახებ. ჩნდება უფრო მეტი და მეტი მტკიცებულება იმისი, რომ ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე იყო მაღალგანვითარებული ცივილიზაცია. მეცნიერები მიდიან დასკვნამდე, რომ კლდეებზე და ძველ ფრესკებზე არსებული ზოგიერთი გამოსახულება სინამდვილეში არის კოსმოსური საფრენი აპარატები, თვითმფრინავები და სხვა.
ასეთია წარსულის ერთერთი იდუმალი ნივთი ,,ვაჯრა”, უცნაური ნაკეთობა, რომელიც სხვა ნივთებისგან განსხვავებით, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე განადგურდნენ ჩვენამდე მოაღწიეს პირვეყოფილი სახით.

ასტროვიდია-ღვთიური მეცნიერება

საინტერესოა, რომ გასულ საუკუნეში სუპერსიმძლავრის იარაღის შესახებ თემა აქტიურად განიხილებოდა მეცნიერების მიერ, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირში. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს როგორც მაშინ ეძახოდნენ, პალეოვიზიტების ისტორიების შესწავლა დაიწყო რუსეთში მე-20 საიკუნის დასაწყისში, მაგრამ ეს სხვა თემაა.
1978წელს გამოსულ ,,საუკუნეების საიდუმლოებებში”, რომელსაც გამოსცემდა გამომცემლობა ,,ახალგაზრდა გვარდია”, გამოჩნდა ინჟინერ ვლადიმერ რუბცოვის სტატია ,,ასტროვიდია-მითი თუ რეალობა” (ასტროვიდია არის ძველი ინდური ეპოსში ,,მაჰაბჰარატა”-ში ღმერთების სხვადასხვა იარაღის ფლობის ხელოვნება)
სტატიაში ავტორი სვამს კითხვას: ,, ზოგიერთი არქეოლოგიური მონაპოვარი უფლებას გვაძლევს ვიფიქროდ, რომ ჩვენი წინაპრები მარტო ხმლებითა და ისრებით როდი ომობდნენ. რატომ არის რომ ხეთური სამეფოს დედაქალაქის ,,ხათუსასას” ნანგრევები გამდნარია უფრო მეტად ვიდრე ეს ჩვეულებრივი ხანძრის დროს ხდება? რატომ შეინიშნება ირლანდიის ციხესიმაგრეების დუნდალკისა და ეკოსის გრანიტის კედლებზე უცნაური დნობის კვალი?”

ციხესიმაგრის დუნდალკის ნანგრევები

შემდეგ ვლადიმერ რუბცოვი გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებას ,,ასეთი დნობის შედეგი ელექტრული (ძლიერი მეხით) ახსნით ნაკლებდამაჯერებლად გამოიყურება. იქნებ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ფოლკლორში არსებული მითების შინაარს, სადაც მრავლადაა მოხსანებული ,,უცნაური”, ,,ზეციური”, ,,ზემძლავრი” იარაღი? ასეთი სახის ყველაზე საინტერესო და სისტემატიზირებულ ინფორმაციას შეიცავს ძველი ინდური ლიტერატურა. აი მაგალითად როგორც ,,მაჰაბჰარატა”-შია იარაღ ,,ბრაჰმაშირასი”-ს გამოყენება: …და გაუშვა რამამ ისარი საოცარი ძალის, საშინელი, სიკვდილის მთესველი… რამას მიერ მყისიერად შორს გაშვებულმა ისარმა უდიდესი ცეცხლი შეუნთო მძლავრ რაკშასს თავის ცხენებთან და ეტლთან ერთად. და მოიცვა იგი სრულიად ცეცხლმა. დაიშალა ხუთ ნაწილად და მის ძვლებზე უკვე ვეღარ ჩერდებოდა სისხლი და ხორცი. დაწვა მისი იარაღი ისე, რომ ფერფლიც კი აღარ დარჩა”

აქ არცაა საჭირო ატომური ინტერპრეტაცია. ვინც იცის ნაპალმის მოქმედების პრინციპი ეს აღწერა ფანტასტიკურად არ მოეჩვენება, მაგრამ ნაპალმი ძველ ინდოეთში?
შემდეგ ავტორმა დეტალურად გაარჩია სხვადასხვა ტიპის იარაღები, რომლებიც მოხსენიებულია ,,მაჰაბჰარატა”-ში, მათ შორის როგორიცაა ზემძლავრი იარაღები: ,,ბრაჰმადანდუ” და ,,ბრაჰმაშირასი”, რომლებიც აშკარად რადიაქტიურები იყვნენ: ისინი კლავდნენ ჩანასახს დედის მუცელშივე და აზიანებდნენ ადამიანებს რამდენიმე თაობის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ იარაღის ერთ სახეობას ე.წ. ,,ვაჯრა”-ს.

მეხის დარტყმა

სანსკრიტულად ,,ვაჯრა”-ს აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა: ,,მეხის დარტყმა” და ,,ალმასი”. ტიბეტში მას ეძახიან ,,დორჯე”, იაპონაში-,,კონგოსიო”, ჩინეთში-,,დზინგანსი”, მონღოლეთში-,,ოჩირი”.
ეს მთავარი რიტუალური იარაღია ინდუიზმში, ბუდიზმში და ჯაინიზმში. ვაჯრა რელიგიური სიმბოლოა როგორც ჯვარი ქრისტინობაში, ან ნახევარმთვარე ისლამურ რელიგიაში. დღევანდელ დღემდე ვაჯრა გამოიყენება სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებში, ხოლო ბუდას ხშირად გამოსახავენ ვაჯრითი ხელში.

 

არის ბუდიზმის მიმდინარეობა, რომელსაც ჰქვია ,,ვაჯრაიანა” (თვითონ ბუდას ეძახიან ვაჯრასატვას). იოგაში არსებობს პოზა, რომელსაც ეძახიან ვაჯრასანას. მისი არსი იმაშია,რომ სხეული გახადო როგორც ალმასი.


სხვადასხვა სახის ვაჯრები

ინდურ მითოლოგიაში ვაჯრა ღმერთ ინდრას მძლავრი იარაღია, რომელსაც შეუძლია მიზანს აუცდენელად მოკლას მოწინააღმდეგე. ყოველივე ამისა ყველანაირ სიტუაციაში ის გამძლე და დაუზიანებელია როგორც ალმასი: ანადგურებს ყველაფერს და მასზე ერთი ნაკაწრიც არ ჩნდება.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ინდურ მითოლოგიაში ღმერთი ინდრა ყველა ღმერთების უფროსია, ღმერთი ელვისა და ქუხილისა, ,,მეუფე სამყაროსი”. ის ანგრევს და ანადგურებს ციხესიმაგრეებს და გარდა ამისა ვაჯრის მეშვეობით შეუძლია ამინდის მართვა, ასევე შეუძლია მდინარეების კალაპოტის შეცვლა და კლდეების დანგრევა.

სხვადასხვა აღწერილობაში ვაჯრას თანა ახლავს სხვადასხვა ეპიტეთები: სპილენძის, ოქროსი, რკინის, გამძლე როგორც ქვის ან სალი კლდის. მას აქვს ოთხი ან ასი კუთხე, ათასი კბილი. ხანდახან ის არის დისკის სახით, მაგრამ ხშირად ჯვრისებურადაა წარმოდგენილი, როგორც ელვის ორი კონის გადაჯვარედინება.

ვაჯრა გამოსახულია ინდოეთის უძველეს ძეგლებზე, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა ღმერთების ასეთი ატრიბუტები ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორში.
მაგალითად ძველ ბერძნულ ფრესკებზე ზევსს ხელში აშკარად უჭირავს ვაჯრა. ჩვენ კი ვიცით, რომ მეხთამტეხი ფლობდა მძლავრ იარაღს, რომელსაც შეეძლო ელვის ტყორცნა და გარდა ამისა მას შეეძლო ამინდზე მბრძანებლობა. ასე რომ ეს ამოუცნობი იარაღი ოდიდგანვე არსებობდა დედამიწის სხვადასხვა ადგილებში.

ნივთი, რომელიც გვხვდება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში

აი ეს ადგილებიც

ბაბილონი

შუმერები

 

 

ინდოეთი

ტიბეტი

საბერძნეთი

კამბოჯა

საიდუმლო მანტრა

პარანორმალური მოვლენების მკვლევარები თვლიან, რომ ვარჯა მუშაობას იწყებს გააქტიურების შემდეგ, რომელსაც ააქტიურებს საიდუმლო მანტრა და რომელსაც ინახავენ აღმოსავლეთის რელიგიის მსახურები, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ შეძლო საიდუმლო იარაღის ამუშავება. შეიძლება ოდესღაც ვინმემ შეძლოს ვაჯრის ამუშავება, მაგრამ დღეს საზოგადოება მზად არაა ამისათვის. საშინელი წარმოსადგენია ის თუ რა მოხდება ეს შემზარავი იარაღი, რომ ჩაუვარდეს ამორალურ და ძალაუფლების მოყვარე პიროვნებას. თვით ,,მაჰაბჰარატა”-ში ძველი ღმერთებიც კი აფრთხილებდნენ:
,,არჯუნა, არჯუნა ნუ გამოიყენებ საოცარ იარაღს
მისი უმიზნოთ გამოყენება ხომ არ შეიძლება
და არც მიზნის განადგურაბა შეიძლება
გამოუვალი მდგომარეობის გარდა…”
ამ იარაღის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება დიდი უბედურება დაატეხოს კაცობრიობას. ასე რომ სანამ კაცობრიობა არ ისწავლის მშვიდობიან ცხოვრებას სამხედრო კონფლიქტების გარეშე, მანამდე ადრეა ლაპარაკი ,,ღმერთების” იარაღის მართვაზე.

სმაწუხაროდ ვიდეო კონკრეტულად ვაჯრაზე ვერ მოვიძიე, მაგრამ ამ ვიდეოში აღწერილია სხვადასხვა შესაძლო იარაღი, რომლებიც შეიძლება ჰქონოდათ უძველეს დროში ,,ღმერთებს”

წყაროები : http://www.kramola.info

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

Close
Close