გასართობისაკითხავისასარგებლო

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ნაწილი II


ამ პოსტში იხილავთ 10 კითხვას, ბოლოში კი პასუხებია. სცადეთ გამოიცნოთ =)

1.XX საუკუნის 50-იან წლებში ამ ქვეყნის მესვეურებმა გადაწყვიტეს ახალი დედაქალაქის აშენება. გადაწყდა, რომ დედაქალაქი აეშენებინათ ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში. ამისათვის ქაღალდზე გააკეთეს ქვეყნის ტერიტორიის ზუსტი ნახაზი, ამოჭრეს ის, დაამაგრეს ფარგლის წვერზე და დაატრიალეს. რამოდენიმე ცდის შემდეგ ცენტრი მოიძებნა და ცოტა ხანში ჯუნგლების ადგილას აშენდა ქალაქი, რომლის სახელწოდებაც ქართულში ქვეყნის სახელწოდების იდენტურია. დაასახელეთ ეს ქვეყანა.

2. “ნისანს”, “მერსედესსა” თუ “ფოლკსვაგენს” აქვს თითო-თითო. “შევროლეს”, “ფორდს” და “ჰონდას” არ აქვს არც ერთი. ავტომობილის რომელ მარკას აქვს 4 ცალი?

3.ფრანცისკო გოია თავის დღიურებში აღწერდა ნახატების შეფასების სასაცილო მეთოდს, რომელიც ძირითადად ქუჩის ვაჭრებში მოქმედებდა. ამ წესისი მიხედვით, მაგალითად, ”ჯოკონდა” უფრო იაფი აღმოჩნდებოდა, ვიდრე ”სიქსტის მადონა”, ორივე ერთად კი რემბრანდტის ”ღამის გუშაგზე” ბევრად იაფი ეღირებოდა. რა პრინციპით მოქმედებდა ეს მეთოდი?

4.ეს ნაწარმი აბრეშუმის უწვრილესი ძაფებით ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა. მისი მოქსოვის ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა. დაასახელეთ მისი გვარი.
5.უიმბლდონის პრეს-ცენტრში დგას მონიტორების დიდი რიგი, რომლებიც უჩვენებენ რა ხდება კორტებზე. 1998 წლის ტურნირის დროს დამატებული იქნა კიდევ ერთი მონიტორი. რას უჩვენებდა ეს დამატებითი მონიტორი?

6.XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთში იყო პოპულარული ფაიფურის ჩაის სერვიზი ორ პერსონაზე, რომელიც ატარებდა ფრანგულ სახელწოდებას “ტეტ-ა-ტეტ”. რა ლათინურ სახელწოდებას ატარებდა იმავე პერიოდის ფაიფურის სერვიზი ერთ პერსონაზე?

7.1997 წელს ჟურნალმა “გიტარისტი” გამოაქვეყნა ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარის სოლოების სია. პირველი ადგილი ამ სიაში დაიკავა სოლომ, რომელიც შესრულებული იყო ერთ ცნობილ სიმღერაში. ეს სიმღერა არის ლოს-ანჯელესის მთავარი ციხის სეხნია. რა ქვია ამ ციხეს?

8.”არცერთ ორგანოს არ ჭირდება იმდენი კუნთი, რამდენიც მას. ჩემს მიერ აღმოჩენილებს თუ არ ჩავთვლით, როგორც ცნობილია, ამ კუნთების რაოდენობა 24-ია. ხოლო მოძრაობების რაოდენობით, იგი ყველა ორგანოს უსწრებს წინ.” რომელ ორგანოს აღწერდა ასე ლეონარდო და ვინჩი?

9.”საბჭოთა ენციკლოპედიურ ლექსიკონში” ამ სიტყვას შემდეგი განმარტებები ახლავს: ”არასპეციალისტი. წარმოება, რომელიც არ შედის მონოპოლისტურ გაერთიანებაში. სპორტსმენი ან დოღის მონაწილე ცხენი, რომელსაც არ აქვს გამარჯვების შანსები”. რომელ სიტყვაზეა საუბარი?

10.რომელი ქვეწარმავლის სახელი დაერქვა ამ საუკუნის შუაში შექმნილი კოპენჰაგენელი, ბრიუსელელი და ამსტერდამელი მხატვრების გაერთიანებას?


პასუხები:
1. ბრაზილია.
2. “აუდის”
3.ამ მეთოდის მიხედვით, სურათი მით უფრო ძვირი ღირდა, რაც უფრო მეტი პერსონაჟი იყო მასზე გამოსახული.
4. მისი გვარი იყო გობელენი
5. მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს.
6.”ეგოისტი”.
7. “Hotel California”.
8. ენას.
9. ”აუთსაიდერი”.
10.კობრა” (კოპენჰაგენი, ბრიუსელი, ამსტერდამი).

 

წყარო : http://moazrovne.net

თეგები

manowar

I'm new here
Close
Close