გასართობისაკითხავისურათები

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი

ლონდონის ერთ-ერთ გაარეუბანში ლონდონიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 24 კილომეტრის დაშორებით.იგი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი რომლის მგზავრთბრუნვა 2012 წლისთვის წელიწადში 70 მილიონ მგზავრს აჭარბებს, შედარებისთვის თბილისის აეროპორტში ეს მაჩვენებელი არის 1,200,000. ამ მონაცემებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტია ატლანტისა და ბეიჯინგის საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ. ასევე იგი არის დიდი ბრიტანეთის და ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტი.

აეროპორტი განლაგებულია 1227 ჰექტარის ტერიტორიაზე. დღეისათვის იგი მოიცავს 5 ტერმინალს და 2 ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს(აღმოსავლეთ ბილიკის სიგრძე 3902 მეტრი, დასავლეთის კი 3658 მეტრი). წელიწადის განმავლობაში გატარებული თვითმფრინავების რიცხვი აჭარბებს 475 000-ს. დღეისათვის აეროპორტში ოპერირებს 90 ავიაკომპანია, მსოფლიოს 184 მიმართულებით.

აეროპორტმა ფუნქციონირება დაიწყო 1929 წელს როგორც მცირე აეროდრომმა, ხოლო მისი განვითარება და დიდ აეროპორტად ქცევა დაიწყო 1944 წლისთვის. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანეთის მთავრობამ დაიწყო ფართო ინვესტიციების ჩადება ჰითროუს აეროპორტის განვითარებისათვის. აეროპორტის სახელწოდება “ჰითროუ” გამომდინარეობს ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში არსებული სოფელ “ჰითროუს” სახელიდან. ამ ადგილას ძირითადად განლაგებული იყო ფერმები და სასოფლო-სამეურნეო პუნქტები. იქ სადაც დღეს ჰითროუს აეროპორტის 1 ტერმინალია იყო ფერმა რომელსაც ასევე ჰითროუ ერქვა. 1950 წელს ჰითროუს აეროპორტს 6 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჰქონდა, თუმცა პარკინგისა თუ საჰაერო კონტროლის სისტემების განვითარებასთან ერთად მას 4 ბილიკი გამოაკლდა.

ჰითროუს აეროპორტის 1 ტერმინალმა ფუნქციონირება დაიწყო 1968 წელს. იგი მოიცავს 74,601მ2. ამ ტერმინალის დახურვა იგეგმება 2016 წლისთვის მას შემდეგ რაც 2 ტერმინალი დაიწყებს ფუნქციონირებას. იგი ყოველწლიურად 13.600.000 ადამიანს ემსახურება.

ჰითროუს აეროპორტის 2 ტერმინალი ამ დროისთვის მშენებლობის აქტიურ ფაზაშია და მისი გახსნა 2014 წელს იგეგმება. ოფიციალურად იგი დამთავრდება 2014 წელს. ოფიციალურად მისი მშენებლობა დამთავრდება 2013 წლის ნოემბრის თვეში თუმცა ამის შემდეგ მან უნდა გაიაროს 6 თვიანი ტესტირების ვადა, რომლის შემდეგაც იგი უკვე შეძლებს მგზავრების მომსახურებას. იგი ზომებით დაახლოებით ჰითროუს 5 ტერმინალის ზომის იქნება. მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში განთავსდება 52 მაღაზია და 17 კაფე-ბარი. თავდაპირველად 2 ტერმინალი გაიხსნა 1955 წელს და იგი იყო ჰითროუს პირველი ტერმინალი რომელიც ექსპულატაციაში შევიდა. მას დედოფლის ტერმინალსსაც ეძახიან რადგან მისი გახსნა ელიზაბედ მეორის კორონაციიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა და სწორედ მანვე გახსნა ის. 1955 წლისთვის ამ ტერმინალის მაქსიმალური წლიური მგზავრთბრუნვა 1,200,000 ადამიანი იყო, თუმცა მისი გახსნიდან რამოდენიმე წელიწადში ამ მაჩვენებელმა 8,000,000-ს მიაღწია. ამ ისტორიულმა ტერმინალმა მთელი თავისი არსებობის მანძილზე 316 მილიონის ტრანსპორტირება უზრუნველყო და 2010 წელს საბოლოოდ დაიხურა და ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო.

ჰითროუს აეროპორტის 3 ტერმინალი. იგი თავდაპირველად იგი გაიხსნა 1961 წლის 13 ნოემბერს და იგი საოკეანო ტერმინალის როლს ასრულებდა, კონკრეტულად კი იგი წარმოადგენდა შესასვენებელ ადგილს ხანგრძლივი რეისებისთვის. 1968 წელს იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტერმინალი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, 1970 წელს კი სწორედ მესამე ტერმინალში გაიხსნა ბრიტანეთის ისტორიაში პირველი მოსიარულე ბილიკი. 2006 წელს დასრულდა 105 მილიონ ფუნტად შეფასებული 6 ახალი სადგომის მშენებლობა , რომლებიც დღეს ემსახურებიან 3 დიდ ავიაკომპანიას სინგაპურ აირლაინს, ემირეითს და ქატარს რომლებიც თავიანთი A380-ებით ასრულებენ ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. სამომავლოდ დაგეგმილია ამ ტერმინალის განვითარებაში კიდევ 1,000,000,000 (1 მილიარდი) ფუნტი სტერლინგი ინვესტიციის ჩადება. დღეისთვის მესამე ტერმინალი მოიცავს 98,000მ2 ტერიტორიას და ყოველწლიურად 20,000,000 მგზავრს ემსახურება.

ჰითროუს აეროპორტის 4 ტერმინალი. იგი გაიხსნა 1986 წელს და 1,2 და 3 ტერმინალებს უკავშირდება ეგრედ წოდებული ჰითროუს სატვირთო გვირაბით. იგი მოიცავს 105,000მ2 ტერიტორიას და იგეგმება კიდევ 200,000,000 ფუნტიანი ინვესტიციის ჩადება მის განვითარებაში.

ჰითროუს აეროპორტის 5 ტერმინალი. იგი საპატიოდ გახსნა ელიზაბედ დედოფალმა 2008 წლის 14 მარტს. იგი მდებარეობს ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებს შორის. იგი არის ჰითროუს აეროპორტის უდიდესი ტერმინალი და შედგება 2 შენობისაგან მთავარი A და მეორე B შენობისაგან. A შენობა 300,000მ2 მოიცავს ხოლო B 60,000მ2. სამომავლოდ შესაძლებელია C და D დარბაზებით განვითარებაც. ტერმინალის მშენებლობის ღირებულება 4.300.000.000 (4 მილიარდ 300 მილიონ) ფუნტ სტერლინგ შეადგენს. მას გააჩნია 60 თვითმფრინავის სადგომი და წელიწადში 30.000.000 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა, ასევე მასში განთავსებულია 100-ზე მეტი მაღაზია და რესტორანი.

ჰითროუს აეროპორტიდან ყველაზე დატვირთული რეისები არიან:ლონდონი-ნიუ იორკი(2.839.000 მგზავრი წელიწადში),ლონდონი-დუბაი(1.900.000 მგზავრი წელიწადში), და ლონდონი-დუბლინი(1.500.000 მგზავრი წელიწადში).

თეგები

bekunio

born-1985 live-tbilisi,shartava str age-28
Close
Close