ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ლეონარდო დი კაპრიოზე (ნაწილი III)


კვლავ დაგიბრუნდით და ჩემს მორიგ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ “მორიგი საინტერესო და უცნობი ფაქტები”, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობზე და გამოჩენილ ვარსკვლავზე, ლეონარდო დიკაპრიოზე.

● ლეონარდო დიკაპრიო 1974 წლის 11 ნოემბერს, კალიფორნიის შტატში ქალაქ, ლოს-ანჯელესში დაიბადა.

● მისი სრული სახელი – ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიოა (Leonardo Wilhelm DiCaprio).

● ლეონარდო დიკაპრიო “ჰიპების” ოჯახში დაიბადა და იგი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საშიშ გარეუბანში გაიზარდა.

● როდესაც, ლეო სულ რაღაც 2,5 წლის იყო მამამ იგი პოპულარულ საბავშვო ტელეშოუში წაიყვანა – ეს მომავალი მსახიობის პირველი გამოჩენა გახლდათ კამერის წინ.

● დიკაპრიოს მშობლები – ჯორჯი (კომიქსების ავტორი) და ირმელინი (სპეციალური მომსახურების თანამშრომელი) გაშორდნენ, ამ დროს ლეო ჯერ კიდევ არ იყო ერთი წლის, თუმცა მშობლები მაინც ცდილობდნენ მომავალი ვარსკვლავი მათთვის შესაძლებელ ადგილას აღეზარდათ, რათა მას მამის და დედის ზრუნვა არ მოჰკლებოდა.

● ლეოს დედამ საკუთარ შვილს უჩვეულო სახელი მოუფიქრა, როდესაც ლეო დაბადებულიც არ იყო იგი დედას იმ მომენტში შეეხო, როდესაც დედა ლეონარდო და ვინჩის სურათს უყურებდა.

● 1997 წელს დიკაპრიო შევიდა მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზ ადამიანთა სიაში, რომელიც ჟურნალმა People-მა შეადგინა.

● ლეონარდო John Marshall High School-ში სწავლობდა, რომელიც ლოს-ანჟელესში მდებარეობს (კალიფორნია).

● როდესაც მსახიობი 10 წლის იყო, მისმა აგენტმა მას შესთავაზა სახელი შეეცვალა და უფრო მეგობრული, ამერიკული – ლენი უილიამსი დაერქვა.

● დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთგერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. დიკაპრიოს მამა მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.

● მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“. ამას მოჰყვა როლები ფილმებში „დამიჭირე თუ შეგიძლია“, „ავიატორი“, „სისხლიანი ალმასი“, და „დასაწყისი“. მარტინ სკორსეზეს ავიატორით მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა. დიკაპრიო ასევე თამაშობს სკორსეზეს ფილმებში, „ნიუ-იორკის ბანდები“, „განდგომილნი“ და „დაწყევლილთა კუნძული“.

● ლეონარდო იმ ცნობილი ვარსკვლავების სიას მიეკუთვნება, რომლებსაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო “ოსკარი” დღემდე არ მიუღიათ, 38 წლის მსახიობი 3-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. 1994, 2005 და 2007 წლებში.

● დიკაპრიომ 2005 წელს “ავიატორის” შესრულებისათვის ოქროს გლობუსის პრემია მიიღო, თუმცა მსახიობი ამ ჯილდოზე 7-ჯერ არის ნომინირებული (1994, 1998, 2003, 2007, 2009, 2012 და 2013 წლებში).

● მთელი მისი სამსახიობო კარიერის მანძილზე, დიკაპრიოს 31 საერთაშორისო ჯილდო და 78 ნომინაცია აქვს მოპოვებული.

● დიკაპრიო ისინჯებოდა რობინის როლზე, ფილმიდან “ბეტმენი სამუდამოდ” (საბოლოოდ ეს პერსონაჟი კრის ო’დონელმა განასახიერა), ასევე ლეონარდო დიკაპრიომ ინტერესი გამოიჩინა ფილმის, “ამერიკელი ფსიქოპატის” პროექტში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ (პატრიკ ბეითმანის) როლი კრისტიან ბეილმა შეასრულა. ლეონარდოს ასევე ჰქონდა შანსი, შეესრულებინა პიტერ პარკერის როლიც, ფილმში “ადამიანი ობობა” მაგრამ როლი მის ბავშვობის მეგობარს, ტობი მაგუაირს დაუთმო.

● მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო დიკაპრიოს ცოლი არ ჰყავს და მას კრიტიკოსები ხშირად უწოდებენ “დედიკოს ბიჭს”, მსახიობი ნამდვილად გამოირჩევა მექალთანეობით. 1990-იან წლებში მსახიობი დანიელ სუპერმოდელს ელენ კრისტენსენს ხვდებოდა. 2000-2005 წლებში კი, ბრაზილიელ მოდელს, ჟიზელ ბიუდჰენს. 2006-2009 წლებში დიკაპრიოს რომანი ჰქონდა იტალიელ მოდელთან, ბარ რაფაელთან. ყველაფერი საპნის ოპერას დაემსგავსა, წყვილმა 2010 წელს კვლავ განაახლა ურთიერთობა, 2010 წლის 26 მარტს კი ოფიციალურად გამოაცხადეს შესვენება. 2010 წლის ზაფხულიდან ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ქორწილიც დაგეგმეს, თუმცა 2011 წელს ჟურნალმა New York Post-მა დაწერა, რომ ლეონარდო დიკაპრიო და ბარ რაფაელი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

● 2011 წლის ივნისიდან დიკაპრიო ტელესერიალი “ჭორიკანას” ვარსკვლავს, ბლეიქ ლაივლის ხვდებოდა. 2011 წლის ოქტომბერში კი დადასტურად, რომ ბლეიქი და ლეონარდო ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა დადეს პირობა, რომ მეგობრები დარჩებოდნენ. მალევე ამავე წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიკაპრიო Victoria’s Secret-ის მოდელს, ერინ ჰიზერტონს ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის ნოემბერში წყვილმა ოფიციალურად დაადასტურა მათი დაშორება მიზეზად კი მუშაობის გრაფიკი დასახელდა, რომელიც ორივეს საკმაოდ გადატვირთული აღმოაჩნდა. 2013 წლის მაისიდან კი მსახიობს 21 წლის გერმანელ მოდელთან, ტონი ჰარნთან აქვს ურთიერთობა.

● 2013 წლის 15 ნოემბერს, “დიდი გეთსბი”-ის შემდეგ მიმდინარე წელს ლეონარდოს უკვე მეორე ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით, “უოლ სტრიტის მგელი”. მსახიობი ასევე მუშაობს რამოდენიმე სამსახობო და საპროდიუსერო პროექტზე.

● მსახიობი ქველმოქმედების უდიდესი მოყვარულია და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში.

წყარო: IMDb.com & Kinopoisk.Ru


პ.ს: გაგრძელება იქნება..

 

თეგები

Jeremy

“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner “Eu faço música porque eu posso pegar meu violão e cantar, me satisfazer completamente, gratificação instantânea. Eu não preciso de um script, eu não as pessoas, eu não preciso de nada, câmeras, eu só tenho a mim mesmo e o meu violão ou teclado.” - Jeremy Renner

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close