გართობაუცნაური

150.000$ მანქანის გარეცხვისთვის

1379947 444795922306895 772792413 n

მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარს ჰყავს მანქანა, მეორე ნახევარს კი ყოველდღიური სიძნელეების გადალახვა უწევს. ტრანსპორტიანი ნახევარი შეძლებისდაგვარად უვლის თავის გდააადგილების საშუალებას, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც თავის სატრანსპორტო საშუალებას უშუელებელ თანხებს ახარჯავენ. მსოფლიოში დღეისათვის რამდენიმე ადამიანია, ვინც საკუთარ მანქანის მოწესრიგებაში 100.000$ დან 150.000$ იხდის.

პოლ უილკინსი არის ის ადამიანი, რომელიც ფლობს ყველაზე ძვირადღირებულ ავტოსამრეცხაოს. 34 წლის შოტლანდიელი პირადად ხელმძღვანელობს კომპანია Ultimate Shine-ს. დიახ, მისი ავტო სერვისი არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, თუმცა ბატონი პოლი კლიენტების არ ყოლას არ უჩივის.

575639 444804878972666 306393016 n

რა თქმა უნდა, ეს სერვისი არ არის განკუთვნილი იაფასიანი მანქანებისთვის, ამ მომსახურეობით სარგებლობენ კოლექციონერები და ულტრათანამედროვე მანქანის პატრონები, რომლებიც თავის ტრანსპორტს არ უყურებენ, როგორც უსულო საგანს, არამედ მათ აღიქვამენ, როგორც განხორციელებულ, ცოცხალ ხელოვნებას, დიახ, ეს რეალობაა.

პოლი კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე არ ამჟღავნებს მათ ვინაობას, თუმცა აცხადებს, რომ მას წელიწადში საშუალოდ 3-4 მანქანის მწყობრში მოყვანა უწევს.

თუ ვინმეს აინტერესებს, ამ სერვისის პაკეტში შედის(ქვეყნის უკუღმართობიდან გამომდინარე არაფერია გასაკვირი, იქნებადა ხვალე ჩვენც უცნაური ბლოგიდან ულტიმეტ შაინის მომხმარებლები გავხდეთ): რა თქმა უნდა, ნებისმიერი მდიდარი ადამიანი, გამონაკლისების გარდა, ინტენსიურად დაკავებულია და დღეების ხარჯვა სერვის მომსახურებისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია(იმ შემთხვევაშიც კი თუ ის 150,000$ იხდის), ამიტომაც ნებისმიერ მსურველს, ვინც მანქანას ამ კომპანიაში გასაწმენდად გაამზადებს, პოლი და მისი კოლექტივი სახლში ეახლება და საქმეს ადგილზევე დაიწყებენ.

მეორე ეტაპი სერვისის შემდეგნაირია: ხდება ბორბლებისა და უკანა პანელის უჯრედული გაწმენდა. შემდეგ ხდება მილიმენტრული სიზუსტით კორპუსის ზედა პანელის გასწორება, შევსება. შემდეგ ხდება მანქანის ძვირადღირებული სითხეებით გაწმენდა, რაც აბსოლუტურ ყურადღებას მოითხოვს. ეს პროცეში არ არის რამდენიმე საათიანი, ეს სერვისმოსახურეობა გრძელდება 30- 40 დღის მანძილზე.

პოლ უილკინსი სითხედ carnauba-ს ხის ცვილს ხმარობს. ცნობისთვის ეს მცენარე, მხოლოდ ბრაზილიაში ხარობს და მისი ფასი დღეისათვის 100,000 $, რაც სერვისის გასამჯელოს ნაწილობრივ ამართლებს. (ეს ხე ის არ არის, რომელსაც თქვენ ფიქრობთ)

1382278 444804868972667 332418115 n

„ყოველ ახალ მომსახურეობაში ვიღებ განსხვავებულ, თუმცა დიდ თანხას. მე რამდენიმე საათი მიჯრით, დეტალურად ვათვალიერებ მანქანას, რათა უწვრილესი დეტალიც კი არ გამომრჩეს, ამის შემდეგ კი პატრონს გასაღებს ვუბრუნებ. მე ხომ მთელ ქონებას ვიღებ ამ საქმის სანაცვლოდ, ჩემი ნამუშევარიც უნაკლოა,- განაცხადა ავტო-მრეცხავმა და მდიდარმა პოლ უილკინსმა. – ბევრს სურს თავისი მანქანა იყოს გამორჩეული და ამისთვის არანაირ მატერიალურ დანახარჯზე უარას არ ამბობს, თავის ხმრივ მეც ვეხმარები მათ ამაში”.

რამდენი უცნაური და “შესაშური” რამ ხდება დედამიწაზე,  ზოგს უჭირს ზოგს გადასდის.  მაგრამ ცხოვრება სამართლიანია, რამდენიც გვაქვს იმდენს ვიმსახურებთ, უთქვამთ ჭკვიანებს.

ასევე იხილეთ ვიდეო:

Back to top button