მისტიკასაკითხავიუცნაური

ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები

image

მეოცე საუკუნე განსაკუთრებით მდიდარი იყო გამოუცნობი მოვლენებით და მითიური პერსონებით და ეს მრავალი პარანორმალური და აუხსნელი მოვლენებით სავსე ბნელი ლაქების ისტორია დღემდე არ არის გამოძიებული

1. მაიაკ ეილონის შუქურა.

image

1900 წლის 15 დეკემბერს, კუნძულ ფლანანზე (შოტლანდია) უკვალოდ დაიკარგა მაიაკ ეილონის შუქურას სამი დამკვირვებელი.

რამდენიმე დღით ადრე გემებიდან, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვის წყლებში ცურავდნენ მოდიოდა სიგნალი რომ შუქურა არ ანათებდა.

ცუდი ამინდის გამო გემიდან “ gesperus” რამდენიმე დღის შემდეგ იქნა გაგზავნილი ადამიანები დასაზვერად. გემის ბორტზე იმყოფებოდა აგრეთვე ჯოზეფ მური– შუქურას მთავარი დამკვირვებელი. ამ გამოცანის განხილვისას კოლეგებთან ერთად მან ვერ მოუძებნა ლოგიკური ახსნა იმას თუ რატომ არ ანათებდა შუქურა. ისინი ნაპირზე გადავიდნენ მის შესამოწმებლად. მური ყველა თავის თანამშრომელს კარგად იცნობდა ესენი იყვნენ: თომას მარშალი, დონალდ მაკარტური და ჯეიმს დუკატი. ისინი გამოცდილი დამკვირვებლები იყვნენ, კეთილსინდისიერად ასრულებდნენ სამუშაოს და არასოდეს ვარდებოდნენ პანიკაში კრიტიკულ სიტუაციებში. როდესაც მურმა ბოლოს ნახა ისინი სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში იყვნენ.

როდესაც გემი კვლავ მივიდა ნაპირზე სადაც დატოვა დამკვირვებლები, შეამჩნიეს რომ მათთან შესახვედრად არავინ მოვიდა და არც სასიგნალო შუქურა ანათებდა. პირველი ნაპირზე ჯოზეფ მური გადავიდა და გაემართა შუქურასკენ და დამკვირვებლის ოთახში შევიდა. იგი ცარიელი აღმოჩნდა. მან ნახა ჟურნალი სადაც ბოლო ჩანაწერი 14 დეკემბერს იყო გაკეთებული–დამკვირვებელი აღწერდა რომ კუნძულის გარშემო შტორმი მძვინვარებდა. ეს სრულიად დაუჯერებელი იყო, რადგან იმ ღამეს ამინდი შესანიშნავი, ხოლო ზღვა კი მშვიდი იყო.

მურმა სასწრაფოდ დაიწყო დამკვირვებლების მოძებნის ორგანიზება მთელი კუნძულის ტერიტორიაზე, მაგრამ უშედეგოდ. ვერ მოიძებნა ვერანაირი ახსნა მათი გაქრობის შესახებ. თითქოს ისინი რაღაც უხილავმა ძალამ წაიყვანა.

image

2. “პარიზის კრახი”

image

1902 წლის 29-30 დეკემბერს 1სთ. და 05 წთ-ზე პარიზის ბევრ ადგილას საათი გაჩერდა. ამ მოვლენის მიზეზი, რომელსაც “პარიზის კრახი” ეწოდა აუხსნელი დარჩა.

3. მგზავრების გაქრობა მატარებელში.

image

 

1911 წელს რომის სარკინიგზო სადგურიდან ფირმა “სანეტმა ” მოაწყო მდიდარი იტალიელებისათვის სასეირნო მგზავრობა. სამ ვაგონიანი შემადგენლობა 106 მგზავრისაგან შედგებოდა. გვირაბში გამოსვლის მომენტში ყველა მგზავრი უკვალოდ გაქრა.

 

image

 

წყარო : http://intermedia.ge

თეგები
Close
Close