გართობაუცნაური

10 ყველაზე უცნაური საქორწილო ცერემონიალი

4a0844ee4b4b
ზოგიერთ ნეფე-პატარძალს საქორწილო ცერემონიალი ეჩვენებათ ისეთი ერთფეროვანი და მოწყენილი, რომ გეგმავენ საზეიმო საქორწინო ცერემონიის ჩატარების ყველაზე წარმოუდგენელ და უცნაურ საშუალებებს . ცნობილია, რომ საქორწილო ცერემონიალი განსხვავდება წყვილის რელიგიური მრწამსის მიხედვითაც – ზოგი ქორწილს რელიგიურ ელფერს აძლევს, ზოგი უბრალოდ მმაჩის ბიუროში აწერს ხელს, და ზოგიც კი ორივეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ცერემონიალი სხვადასხვა ზომისაა: დიდი, გრადნდიოზული, ბევრი სტუმრებით ან მცირერიცხოვანი, მხოლოდ ოჯახის წევრებითა და ახლობელი ადამინების გარემოცვაში. არიან გამონაკლისებიც რომლებიც ჯერ ქორწინდებიან და შემდეგ აცხადებენ ამ საბედნიერო ამბის შესახებ. აქ წარმოგიდგენთ ზოგიერთ მაქსიმალურად ორიგინალურ, უჩვეულო და კრეატიულ საქორწინო ცერემონიალს:
6ce11d034fe7
1) ალპინისტების ქორწილი.
ახალდაქორწინებულებმა აღნიშნეს თავიანთი ქორწილი 28 მეტრ სიმაღლეზე. ჩინეთის ქალაქ კუნმინში (Kunming), Jiang Dezhang (27 წლის) კოცნის თავის პატარძალს -Tie Guangju (26 წლის), როდესაც ისინი დაკიდებულები არიან შენობაზე. ეს ორი შეყვარებული მუშაობს ცათამბჯენების გარეთა შუშის მწმენდავებად, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს აესახათ თავიანთი მუშაობა საქორწინო ცერემონიაში.
ისინი ძალიან ფრთხილად ეკიდებიან თავიანთ პროფესიას – ფანჯრების მწმენდავის პროფესიას , რადგანაც გათვითცნობიერბული აქვთ სავალალო შედეგი. მარტო ერთხელ, 2007 წელს ფანჯრების მწმენდავი ალ სიდეს მორენო 47-ე სართულიდან ჩამოვარდა და საბედნიეროდ გადარჩა.

86dd9cda406d
2. ქორწილი T.J. Maxx-ში.
(ფოტო) მთელი ცხოვრების მანძილზე სატანა ლიზას (Lisa Satayut) ოცნება იყო ქორწილი მაღაზია T.J. Maxx-ის ფეხსაცმლის განყოფილებაში. რადგანაც, ლიზა ფეხსაცმლის მაღაზიას უწოდებს „ბედნიერ ადგილს“, ამიტომაც ქორწილი თავის საქმროსთან დრიუ ელისანთან (Drew Ellis) გაიმართა ამ მაღაზიაში.

85896245dad2
3. ქორწილი უწონადობაში.
პატარძალი იყო თეთრ კაბაში, ხოლო მისი საყურეები გავდა „პატარა პლანეტებს“. საქმროს ეცვა სმოკინგი, ხოლო მანჟეტის საკინძეები ჩამოგავდა „კოსმოსურ ხომალდს“. ქორწილის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს ქორწილი კაცობრიობის ისტორიაში იყო პირველი ქორწილი უწონადობის მდგომარეობაში.
სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავის ბოინგ-727-200 G-Force ფრენის დროს, ახალდაქორწინებულებმა ძლივძლივობით გაუკეთეს ერთმანეთს საქორწილო ბეჭდები და აკოცეს ერთმანეთს მეჯვარეების დახმარებით.

სტუმრებს შორის იყო წყვილი ნიუ-იორკიდან – Erin Finnegan და Noah Fulmor – ისინი დაქორწინდნენ წყალქვეშ – მექსიკის ყურეში.

c015b5c936bd
4. ყველაზე დიდი წყალქვეშა ქორწილი.
ორას სამოცდაათი მყვინთავი ჩავიდა წყალში, რომ აღენიშნათ ყველაზე დიდი წყალქვეშა ქორწილი . ფრანჩესკა კოლომბი (Francesca Colombi) და ჯამპიერო ჯანოკაპო (Giampiero Giannoccaro) დაქორწინდნენ წყალქვეშ , 2010 წლის 12 ივლისს- იტალიაში Morcone-ს სანაპიროზე.

05325e4952e0
5. ქორწილი საკიდარებზე.
ამ ქორწილის ფოტო გადაღებულია ცნობილი ფოტოგრაფის მიშელ დე კოსპარიოს (Michel de kospario) მიერ ახალ ორლეანში (New Orleans). ნეფე-პატარძალს ძალიან უყვართ სხეულის მოდიფიკაციაც…

f675bf5a7880
6. ქორწილი გორგოლაჭებიან ციგურებზე.
ვინ ამბობს, რომ ქორწილის კაბა უნდა იყოს ტრადიციულად თეთრი? შეხედეთ ლიზას და დეივის ამ ფოტო-სურათებს- ისინი ბავშვობიდანვე როლიკებზე სრიალის ფანები იყვნენ და არიან დღესდღეობითაც .

d44431e9053f
7. ქორწილი მყინვარზე.
ნეფე-პატარძალი ფიცს დებენ ალასკაზე. ცერემონიაზე დასასწრებად ახალდაქორწინებულებმა ჟურნალისტები არ დაპატიჟეს, ასე რომ, მათ ისღა დარჩენიათ, თვითმხილველების მონაყოლით დაკმაყოფილდნენ.
ტემპერრატურა მწვერვალზე, როგორც წესი ნაკლებია 10-15 გრადუსით, ვიდრე დედამიწაზე. ვიმედოვნებთ, მიუხედავად ასეთი სიცივის და ყინვის, მათი ურთიერთობა დარჩება თბილი…

c29430ea2273
8. ქორწილი აეროსტატის ბურთზე.
ჰაერნაოსანი მაიკლ კიჯაკი (Mike Kijak) უკვე 15 წლის განმავლობაში დაფრინავს
საჰაერო ბურთით კალიფორნიაში. ქორწილზე კი შეიძლება მხოლოდ 8 ადამიანის
დასწრება. მომსახურების კომპანია „Up and Away“ დიდი წარმატებით სარგებლობს; კომპანიის მფლობელი თვით მაიკლ კიჯაკია (Mike Kijak) და თვითონ ჩაატარა საქორწინო ცერემონია. მაიკლმა განაცხადა: „ძალიან ხშირად საჰაერო ბუშტით ფრენისას, მამაკაცი დაქორწინების წინადადებას აძლევს თავის შეყვარებულ ქალს, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს. მაგრამ ერთ დღეს ვიღაცამ იკითხა, თუ ჩვენ შეგვიძლია დავაქორწინოთ ისინი, რაზეც მე ვუპასუხე – დიახ, რა თქმა უნდა „. მაიკლ კიჯაკმა (Mike Kijak) ქორწინების ჩატარების ნებართვა მიიღო კალიფორნიაში…

4a0844ee4b4b
9. ქორწილი წვიმის ქვეშ.
ბევრი თვლის, რომ ქორწილის დროს წვიმა- წყვილისათვის ნიშნავს ბედნიერ ცხოვრებას . და თუ ეს სიმართლეა, მაშინ ერნელი რუაზოლი (Hernelie Ruazol) და რემ კამპო (Ram Campo) იცხოვრებენ მუდამ ბედნიერად – მათ ქორწილზე უბრალოდ წვიმა კი არ მოდიოდა, არამედ იმ დღეს იყო წყალდიდობაც.
აქ წარმოდგენილ ფოტო-სურათზე ჩანს, როგორ დგანან ახალდაქორწინებულები მუხლებამდე ღრმა წყალში და კოცნიან ერთმანეთს. წყვილი დაქორწინდა დატბორილ „San Antonio de Padua Parish“ ეკლესიაში, მანილაში- წვიმიანი სეზონის დროს.
ქორწილის წინა დღეს, პატარძალი, რომელიც მუშაობს დაწყებითი სკოლის (Epifanio de los Santos) მასწავლებლად, ლოცულობდა, რომ იმ საზეიმო დღეს ყოფილიყო კარგი ამინდი. ცხადია, ზეცამ არ შეისმინა მისი მოთხოვნა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერნელი რუაზოლი (Hernelie Ruazol) და რემ კამპო (Ram Campo) არ დაშორდნენ ერთამნეთს და ცხოვრობენ ბედნიერად თავიანთ ტყუპ შვილებთან ერთად…

2e97a8bfe822
10. ბეტმენის ელეგანტური ქორწილი.
თუ თქვენ ფიქრობდით, რომ სუპერგმირების ქორწილი დაუფიქრებლად ჩადენილი საქციელია, დაუდევარი და არასერიოზული – მაგრამ აი, ელეგანტური , ორგანიზებული და დახვეწილი ქორწილი – ჭარბობს შავი და ოქროსფერი კომბინაცია -შეხამება.

blogerlady

age: 14
Back to top button