გასართობისაკითხავისასარგებლო

ძვირფასი ქვები

გაგრძელებაში იხილავთ ინფორმაციას მინერალებზე

მინერალების ენერგია მუდმივად ურთიერთ ცვალებადობაშია გარემოსთან. ამ დროს წარმოიშვება მრავალფეროვანი ენერგეტიკული ვიბრაციები,რომელიც დამოკიდებულია თითოეული ბუნებრივი ქვის ინდივიდუალურ სტრუქტურაზე. მინერალების და კრისტალების სამყარო მრავაფეროვანი და განსაცვიფრებელია, როგორც ადამიანის აურა. მრავალჯერადი ისტორიული ფაქტები და თანამედროვე კვლევები უჩვენებს რომ, ჩვენს სამყაროში მინერალებსაც გააჩნიათ საკუთარი აურა. ისიც ანალოგიურად ცვალებადია, როგორც ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების აურა. კრისტალები წარმოქმნინა განსაკუთრებულ ველებს და ვიბრაციებს.ისინი რეზონანსული ეფექტებით ზემოქმედებენ ადამიანის უჯრედების და ორგანოების მუშაობაზე. მინერალები ეს დედამიწის უძველესი მცხოვრებლები არიან. მათ რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში დააგროვეს თავიანთ კრისტალებში უამრავი რაოდენობის ენერგია. მინერალების ვიბრაცია თითქმის ინდენტურია ადამიანის ვიბრაციების. მინერალებს შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმთან კონტაქტის დროს მოახდინონ ენერგიის ნაკადების სტიმულირება. მათ მიერ გამოსხივებული ენერგია მოქმედებს ჩვენს სხეულზე და აღწევს თითოეულ უჯრედამდე.

მინერალები საკუთარი აურის საშუალებით გამოიწვევენ ადამიანის ორგანიზმში მრავალფეროვან ცვლილებებს რაც, უმრავლეს შემთხვევაში გამოიხატება მათი სამკურნალო ზემოქმედებით ორგანიზმზე. ზოგიერთი მკვლევარი, მინერალების ზემოქმედებას ადამიანზე ადარებენ პლაცებოს ეფექტს. ასეა, თუ ისე, ათასწლეულობით დაგროვილი პრაქტიკა აჩვენებს რომ, ისინი საკუთარი ინფორმაციული (აურული) ზემოქმედებით ცვლიან ადამიანის ფსიქო-ნერვულ და განწყობის ელემენტებს ცხოვრების მთელ მანძილზე.

1)ამეთვისტი

ამეთვისტი – ანტიკური ხანიდან თვლიან თრობის საწინააღმდეგო საშუალებად და ღვთაებრივ ქვად. ქრისტიანი ეპისკოპოსები ხშირად ატარებდნენ და ეხლაც ატარებენ ამ მინერალისგან დამზადებულ ბეჭდებს. ითვლება რომ ეს ქვა მლოცველებს აყენებს ღმერთისკენ მიმავალ გზაზე. ინდოეთში ამ მინერალს თვლიან ერთერთ ძლიერ მაგიურ ქვად. იოგები ამეტისტის კრისტალს იდებენ წარბებს შუა და თავიანთი ვიბრაციებით აწყნარებენ გონებას და აღწევენ შინაგან სიმშვიდეს. ამეტისტი თავის სამკურნალო იისფერი თვისებებით ანელებს სულიერ ტკივილებს, აქრობს განგაშის შეგრძნებებს, აწყნარებს და ასუფთავებს ფიქრებს. ავსებს აურას დადებითი ენერგიით და კეთილი სურვილებით. მისი სამკურნალო თვისებები ადამიანს უხსნის უძილობისა და გაღიზიანებებს.

2)ფირუზი

ფირუზი – სპარსეთში ითვლებოდა როგორც გამარჯვების სიმბოლოდ. თანამედროვე ლიტო თერაპიის მიმდევარნი ამ ქვის ტარებას ურჩევენ რისკიან და გამარჯვების მომწყურნე ადამიანებს. ინდური მოძღვრების მიხედვით ფირუზი ხორხის ჩაკრის ბიოსტიმულატორია. ამიტომაც დადებითად მოქმედებს ფარისებულ ჯირკვალს და ხმის იოგებზე. მონღოლელი ლამები თვლიან, რომ ფირუზი არის ჯანმრთელობის ინდიკატორი. თუ, ეს მინერალი ადამიანის სხეულზე მისი ტარების დროს რომელიმე პერიოდში იწყებს გამწვანებას ან ფერი ეკარგება, ჩათვალეთ რომ ეს არის პირველი ჯამრთელობის გაუარესების გამაფრთხილებელი ნიშანი. ითვლება რომ, მინერალი იწყებს ფერის აღდგენას როცა მისი პატრონის აურა სუფთავდება.

3)ტურმალინი

ტურმალინი – ინდოელი მკურნალები უწოდებენ მკურნალსა და გამასუფთავებელ მინერალს. ტურმალინი ითვლება საუკეთესო მკურნალად გულის ჩაკრის [ანაჰატა]. მისი ტარება რეკომედირებულია ყველასთვის. განსაკუთრებით დიდ ფიზიკური და ნერვიული დატვირთვის შემდეგ. ადამიანის აურის გარშემო წარმოქმნილ უარყოფითი ენერგიის განსამუხტავად. შავი ტურმალინი თავის გარშემო ქმნის დაცვით აუარას, რომელიც აირეკლავს უვარგის ზემოქმედებას. წითელს და ვარდისფერ ტურმალინს გააჩნიათ “იან” პროექციული ენერგია. ხოლო მწვანე, შავი და ცისფერი მგრძნობიარე არიან “ინ” ენერგიის.

4)ზურმუხტი

ზურმუხტი – ძველ სლავებში უწოდებდნენ სიბრძნის და თავშეკავებულობის ქვას. ჯერ კიდევ ძველი ებრაელები წერდნენ, რომ “არ არის ამაზე უკეთესი ფერი თვალისთვის” სინამდვილეშიც ცნობილია, რომ მწვანე ფერი ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, კონცეტრაციას უკეთებს აზროვნებას და იძლევა სიმსუბუქის შეგრძნებას. ნატურალური ზურმუხტის ქვით დამზადებული სამკაულები აძლიერებს აზროვნებას. ეხმარება ადამიანს უძილობის და არა სასიამოვნო სიზმრებისგან. ხელს უწყობს გულის მუშაობას, აფერქმთალებს მელანქოლიას და უხანგძრლივებს ადამიანს სიცოცხლეს. ადამიანის აურა თავისუფლად ითვისებს ამ მინერალის ვიბრაციებს. ხოლო გულის ჩაკრა [ ანაჰატა] დისბალანსის შემთხვევაში იწყებს გაწონასწორებულ მუშაობას.

5)ოპალი

ოპალი – ინდოელები მას უწოდებენ რწმენის, სიყვარულის და შემწყნარებლობის ქვას. ითვლებოდა, რომ ეხმარება ბავშვებს ზრდაში და ასუფთავებს მათ გონებას, როდესაც ისინი თამაშობენ მისგან არეკლილ მზის სხივებში. ძველი ინდოელ სწავლულთა მიხედვით ოპალი ეხმარება ადამიანებს ურთიერთ დაახლოების დროს. აიუვერდაში ნათქვამია რომ ეს მინერალი შეიცავს სამ ელემენტს: წყალს, ცეცხლს და ცხიმს. მას გააჩნია სასიამოვნო ნათელი აურა და გამოსადეგია ადამიანის სხვა და სხვა დაავდებებთან სამკურნალოდ.

6)მარჯანი

მარჯანი – ჯერ კიდევ შუმერების სამეფოში, ძველ ეგვიპტეს და საბერძნეთში ვარდისფერი მარჯანი იყო უკვდავების და ბედნიერების სიმბოლო. ინდოეთში მარჯანს სცემდნენ პატივს სილამაზის და მის სამკურნალო და მაგიური თვისებებისთვის. აიუვერდას მიხედვით წითელი მარჯანი შედგება სამი ელემენტისგან: წყალი, მიწა და ცეცხლი. მისი მოქმედება ვრცელდება ნივთიერებათა ცვლის, სხეულის ტემპერატურას და კანის მდგომარეობის მარეგულირებელ ენერგიაზე. მარჯანის ვიბრაციას ითვისებს შვიდივე ძირითადი ჩაკრა. ადამიანის აურა მის ვიბრაციებს იღებს “ინ” საწყისის დახმარებით.

7)კატის თვალი

კატის თვალი – მინერალი რომელიც იცავს ადამიანს ღალატისგან. კატის თვალი საუკეთესო დამცველია მეპატრონის. ის ფარავს მას გარეგან ნეგატიურ ზემოქმედების და ცუდი თვალისგან. ამაგრებს ოჯახურ კვანძებს და იცავს ცოლ-ქმრულ ღალატისგან. ეხმარება ხორხის ჩაკრას ენერგიის ჰარმონიულ გადანაწილებაში. ის იღებს პროექციულ ენერგია “იანს’. კატის თვალი იცავს ადამიანის აურას როდესაც ის დასუსტებულია სხვა ადამიანის უფრო მძლავრი აურის ზემოქმედებით.

8)ნეფრიტი

ნეფრიტი – ითვლება ზოგადად ჩინეთის ნაციონალურ მინერალად. ეს ქვა გამოიყენება ამ ქვეყანაში უკვე ჩვენ წელთაღიცხვამდე 2 ათასწლეულიდან. კონფუცი მას იხსენებს როგორც სიბრძნის ქვას. ჩინეთში დაოს მიმდევრები ნეფრიტს აწერდნენ სიცოცხლის ძალის მომცემის უნარს. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ჩინელები იკეთებდნენ ამ მინერალისგან დამზადებულ სამაჯურებს და ყელსაბამებს აურის გაცისკროვნებისათვის. ამ მინერალს აწერენ უნარს გამოიყვანოს პატრონი გამოუვალ სიტუაციებიდან.

9)ლაზურიტი(ჩემი საყვარელი მინერალი :*)

ლაზურიტი – ძველ ჩინეთში ითვლებოდა ხელისუფლების სიმბოლოთ. ინდოეთში ამ მინერალისგან ამზადებდნენ რელიგიურ ატრიბუტიკას, ვინაიდან თვლიდნენ ციურ ქვად. მათი აზრით ეს მინერალი განამტკიცებს სხეულის ფიზიკურ სიძლიერეს, გონებას და ჭკუას. ლაზურიტი რეკომენდირებულია როგორც ორგანიზმის მასტიმულირებელი საშუალება. გამოიყენება მხედველობის დაზიანების შემთხვევებშიც. იოგები იყენებენ ლაზურიტს აურის გასასუფთავებლად ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან. ლაზურიტი ეხმარება მფლობელს შემაწუხებელი, საგანგაშო აზრებიდან გასანთავისუფლებად.

10)აქვამარინი

აკვამარინი – უძველეს დროიდან აკვამარინი ითვლება ცვალებადი აურის მქონე მინერალად. ანელებს აღგზნებულ ემოციებს, აქრობს სიბრაზეს და აწყნარებს მას. ხელს უწყობს დადებითი ემოციებს წარმოშობას. იოგები თვლიან აკვამარინს ხორხის ჩაკრის ბიოსტიმულატორად. ის მართავს ორგანიზმში ემოციებს. ტიბეტურ და მონგოლურ მედიცინაში აკვამარინი ითვლება კარგ ბიოსტიმულატორად და სულიერი გაწონასწორების საშუალებად. აკვამარინი იცვლის ფერს ამინდის ცვალებადობის და მისი მფლობელის განწყობის მიხედვით.

11)ონიქსი

ონიკსი -მინერალი რომელიც შთანთქავს უარყოფით ენერგიას. მუდმივად სხეულზე ტარება ეხმარება ადამიანებს სტრესული მდგომარეობებიდან გამოსვლაში. ის საუკეთესო საშუალებაა ჩაკრა ანაჰატის სტრესული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ონიქსი და კერძოდ მისი მარმარილოს ბუნება ხელს უწყობს აურას გაჭუჭყიანებული ფრაგმენტებიდან გამონთავისუფლებაში.

12)მალაქიტი

მალაქიტი – ისტორიულად აღმოსავლეთის ქვეყნებში ითვლება “ჯამრთელობის ქვად”. იცავს ფლობელს თავდასხმის და სხვადასხვა უბედურებისაგან. აივერდურას მიხედვით მალაქიტს იყენებენ გულის ჩაკრის დისბალანსიდან გამოყვანის დროს. გააჩნია თვისება დაეხმაროს ადამიანის აურას გარეგანი ენერგიის ორგანიზმში გადანაწილებისათვის. იყენებენ ორგანიზმში ენერგეტიკული საცობების გასახსნელად. ხოლო მის ღია შეფერილობების ნაირსახეობებს მზის წნულის ჩაკრიდან ემოციური სტრესები მოხსნისთვის. ის ქმნის ჰარმონიულ ბალანს გულის და ჭიპის ჩაკრას შორის. მალაქიტს გააჩნია უნარი შთანთქას უარყოფითი ენერგია და შექმნას ორგანიზმში ფიზიკური და ემოციური ჰარმონია.

13)ფლუორიტი

ფლუორიტი – [სტრესთან მებრძოლი მინერალი]. გააჩნია საკმაოდ მრავალფეროვანი შეფერადებლობა. ხელს უწყობს მესამე თვალის [ჩაკრა] გახსნას. ეხმარება აზრების დალაგებას და სულიერის სიმშვიდს მიღწევს. შესწევს უნარი შეამციროს ემოციური აღგზნება. წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას სტრესების მოხსნაში. ფლუორიტისგან დამზადებული სამკაულები ეხმარებიან მფლობელს გაანვითარის ანალიტიკური უნარები. ლიტო თერაპევტები იყენებენ ამ მინერალს თავის ტვინის და გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამბობენ რომ ფლუორიტი შესაძლებელია გამოყენებული იყოს ეპილეფსიის და გაფანტული სკლეროზის დროს. ის პროექტირებს იან ენერგიას.

14)ოქროსფერი ტოპაზი

ოქროსფერი ტოპაზი -[შინაგანი გაცისკროვნების ქვა]. ძველ აღმოსავლურ მოძღვრებებში ითვლება ძვირფას ქვად, რომელსაც შეუძლია დაიცვას პატრონი სხვადასხვა ტიპის ჯადოსნობის და ნეგატიური ენერგიისგან. ტოპაზი ეხმარება პატრონს დეპრესიის და შიშებისგან. აქარწლებს ეჭვებს და რისხვას. ინდოელი იოგები ტოპაზს თვლიან გვირგვინოვანი ჩაკრის სტიმულატორად. იოგების პრაქტიკაში ტოპაზი გამოიყენება მედიტაციის დროს სხვადასხვა ხილვებისთვის. აძლიერებს იმუნურ სისტემას და იხმარებოდა ფსიქიკურ დაავადებათა საწინააღმდეგოდ. ოქროს ფერი ტოპაზის სამკაულები აკონცენტრირებენ პატრონს ოპტიმისტურ განწყობაზე. ტოპაზის ტარება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისათვის რომლებიც გაჯერებული არიან გაურკვეველი შიშებით.

15)ციტრინი

ციტრინი – [მინერალი რომელიც ამაგრებს აურას]. ყვითელი ციტრინი ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო მისტიკური ქვა. ძველ რომში ორატორები და სენატორები ატარებდნენ მუდმივად ციტრინის კრისტალებს. თვლიდნენ რომ ის ანვითარებს მჭერმეტყველებას და აძლიერებს მეხსიერებას. ითვლებოდა რომ, ციტრინი ხელს უწყობს ადამიანების ურთიერთობებს და ეხმარება მათ ფსიქოლოგიური კონტაქტების დამყარებაში. ციტრინის ოქროსფერი სხივი ეს მისი ენერგიაა ”ცი” ის მსგავსია მზის ენერგიის, რომელიც იძლევა სითბოს და სინათლეს. ლითო თერაპევტები თვლიან, რომ ეს მინერალი ეხმარება ადამიანებს ბგერითი დეფექტების დროს. პარალელურად ამაგრებს ნერვიულ სისტემის. იოგას სამკურნალო სისტემაში ის ითვლება ჭიპის ჩაკრის [მანიპურა] ერთ-ერთ მთავარ მინერალად. ციტრინი ავლენს თავის სასარგებლო თვისებებს გასტრიტის, პიელონეფრიტის და ცისტიტის შემთხვევებში. ამის გარდა თავისი ვიბრაციებით ადამიანის სხეულის გარშემო ქმნის აურას და აქვს უნარი დაიცვას ის გარემოს უარყოფითი ზემოქმედებებისაგან.

16)ლალი

ლალი -[დრაკონის ცხელი სისხლი]. ინდოეთში ლალი ითვლებოდა ყველაზე საპატივცემულო მინერალად. მას თვლიდნენ ცეცხლის სტიქიის ყველაზე უფრო გამომხატველ ქვად და”იან” საწყისის ენერგიის მძლავრ კონცენტრაციის ძალად. ისინი თვლიდნენ რომ, ლალს შეუძლია მისცეს მის პატრონს განუსაზღვრელი ძალაუფლება და ადამიანებზე ზემოქმედების მძლავრი უნარი. ლიტო თერაპევტები აკუთვნებენ ამ ქვას სხვადასხვა დაავადებებისაგან განმკურნების უნარს. მათი აზრით ,ლალი ეხმარება ადამიანის ორგანიზმს სისხლის დაავადებათა, ქრონიკული ტონზელიტის, ხერხემლის და სახსრების განმკურნებაში. ორგანიზმის ”იან” ენერგიის გადამეტებული რაოდენობის დროს მისი ტარება არ არის რეკომენდირებული. ლალი დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე. იგი უწყობს ადამიანის აურას ხელს გარემოსთან ადაპტაციაში.

17)ალმასი

ალმასი – [ ქვათა მეფე].ალმასი ძველ ცივილიზაციებში სიმბოლო სიწმინდის, დაუმარცხებლობის, ძალის, ძალაუფლების და სრულყოფილების. ინდურ მოძღვრებებში ის ითვლება მე- 7 ჩაკრის [საჰასრარა] მთავარ ქვად. რომელიც აერთიანებს ადამიანს კოსმოსურ ძალებთან. იოგები თვლიან რომ, ალმასის მძლავრი ენერგიის ვიბრაციები ასაზრდოებს გულს, თავის ტვინს და ყველა ”ეფირულ” სხეულს. ალმასი იცავს თავის პატრონს ავადმყოფობებისგან. მას გამოყავს პატრონისგან ცუდი სიზმრები და კურნავს შიშებისგან. ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში კენჭების წარმოშობას და აპოპლექსიას. ლითო თერაპევტები ურჩევენ ადამიანებს ორგანიზმის გამაგრებისთვის ყოველდღე მიიღონ თითო ჭიქა ”ალმასის წყალი”. ინდიგო ფერის აურის ტიპის ადამიანებს ეს ქვა ხელს უწყობს დაიცვან თავი გარემოს უარყოფითი მუხტებისგან. ალმასის ტარება რეგულარულად არ არის რეკომენდირებული იმპულსური ხასიათის მაღალი წნევის მქონე ადამიანებისათვის.

18)საფირონი

საფირონი – [სიბრძნის ქვა]. უძველეს დროიდან ითვლებოდა სიბრძნის, ძალაუფლების, გამარჯვების და სამართლიანობის სიმბოლურ ქვად. ეგვიპტეში უმაღლესი ქურუმები ატარებდნენ ამ ქვას როგორც ჭეშმარიტების სიმბოლოს. იოანე ღვთისმეტყველის მიერ საფირონით აღნიშნულია პირამიდის ბოლოს წინასაფეხური მიმავალი ზეციურ ქალაქ იერუსალიმისკენ. ინდოეთში თვლიდნენ რომ, უშუალოდ დაკავშირებულია კოსმოსთან. ქვა რომელიც შიგნით ისვრეტს კოსმოსის ცივ ასტრალური ფერს. ღვთისმეტყველი პავლე ფლორენსკის აზრით საფირონში შესაძლებელია დავინახოთ სულის სიმბოლო, მიზანსწრაფული უსასრულობისკენ. ძველ ჩინეთში ციური-ცისფერი სინათლე რომელიც გააჩნია საფირონს სიმბოლიზირდებოდა სულთან სიკვდილის შემდგომ. ითლება რომ, საფირონი არეგულირებს წნევას, ეხმარება პატრონს გადალახოს უძილობა და წელის ტკივილი. ზოგ შემთხვევაში მოხსენებულია როგორც დამხმარე კომპონენტად სიმსივნეების დროს. ხელს უწყობს იგრძნოს სიცრუე. ეხმარება პატრონს სიმშვიდის მოპოვებაში. განსაკუთრებით ძლიერი თვისებებით გამოირჩევა ვარსკლავის ფორმის ეგზემპლიარები, რომლებშიც გადაიკვეთებიან სამი ურთიერთ გადამკვეთი სხივები – უძლიერესი გრძნობების სიმბოლოები ”რწმენა, იმედი, სიყვარული”. ეს მინერალი ხელს უწყობს ადამიანის აურას ფერთა დაწმენდაში. ის მგრძნობიარეა ”ინ” ენერგიის მიმართ.

ჩემი პირველი პოსტია ამ საიტზე და იმედია მოგეწონებათ

 

წყარო : www.aura-help.ge

loading...
თეგები

PagsOn

Ucnauri.com aris Dzalian Magari saiti am saitis sashualebit dzalian bevri informacia movipove da madloba im adamians vinc es saiti sheqmna :)

მსგავსი ამბები

Close
Close