კულტურაუცნაური

ალბინოსების ყველაზე დიდი ოჯახი მსოფლიოში

image

ალბინოსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახი ინდოეთში ცხოვრობს.
ალბინიზმი გენეტიკური გადახრაა, რომელსაც მეცნიერების ვარაუდით იწვევს ფერმენტ ტიროზინაზის ნაკლებობა ან სრული ბლოკადა. ეს ფერმენტი აუცილებელია ორგანიზმში მელანინის სინთეზისათვის (ეს ნივთიერება არის პასუხისმგებელი ქსოვილების შეფერილობაზე). ალბინოსებს კანის, თვალის ფერადი გარსის და თმის პიგმენტების თანდაყოლილი (გენეტიკური) უქონლობა ახასიათებთ.
ეს მცირე განმარტება სტატიის ძირითადი ნაწილის დაწყების წინ ოჯახზე, რომლის თითოეული წევრი ალბინოსია. ეს ოჯახი ინდოეთის დედაქალაქში ცხოვრობს ცხოვრების ჩეულებრივი რიტმით.
პულანების ოჯახი რომლის რვავე წევრი ალბინოსია, იშვიათი გენეტიკური გადახრის მატარებელია.
მელანინის ნაკლებობის გამო ოჯახის თითოეულ წევრს თმა და კანის ფერი ერთნაირი აქვს.
როზეტაური პულანს, მის მეუღლეს მანის, სამ ქალიშვილს–რენუ, დიპოი და პუჯოს, სამ ვაჟს–შანკარს, რამკიშანს და ვიჯაის თმის და კანის ფერი ქერა აქვთ ხოლო თვალები ლურჯი, რაც ინდოელებისათვის იშვიათობაა.
გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას ამ ოჯახის შესახებ.

image

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button