ლაშქრობებისასარგებლოსურათები

ულამაზესი ტროპიკული ბაღი ნონგ ნუჩი

ტაილანდი ცნობილია ულამაზესი დასასვენებელი ადგილი პატტაიათი და მრავალი ეგზოტიკური სანახაობით. ტროპიკული ბაღი ჩონგ ნუჩი ულამაზესი სანახავია,მდებარეობს ჩონბურის პროვინციაში. ეს არის უდიდესი ბაღი სამხრეთ აზიაში, რომლის ფართობიც 210 ჰექტარეზე მატია და ერთ ერთი წამყვანი ბაღია აზიაში.

ბაღის ისტორია 1954 წლიდან იწყება, როდესაც მისტერ პისიტმა და მისის ნონგ ნუჩიმ შეიძინეს 600 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჩონბურის პროვინციაში. თავდაპირველად ბაღი განკუთვნილი იყო მებაღეობისა და ბოსტნეული პლანტაციებისთვის. გავიდა 16 წელი მისის ნონგ ნუჩიმ იმოგზაურა ევროპაში. ის აღფრთოვანებული იყო მშვენიერი ბაღების ნახვით. ასე დაიბადა იდეა შეექმნათ უზარმაზარი ტოპიკული ბაღი ყველა მსურველისთვის.

1980 წელს, როდესაც მან გახსნა კარი ტურისტებისთვის იქ იყო ბაღები იშვიათი მცენარეებით, პატარა სცენა ნაციუნალური შოუსთვის და პლადფორმა სპილოების შოუსთვის. 2001 პარკის დირექტორი გახდა მათი ვაჟი. მან გააკეთა ავტოპარკი, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ ნახონ მისი სარბოლო მანქანების კოლექცია. ის ავტომრბოლელია.

ორქიდეების ბაღი ერთი მცირე ნაწილია ამ გამოფენის. ნათელი და ფერადია, ძალიან დიდი რაოდენობაა ყვავილების და მშვენიერი სანახავია. გარდა ამისა სტუმრებს წარმოუდგენენ: კაქტუსების ბაღს, ცოცხალი პეპლების ბაღს, ფრანგულ ბაღს, სპილოების ფერმას და შოუს, ჩიტების ბაღს, წყალმცენარეების ბაღს, Bonsai ბაღს, ცისფერ ბაღს,«Stonehenge», ქოთნების ბაღს და ავტოპარკს.

2010 წელს ტროპიკულმა ბაღმა ნონგ ნუჩმა ფლორისტების გამოფენაზე ჩელსიში გაიმარჯვა ნომინაციაში ,, ყველაზე ლამაზი ბაღი მსოფლიოში” მართლაც მრავალფეროვანი, მშვენიერი, ფერადი და შთამბეჭდავი ბაღია მთელს მსოფლიოში, უდიდეს ზღაპრულ ედემის ბაღს ჰგავს და მნახხველს არ ტოვებს გულგრილს, თავისი მასშტაბით, ფერებით, იშვიათი მცენარეებით და მართლაც იმსახურებს ტიტულს ,,ყველაზე ლამაზი ბაღი მსოფლიოში.”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close