მისტიკასაკითხავიუცნაური

პატარა ალბერტის ისტორია ანუ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტი

ყველას ვისაც შეხება ჰქონია ფსიქოლოგიასთან აუცილებლად სმენია პატარა ალბერტის შესახებ, რომელიც გარკვეული ბუნდოვანი და არაეთიკური გზებით იქცა შიშის კვლევის ექსპერიმენტის მონაწილედ. ვინ იყო ეს პატარა ბიჭი? რა ბედი ეწია? დარჩა  კი მისი შიში ფუმფულა საგნების მიმართ მთელი ცხოვრების მანძილზე? არსებობდა თუ არა სადმე ის ზრდასრული რომელიც იტანჯებოდა აუხსნელი ტერორითა და შიშით თეთრი ვირთხების, ბაჭიებისა და ცხოველების ფიტულების მიმართ?

ეს ცნობილ ექსპერიმენტი, ჩატარდა 1920 წელს ბიჰევიორისტ ჯონ ბ. უოტსონისა და როსლი რაინერის მიერ. ექპერიმენტში ჩვილი ბავშვი სრულიად დაუცველად იყო თეთრი ვირთხასთან ერთად ერთ ოთხში, რომლის მიმართაც თავდაპირველად შიში არ გამოუმჟღავნებია. მკვლევარებმა შემდეგ ჯერზე ვირთხის გამოჩენასთან ერთად გამოიწვიეს ხმამაღალი კაკუნის და ჭახუნის ხმა. ამ სტიმულების კიდევ ერთხელ დაწყვილების შემდეგ ბავშვმა დაიწყო ტირილი. ტირილი განმეორდა მაშინაც კი როცა ვირთხა მარტო იყო და მის გამოჩენას ხმაური აღარ მოსდევდა. უფრო მეტიც, ეს შიში გენერალიზდა და გავრცელდა ყველა იმ ობიექტზე რომელიც წააგავდა ვირთხას, მაგალითად ბუსუსებიან თეთრი სათამაშოებზე.
როგორც ამბავი მოგვითხრობს ექპერიმენტის დასრულდა თუმცა პატარა ალბერტი და მისი დედა მანამდე წავიდნენ სანამ ბიჭს კვლავ მოუხსნიდნენ შიშს. რა ბედი ეწია ბიჭს? დარჩა კი მისი შიში ფუმფულა საგნების მიმართ მთელი ცხოვრების მანძილზე? არსებობდა თუ არა სადმე ის ზრდასრული რომელიც იტანჯებოდა აუხსნელი ტერორითა და შიშით თეთრი ვირთხების, ბაჭიებისა და ცხოველების ფიტულების მიმართ? ათწლეულების მანძილზე ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა ამ კითხვებზე პასუხებით, 2009 წელს 7 წლიანი გამოძიების და კვლევების შემდეგ საბოლოოდ ნათელი მოეფინა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებას.

ალბერტის პოვნა
2009 წელს ფსიქოლოგმა ჰოლი პ. ბექმა და მისმა კოლეგებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ გამოაქვეყნეს შედეგები რომლებიც ბიჭის საიდუმლოებით მოცულ ვინაობას შეეხებოდა. სტატიაში რომელიც ეკუთვნოდათ ბექს, გარი აირონს და შარმან ლევინსონს წარმოდგენილი იყო დამარწმუნებელი მტკიცებულებები იმის შესახებ რომ პატარა ალბერტი რეალურად იყო პატარა ბიჭი სახელად დუგლას მერიტი. ის იყო ვაჟი მედდისა სახელად ავრილა მერიტი, რომელიც მუშაობდა პედიატრიულ განყოფილებაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, სადაც ასევე მუშაობდა უოტსონი.
სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ბავშვი რომელსაც ამდენი ხანი ეძებდნენ მკვლევარები 6 წლის ასაკში გარდაიცვალა ტვინს ჰიდროცეფალიით. ეს არის დაავადება რიმელსაც აგრეთვე უწოდებენ „ტვინი წყალში“. დაავადების დროს თავის ქალის შიგნით გროვდება სითხე, რასაც შეუძლია კრუნჩხვების, თავის გაზრდის და გონებრივი ჩამორჩენილობის გამოწვევა. მას შემდეგ რაც დაადგინეს პატარა ალბერტის ნამდვილი ვინაობა და შეიტყვეს მისი ტრაგიკული ამბავი თითქოს ყველა კითხვას პასუხი ჰქონდა გაცემული.
მაგრამ ეს არ არის ამბის დასასრული.
ახალი კითხვები
სტატიაში სახელწოდებით: „პატარა ალბერტი: ნევროლოგიურად დაუძლურებული ბავშვი“, რომელიც გამოქვეყნდა ჟურლალში „ფსიქოლოგიის ისტორია“, მკვლევარები ასკვნიან რომ ალბერტი არ იყო „ნორმალური“ და „ჯანმრთელი“ ბავშვი როგორც მას უოტსონი წარმოადგენდა თავის ექსპერიმენტებში. „ ალბერტის ცხორება ნორმალური იყო, ის ჯანმრთელი დაიბადა და ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ბავშვი იყო რომელიც კი ჰოსპიტალში მიიყვანეს“ -ასე იხსენიებდნენ ალბერტს თავიანთ ჩანაწერებში უოტსონი და რაინერი, ამის ნაცვლად ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მიუთითებს რომ დუგლას მერიტს სავარაუდოდ დაქვეითებული ჰქონდა კოგნიტური უნარები. ეს კი იმას ნიშნავს რომ ბავშვის რექცია ექსპერიმენტის მიმდინარეობის პროცესში ძნელად შეიძლება მივიჩნიოთ უნივერსალურად და განსაზოგადებლად.
ბექის 2009 წელს გამოქვეყნებული სტატიის (რომელიც ეხებოდა პატარა ალბერტის ვინაობას) წაკითხვის შემდეგ ფსიქოლოგმა ალან ფრიდლუნდმა რომელიც მუშაობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, სანტა ბარბარაში, გამოავლინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მისი თქმით მერიტს (იგივე პატარა ალბერტს) 1922 წელს დაემართა მენინგიტი, რომელმაც საბოლოოდ გამოიწვია მისი გარდაცვალება ჰიდროცეფალიით 1925 წელს. ფრიდლუნდმა ეს გარემოება ცოტა არ იყოს საეჭვოდ მიიჩნია. თუ კი ბავშვს განვითარებული ჰქონდა მინინგიტის იმდენად მძიმე ფორმა რომ საბოლოოდ ამან გამოიწვია ჰიდროცეფალია, ნაკლებად სავარაუდოა რომ მას ამდენ ხანს ეცოცხლა. იმის ვარაუდი რომ დუგლასს მართლა ჰქონდა ჰიდროცეფალია შეუძლებელი არაა, თუმცა ნაკლებ დამაჯერებლად ჟღერს.
უოტსონმა და რაინერმა თავიანთი ექსპერიმენტი 1920 წელს ჩაატარეს, ხოლო მერიეტის ექიმის ცნობებით კი ბიჭს მინინგიტი 1922 წელს განუვითარდა. მიუხედავად იმისა რომ ბექს არ ჰქონდა მყარი მტკიცებულება უოტსონის წინააღმდეგ, მას მაინც არ სჯეროდა იმ მოსაზრების რომ ექსპერიმენტის მანძილზე პატარა ალბერტი ჯანმრთელი იყო. ფილმში რომელსაც უოტსონი იღებდა ექსპერიმენტის მანძილზე, ბექის აზრით, ნაჩვენებია არაადეკვატური და უჩვეულო ქცევების ბავშვი. ბექს ის მენტალური პრობლემების მქონე ბავშვებს აგონებს, რომლებთანაც იგი წარსულში მუშაობდა.
ბექი არ იყო ერთადერთი დაინტერესებული პირი რომელიც ალბერტის ავადმყოფობის ისტორიის კვლევით იყო გატაცებული. აღმოჩნდა რომ ალბერტის ბიძა, რომელიც ყველაზე ახლო ნათესავი იყო მისი, დაინტერესებული იყო მისი ამბით და ბავშვის დედისგან გაიგო რომ პატარა დუგლასს ყოველთვის ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და არ ყოფილა ისეთი ჯანმრთელი როგორც ამას ამტკიცებდა უოტსონი. ცოტა ხანში ფრიდლანდი დაუკავშირდა ბექს, გაუზიარა თავისი ეჭვები და თანამშრომლობა შესთავაზა რათა ერათად ამოეხსნათ პატარა ალბერტის საიდუმლო.
იმის დადგენა იყო თუ არა დუგლას მერიტი ჯანმრთელი ბავშვი, როგორც ამას ამტკიცებდნენ უოტსონი და რაინერი, ძალიან დიდი მნისვნელობა ჰქონდა. თუ ის მართლა დაავადებული იყო ეს არამარტო მას აქცევს უსარგებლო ცდის პირად, არამედ უოტსონის მთელ თავდაპიველ კვლევას და თეორიას აყენებს ეჭვის ქვეშ.
მტკიცებულება
როგორც ვიცით ფრიდლანდმა დაკვირვებების შედეგადა დაასკვნა რომ მეტად საეჭვო იყო ასეთი ავადმყოფობის პირობებში ბავშვს 3 წელი ეცოცხლა, ბექის ეჭვებს დუგლას მერიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადასტურებს ვიდეო და ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაცია, რომლებიც ამბობენ რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებიდან ჰქონდა. მკვლევარებს ასევე შეეძლოთ მოეძიებინათ სხვა დეტალებიც რომლებიც მათ ვარაუებს გაამყარებდა.
ერთგვარი გასაღებების აღმოჩენა ასევე შესაძლებელია თავად უოტსონის ჩანაწერებშიც,. ასე მაგალითად ის წერს რომ ალბერტი იყო შესანიშნავი ჩვილი და რომ მას და სხვა ექსპერიმენტატორებს არასოდეს გაეგონათ მისი ტირილი, მანამ სანამ ექსპერიმენტი არ დაიწყო. ცხადია ის რომ ყველა ადამიანსა და მათ შორის ყველა ბავშვს საკუთარი ტემპერამენტი გააჩნია, მაგრამ უემოციო ჩვილი, რომელიც არასოდეს ტიროდა და ამავდროულად ადრე გარდაიცვალა ჰიდროცეფალიით ცხადყოფს მის აშკარა ავადმყოფურ ნიშნებს.
შემდეგში მკვლევარებდა კიდევ ერთხელ შეისწავლეს ვიდეო სადაც ალბერტის მოქმედებებია ნაჩვენები და დაასკვნეს რომ ჩვილს აღენიშნება ბევრი ისეთი ნიშანი რაც მიუთითებს აშკარა ნევროლოგიურ პრობლემებზე. მაგალითად ალბერტს აღენიშნება ნელი რეაქციის დრო, დაგვიანებული ენობრივი განვითარება და ასევე არარსებული ღიმილი, რომელიც როგორც წესი ამ დროს უკვე დასწავლილი უნდა ჰქონდეს პატარა ბავშვს.
მკვლევარებდა დასახმარებლად მიმართეს უილიამ გოლდს, კალიფორნიის და ლოს ანჯელესისი ასოცილებულ პროფესორს კლინიკური ნევროლოგიის დარგში. მკვლევარების მოთხოვნა იყო რომ უილიამ გოლდს კიდევ ერთხელ ენახა ფირი რომელზეც აღბეჭდილი იყო პატარა ალბერტი. გოლდმა ჩანაწერის ნახვის შემდეგ აღნიშნა რომ ბავშვს აღენისნებოდა ცნობისმოყვარეობის შესუსტება, და ყურადღების გაფანტვა. მას შემდეგ რაც მან გაიგო ბავშვის ვინაობის და მისი სიკვდილის მიზეზის შესახებ მაინ დაასკვნა რომ უკვე ექსპერიმენტის მიმდინარეობის პერიოდში ბავშვი განიცდიდა ნევროლოგიურ პრობლემებს.
აირონსმა შეძლო გაცილებით უფრო მეტი ღირებული ცნობა მოეპოვებინა, რომელიც შემდგომში ფრიდლანდსაც გაუზიარა. საქმე კი შემდგომში მდგომარეობდა – მიუხდავად იმისა რომ დუგლასმა მიაღწია 6 წლის ასაკამდე მას არ შეეძლო ლაპარაკი და სიარული. საბოლოოდ მკვლევარებისთვის ხელმისაწვდმი გახდა ბიჭის სამედიცნო ჩანაწერიც. მიუხედავად იმისა რომ დუგლასი აღწერილი იყო როგორც „ნორმალური:“ ბავშვი დაბადებიდან, მის სამედიცინო ჩანაწერებში აღნიშნულია სხვადასხვა სახის დარღვევები რომლებიც უკავშირდება მის ნერვულ სიმპტომებს. მაგალითად: ბავშვს აღენიშნებოდა გადმოკარკლული თვალები, გამოეხატებოდა ნერვიული სიმპტომები და აღენიშნებოდა ჰიპერაქტიურობა. გამოკვლევის შემდეგ ბიჭს დაუსვეს თანდაყოლილი ჰიროცეფალიის დიაგნოზი.
ბოლოს და ბოლოს ეს ამტკიცებდა იმას რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობის პიეროდში ბავშვი უკვე ავად იყო.
განმარტებები
იცოდა კი უოტსონმა ბიჭის ავადმყოფობის შესახებ, რომ იგი არ იყო ნორმალური ბავშვი როგორადაც იგი აღწერდა ალბერტს თავის ჩანაწერებში? და თუ იცოდა რატომ აირჩია იგი ამ ექსპერიმენტის განსახორციელებლად?
„ერთი შეხედვით ნორმალური ბავშვი იქნებოდა ლოგილური არჩევანი“ – წერენ ბექი და ფრიდლანდი. „სავარაუდოდ კოგნიტურად მეტად განვითარებული ბავშვის მონაწილეობა უფრო გააადვილებდა ექსპერიმენტს და მისი შედეგების განზოგადების მეტ საშუალებას მოგვცემდა.“ როგორც უოტსონი აღნიშნავს მათ ბავშვი შეარჩიეს სწორედ იმიტომ რომ ის იყო მეტად ჩუმი და უემოციო. უოტსონი ვარაუდობდა რომ ალბერტი ამ თვისებების წყალობით უფრო ადვილად გაუმკლავდებოდა და გადაიტანდა იმ სტრესულ სიტუაციას რომელსაც ექსპერიმენტატორები უქმნიდნენ ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს. თუმცა რაციონალურად რომ ვიმსჯელოთ ყველანაირ ლოგიკს ეწინააღმეგება უოტსონის არჩევანი.
შესაძლებელია რომ უოტსონის არჩევანი განპირობებული იყო სწორედ იმ ზიანის შეფასებით რაც შეიძლებოდა მიეღო ჯანმრთელ ბავშვს, ამასთან ერთად მკვლევარები კიდევ ერთ ვერსიას ასახელებენ რომელიც გაცილებით უფრო ბუნდოვანი და არაეთიკურია. როგორც ვიცით ალბერტის დედა იყო მედდა იქ სადაც უოტსონი მუშაობდა. შესაძლოა ვივარაუდოთ რომ ის გრძნობდა გარკვეულ ზეწოლას და პასუხმგებლობას რომ უფლება მიეცა მკვლევარებისთვის მისი შვილი ექსპერიმენტისთვის გამოეყენებინათ. უნივერსიტეტი იყო მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო. სწორედ ამიტომ შესაძლოა დაპირებებისა და ზეწოლის შედეგად მას სავარაუდოდ მეტი არჩევანი არც რჩებოდა.
ფაქტები უოტსონის წინააღმდეგ ლაპარაკობენ. მკვლევარები კი მიიჩნევენ რომ უოტსონმა შეიტყო ბავშვის ნევროლოგიური პრობლემების შესახებ თუმცა მან მაინც არ თქვა უარი ექსპერიმენტის განხორციელებაზე.
რას გვეუბნება უოტსონის ექსპერიმენტი? რა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ მის მიხედვით? დღესდღეობით პატარა ალბერტის ექსპერიმენტი იტვლება ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და უაღრესად არაეთიკურ მოვლენად ფსიქოლოგიის ისტორაში. დღეს ასეთი ექსპერიმენტის განხორციელება ყოველგვარ კანონსა და პრინციპს ეწინააღმდეგება როგორც ჯანმრთელ ბავშვზე ისე დუგლას მერიტისთანა დაუცველ არსებაზე.
მიუხედავად იმისა რომ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას დღეს აღარავინ დაუშვებს, უოტსონი ცხოვრობდა ეპოქაში როცა არც ისე იშვიათი იყო მეტად საშიში და არაეთიკური ტიპის ექსპერიმენტები. უოტსონი ამ ექსპერიმენტით იმდენად შორს წავიდა რომ შეუძლია თავიც კი იმართლოს შედეგების წყალობით – „მიზანი ამართლებს საშუალებას“. „თქვენ ფიქრობთ რომ ამგვარი ექსპერიმენტები სასტიკი და გაუმართლებელია მაგრამ მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ ცხოვრებისეული შიშების გაგებასა და გაანალიზებაში. მილიონობით ადამიანს ჩვენს გარშემო შეუძლია გაგვიწიოს პრაქტიკული დახმარება იმაში რომ ჩვენი შვილები აღიზარონ იმაზე თავისუფლები და უშიშრები ვიდრე ჩვენ ვართ.“ – წერდა უოტსონი. „ისინი დაიმსახურებენ ყველას პატივისცემას თუ დაგვეხმარებიან რომ ერთად დავძლიოთ შიში.“
მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა უოტსონის მიზანი შიშის აღმოფხვრის გზების ძიება იყო, ფაქტია რომ თუ ბექისა და ფრიდლანდის მტკიცება დუგლას მერიტის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს იმას რომ უოტსონმა განგებ და შეგნებულად დაამახინჯა თავისი ექსპერიმენტი.
სტატიის დასასრულს ავტორები წერენ:
„ დუგლას მერიტი გარდაიცვალა უოტსონის და რაინერის ექსპერიმენტიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ის იყო ერთ-ერთი ანონიმი იმ ათასობით „საექსპერიმენტო ბავშვიდან“ რომლების დაცვაც ვერც მეცნიერებამ მოახერხა ვერც კანონმა. უოტსონმა დუგლას მერიტს სამუდამო სიცოცხლე აჩუქა და შეიყვანა ის ფსიქოლოგიის ისტორიაში როგორც „დაკარგული ბიჭი“. როგორც მკვლევარმა ბავშვთა განვითრების დარგში უოტსონმა პატარა ალბერტის კვლევა როგორც „ნორმალური“ და ჯანმრთელი ბავშვის კვლევა, აქცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად, რომელმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ბავშვთა აღზრდის საკითხში მრავალ თაობებში.
რა შეიძლება ითქვას უოტსონის აღმოჩენის შესახებ? დოქტორი ფრიდლანდი ამ კითხვაზე შემდეგნაირად პასუხობს:
„ჩემი აზრით ფსიქოლოგიის დარგში უოტსონის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის ამბივალენტური და წინააღმდეგობრივი იქნება“
„თვით პატარა ალბერტის კვლევა და მის მიხედვით გაკეთებული დასკვნები ყოვეთვის იქნება საკამათო რადგან უოტსონის მიერ წარმოდგენილი „ჯანმრთელი“ ალბერტი სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ექსპერიმენტისათვის გამოსადეგი. მიუხედავად იმისა რომ უოტსონის მიერ შექმნილმა თეორიამ დიდი გამოყენება ჰპოვა ჩვენ საქმე გვაქვს აშკარა თაღლითობასთან, გაყალბებასთან და ფაქტების დამახინჯებასთან.“

იხილეთ ექსპერიმენტის ვიდეო

BBC-ის პატარა გამოძიება

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close