გაფანტული სკლეროზი, უცნაური დაავადება, რომელიც ახალგაზრდებს ემტერება

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული დაავადება, რომელიც ადამიანის დაინვალიდებას იწვევს. ეს დაავადება ძირითადად ახალგაზრდებს ებრძვის და ანადგურებს მათ. ამ დაავადებას არანაირი საერთო არ აქვს სკლეროზთან, ეს უფრო სერიოზული დაავადებაა, რომელიც ნერვიული ბოჭკოების გარს ე.წ. მიელინის გარსს აზიანებს. მათი საშუალებით იმპულსები უსწრაფესად მოძრაობენ ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და პერიფერიას შორის. მისი დაზიანების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ირღვევა ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესი, რაც დაავადების სახით ვლინდება.გაფანტული სკლეროზის კლინიკური სიმპტომები მრავალფეროვანია, რადგან დემიელინიზაცია შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის თითქმის ყველა ბოჭკოს შეეხოს, მათ შორის – მოძრაობის ძალაზე, კოორდინაციაზე, მგრძნობელობაზე, მხედველობაზე პასუხისმგებელ ბოჭკოებსაც. ამასთანავე, დაავადებას აქვს ტიპობრივი უბნებიც, რომლებიც ყველაზე ხშირად ზიანდება, მათ შორის – ნათხემი, ზურგის ტვინი, მხედველობის გზა. სიმპტომები ძირითადად პერიოდულად ვლინდება ხოლმე.


ადრეულ ეტაპზე შეიძლება თავი იჩინოს ქვედა კიდურების სისუსტემ კოორდინაციის დარღვევით ან მის გარეშე;
ხშირი ნიშნებია კუნთების სპაზმი, სისუსტე, პარესთეზია და მჩხვლეტი ტკივილი;
მოსალოდნელია მგრძნობელობის დაქვეითება, მეტყველების გაძნელება, ტრემორი, თავბრუხვევა;
პაციენტთა 15%-ს აღენიშნება აზროვნების ცვლილებები;
კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
ყურადღების დეფიციტი;
მეხსიერების გარკვეული ხარისხის დაქვეითება;
განსაზღვრულ ქმედებათა განხორციელების უნარის დაქვეითება;
მსჯელობის გაძნელება.

გარდა ამისა, საყურადღებოა:
დეპრესია;
მანიაკალური დეპრესია;
პარანოია;
უნებლიე ტირილი და სიცილი.
დაავადების მიმდინარეობის გაუარესებისას შესაძლოა გამოვლინდეს სექსუალური დისფუნქცია და უკონტროლო შარდვა და დეფეკაცია.
თუ ეს სიმპტომები აღგენიშნებათ, ჩემი რჩევაა სასწრაფოდ მიმართოთ ნერვოლოგს. თუნდაც ეს სიმპტომები გაგიქრეთ. ეს დაავადება დროშია გაწელილი და შეტევებიც პერიოდულად ვლინდება ამიტომაც ჰქვია მას გაფანტული სკლეროზი.

ამ დაავადების წარმოშობის მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, მისგან საბოლოო განკურნებაც ჯერ არ ხდება, ადამიანი ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობს. აუცილებელია მუდმივი მკურნალობა რათა მოხდეს ამ დაავადების დროებით შეჩერება მაინც. მკურნალობა კი საკმაოდ ძვირი ჯდება. საბედნიეროდ საქართველოში არსებობს პროგრამა, რომლის დახმარებითაც ხორციელდება უფასო მკურნალობა.
მეცნიერები მუდმივად მუშაობენ ამ დაავადების წინააღმდეგ , თუმცა მისი დამარცხება ჯერ ვერ მოახერხეს.

 

 

ავტორი: შორენა ჭეღელიძე

წყარო:

www.mkurnali.ge

www.aversi.ge


ავტორი: shore123

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC