არქივი

არწივის ნისლეული

a6aa91111ece

სამყაროს შექმნის მონაწილე სვეტები: არწივის ნისლეული…

ფაქტები ნისლეულზე:
სახელის წარმოშობა: დაერქვა იმის გამო რომ იგი გავს გაფრენილ არწივს.
აღმოჩენა: 1794 წელი,შარლ მესიერის მიერ.
მზიდან დაშორება: 6 500 სინათლის წელიწადი.
თანავარსკვლავედი: გველის კუდი.
ადგილმდებარეობა: ირმის ნახტომის მშვილდოსნის მკლავი
ტიპი: ემისიური ნისლეული ვარსკვლათა გროვით.
დიამეტრი: 70 სინათლის წელიწადი(სინათლის სიჩქარე 300 000 კმ წამში)
საუკეთესო ხილვადობა: მაისიდან აგვისტომდე.

67dd5a2c6203
ასტრონომთა წარმოდგენით ამ ნისლეულს გაფრენილი არწივის ფორმა აქვს. აღიქვამთ ასე? ამ სურათზე ცენტრში მოჩანს არწივის “ბრჭყალები”.

ვარსკვლავები იბადებიან არწივის ნისლეულის მსგავსი აირისა და მტვრის უზარმაზარი რეგიონების სიღრმეში. არწივის ნისლეული უბრალო ტელესკოპითაც მოჩანს, მაგრამ იმის დანახვა თუ როგორ ვითარდება მასში ვარსკვლავი მხოლოდ ჰაბლის ტელესკოპს შეუძლია. ახლომდებარე, 5 მილიონი წლის ასაკის , ცხელი, ლურჯი ვარსკვლავებისგან მომდინარე ქარები და გამოსხივება წვავს ნისლეულში არსებულ აირს. ამის შედეგად წარმოიქმნება, ბნელი, მკვრივი აირის სვეტები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ახალგაზრდა ვარსკვლავების ზემოქმედებისგან დაშლის პროცესს. ამ დამცავ პარკებში ყალიბდება ახალი ვარსკვლავი. მახლობელი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების ტალღამ შეიძლება წააქციოს არწივის აიროვანი სვეტები რამდენიმე ასეული წლის შემდეგ და ნისლეულში ახალშობილი ვარსკვლავები გამოჩნდეს.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიდან გადაღებულმა ფოტომ გამოაჩინა გასაოცარი დეტალები არწივის ნისლეულის ცივი აირისა და მტვრის ცენტრალურ სვეტებზე. ამ “დამცავი სვეტების” წვეროებზე აირის “ბრჭყალებია” წამომართული, რაც თავისუფლად მოფარფატე ბუშტუკებისგან შედგება. მათ აორთქლებადი აირის გლობულები (ააგ) ეწოდება.

fku9e
თუმცა სურათზე ააგ ნამცეცა გვეჩვენება, ის მზის სისტემის ხელაა და მასში ახალშობილი ვარსკვლავი იმყოფება. თითოეული სვეტის სიმაღლე 4 სინათლის წელიწადია, ეს იგივე მანძილია რაც მზიდან უახლოეს ვარსკვლავამდე, კენტავრის პროქსიმამდე.

იმედია მოგეწონათ.
BY ბერო
c565b53fca06

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button