გასართობისაკითხავისასარგებლო

ათი უმნიშვნელო წვრილმანი, რაც გახდომაში დაგეხმარებათ

image

ათი უმნიშვნელო წვრილმანი, რაც გახდომაში დაგეხმარებათ

1. ფერთა თერაპია.

რა ფერისაა თქვენი ჭურჭელი, საიდანაც საჭმელს მიირთმევთ? თუ ის წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერია, გირჩევთ სასწრაფოდ შეცვალოთ, რადგან ეს ფერები მადას აძლიერებს. აი ლურჯი და ცისფერი ჭურჭელი კი პირიქით, მადას საგრძნობლად აქვეითებს. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ასეთი თეფშებიდან თქვენ გაცილებით ცოტას შეჭამთ.

image

2.ზომა წყვეტს ყველაფერს.

როდესაც ახალ ჭურჭელს ირჩევთ, ყურადღება მიაქციეთ მის ზომებს. დიეტოლოგები გვირჩევენ, ვისარგებლოთ პატარა თეფშებით, რადგან ვიზუალურად მასზე გაცილებით ბევრი ჩანს ჩვენი ულუფა, ვიდრე დიდ თეფშებზე. აი კოვზი კი უმჯობესია დიდი აიღოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე დიდი კოვზით მირთმევა ხელს უწყობს გახდომას. იუტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა იტალიურ რესტორანში: სტუმრები, რომლებიც მაკარონს დიდი ჩანგლებით მიირთმევდნენ, 20%-ით მეტ მაკარონს იღებდნენ ჩანგლით ერთ აღებაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში 10%-ით ნაკლები პასტა მიირთვეს, ვიდრე მათ, ვინც პატარა ჩანგლებით ჭამდა.

imageimage

3. კვების გრაფიკი.

თვალყური ადევნეთ და დაიცავით კვების გრაფიკი. თუ თქვენ ორგანიზმს მიაჩვევთ, რომ ისაუზმოთ 8 საათზე, მიირთვათ ვაშლი 11-ზე, ისადილოთ 2-ზე და ასე შემდეგ, მაშინ გაგიქრებათ მუდმივი მოთხოვნილება ისუსნავოთ ამ შუალედებში.

image
4.არაფერი ზედმეტი.

რა თქმა უნდა, ბევრს გიყვართ ვახშმობა საყვარელი სერიალის ან ტოქ-შოუს ყურებისას, მაგრამ ამ ორი სიამოვნების შეთავსება ხშირად სავალალო შედეგს იძლევა. უმჯობესია სულაც გამოვრთოთ ტელევიზორი ტრაპეზის დროს, რადგან სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ დროს ჩვენ 40%-თ მეტ საჭმელს მივირთმევთ.

image
5. 80-დან 20-ისაკენ .

თქვენი რაციონის 80% შედგება ჯანსაღი საკვებისაგან. დანარჩენი 20% ეს თქვენი ნუგბარია ნამცხვრებისა და შოკოლადის სახით. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, ეცადეთ ჭამოთ იმის 80%, რაც დასანაყრებლად გჭირდებათ, ანუ ადექით სუფრიდან ოდნავი შიმშილის გრძნობით.

image
6.ვჭამ მას, რასაც ვხედავ.

თუ თქვენ გაქვთ ჩვევა, პერიოდულად შეიხედოთ სამზარეულოში რაიმე გემრიელის მოსაძებნად, მაშინ იზრუნეთ, რომ ეს სასუსნავები სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის. დამალეთ კანფეტები და ნამცხვარი, რომ თვალმა არ მიიზიდოს. დადგით მაგიდაზე დიდი ლამაზი ლარნაკი ხილით სავსე. მსხალი, ვაშლი, მანდარინი, კივი-ამ პროდუქტებით პირის ჩაგემრიელება ცელულიტებს არ მოგიმატებთ. იზრუნეთ, რომ სამსახურშიც გქონდეთ დაჭრილი ხილით სავსე პატარა კონტეინერი, კეფირი ან იოგურტი.

7. წესრიგის დამყარება მაცივარში.

საგულდაგულოდ დაალაგეთ მაცივარი. დაე ის, რაც მავნებელია, იყოს შენახული თვალისაგან მოფარებულ ადგილას, ხოლო სასარგებლო და ნაკლებ კალორიული წინა თაროებზე დადეთ.

image
8.უთხარით “არა” ერთ-ერთ პროდუქტს.

ძალიან ძნელია ერთბაშად უარი თქვათ ბევრ თქვენთვის საყვარელ პროდუქტზე, მაგრამ ეცადეთ არასასურველი საკვები გამორიცხოთ მენიუდან თანდათანობით. მაგალითად: ამ თვეში უარი თქვით მაიონეზზე, მეორე თვეში ძეხვეულზე ან ჩიპსებზე და ასე შემდეგ. არ დაგავიწყდეთ მიღწეული წარმატებისათვის საკუთარი თავის დაჯილდოება.

9.კარგი დიასახლისის იარაღი.

სადილის კეთება რომ თქვენთვის სასიამოვნო იყოს, ეცადეთ სამზარეულოში ხარისხიანი ჭურჭელი და იარაღები გქონდეთ. მაგალითად, სხვადასხვა ზომის ლამაზი ტაფები, ბოსტნეულის საჭრელი დანები, ლამაზი ფერის საზომი ჭიქები და სხვა ხელსაწყოები, რაც შრომას გაგიადვილებთ.

image
10.სამზარეულოსაც სჭირდება სილამაზე.

თუ სამზარეულოში ქურისა და მაცივრის გარდა გექნებათ აგრეთვე ლამაზი ნივთები: სხვადასხვა აქსესუარები, პატარ-პატარა ხილის ბუტაფორიები, სურათები კედელზე და სხვა თვალისათვის სასიამოვნო ნივთები, მაშინ ამ სამზარეულოში სადილობა თქვნთვის სახალისო გახდება და არ გაიქცევით სწრაფი კვების ობიექტებში წასაუზმებისათვის. ასე რომ ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, აანთეთ ფერადი სანთლები და მოემზადეთ მორიგი კულინარიული შედევრის შესაქმნელად.

 

წყარო : http://intermedia.ge

თეგები
Close
Close