კულტურა

უცნაური ბლოგის შემოდგომის საუკეთესო ავტორი (კონკურსი)

f2fa67c3bbe0

როგორც იცით ახლოვდება უცნაურის დაბადების დღე, ჩვენი გვერდი 27 ოქტომბერს ხდება 5 წლის და გადავწყვიტეთ საკუთარ დაბადების დღეზე მომხმარებლების ხმების მიხედვით გამოვავლინოთ უცნაური ბლოგის 2013 წლის შემოდგომის საუკეთესო ავტორი.

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ უცნაური ბლოგის ავტორს, ვისაც ბლოგზე გამოქვეყნებული აქვს (არადაკოპირებული) პოსტი. ქვევით შეგიძლიათ იხილოთ იმ ავტორების სია, ვინც აქტიურობდა წინა თვის განმავლობაში. ისინი ავტომატურად მოხვდნენ კონკურსში. იმისათვის რომ თქვენც შეძლოთ კონკურსში მონაწილეობის მიღება, აუცილებელია გახდეთ უცნაური ბლოგის ავტორი და გაიაროთ ქვემოთ ჩამოწერილი რამდენიმე მარტივი ეტაპი.

1. დარეგისტრირდით უცნაურ ბლოგზე (იმ ავტორების საყურადღებოდ, ვისაც დამატებული აქვს პოსტი უცნაურზე წინა თვეების განმავლობაში – გადადით პირდაპირ მე-4 ეტაპზე!)
2. დაამატეთ პოსტი უცნაურ ბლოგზე (დამატებითი ინფორმაცია: გახდი ავტორი და დააგროვე U ქულები)
3. პოსტის დამატების შემდეგ თქვენი პოსტი უნდა გამოქვეყნდეს უცნაურ ბლოგზე 25 ოქტომბრამდე.
4. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ აუცილებელია მოგვწეროთ, რომ გსურთ კონკურსში ჩაბმა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება 25 ოქტომბრამდე, რის შემდეგაც დაიწყება გამოკითხვა და 10 ნოემბერს გამოვლინდება უცნაური ბლოგის მკითხველის რჩეული ავტორი.

გამოკითხვაში პირველ სამ ადგილზე გასული ავტორი მიიღებს საჩუქარს U ქულების სახით:
1 ადგილი – 5000 U ქულა (50 ლარი)
2 ადგილი – 2000 U ქულა (20 ლარი)
3 ადგილი – 1000 U ქულა (10 ლარი)

გამოკითხვაში ავტომატურად მოხვედრილი ავტორების სახელები და ბლოგები (ვინც პოსტებს ამატებდა ბოლო 1 თვის განმავლობაში):

ყველას გისურვებთ წარმატებებს და კონკურსში გამარჯვებას :)

 

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button