კულტურაუცნაური

დმანისელი ადამიანი პირის ღრუს ჰიგიენას იცავდა

დმანისელი ადამიანი პირის ღრუს ჰიგიენას იცავდა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, დმანისში მცხოვრები უძველესი ადამიანები კბილის საწმენდით რეგულარულად სარგებლობდნენ.ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის სტატია ამერიკულმა გამოცემა PNAS –მა (“მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე”) გამოაქვეყნა:

“დმანისთან ახლოს პალეონთოლოგების მიერ ნაპოვნი ადრეული ადამიანის ნიმუშებზე კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ კბილებსა და ყბის ძვლებზე უმრავი პარალელური და ღრმა ნაკაწრი იყო, რომელიც სავარაუდოდ კბილის საწმენდის არასწორად გამოყენებას უკავშირდებოდა.”

ამ კვლევაში ბატონ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად მონაწილეობდა ახალგაზრდა მეცნიერი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი ანა მარგველაშვილი, რომელიც ახლა ციურიხის ანთროპოლოგიის ინსტიტუტსა და მუზეუმის უნივერსიტეტში მუშაობს. ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ანას და რამდენიმე კითხვით მივმართეთ მას:

– როგორ მიხვედით ამ აღმოჩენამდე?

– დამნისის მასალაზე მუშაობისას, როდესაც მომიწია ერთ-ერთი ქვედა ყბის დათვალიერება, აღმოვაჩინეთ ცილინდრის ფორმის დეფექტი. შემდეგ ამ დეფექტის ზედაპირი ელექტრონული მიკროსკოპით დავათვალიერეთ და აღმოვაჩინეთ ჰორიზონტალურად (ლოყიდან ენისკენ) მიმართული ნაკაწრები. დეფექტის ფორმა და ამ ტიპის (ჰორიზონტალური) ნაკაწრების არსებობა აშკარად მიუთითებს კბილის ჩხირის გამოყენებაზე. როგორც ჩანს დმანისელი ადამიანი ამ საქმიანობით საკმაოდ ხშირად კავდებოდა.

– კბილებსა და ყბის ძვალზე ნაკაწრები ყველა ნიმუშზე დასტურდება?

– არა, მხოლოდ ერთი ინდივიდი იყენებდა კბილის ჩხირს, დანარჩენებზე არ აღმოგვიჩენია მსგავსი რამ. ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ეს – მისმა სტატუსმა, თუ უბრალოდ სხვებზე უფრო ცუდმა კბილებმა.

– საერთოდ, კბილებზე ნაკაწრს ალბათ ძალიან მყარი “ჯაგრისი” დასჭირდებოდა, სავარაუდოდ, რა უნდა ყოფილიყო ეს? ალბათ ცხოველის ჯაგარი, ან ძუა – არა?

– სავარაუდოდ, ალბათ რაიმე ხის მასალა, პატარა ტოტი ანდა ძვლის ანატეხი იქნებოდა. თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით, რითი ისუფთავებდნენ საჭმლის ნარჩენებს.

– სიურპრიზებს ალბათ ყოველთვის უნდა ველოდოთ, კვლევა და მეცნიერება იმით არის საინტერესო, რომ უამრავ ახალ აღმოჩენას გვთავაზობს…- კიდევ შეიძლება ველოდოთ სიურპრიზებს დმანისელი ადამიანებისგან?

6d8021423ccc873140d36ab13074c7a6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button