არქივი

უედელ-უილიამსი

e4374b9fa5fa
უედელ უილიამსი, საჰაერო მრბოლელი.

უედელ-უილიამსი: მონაცემები

სიგრძე: 7.1 მეტრი
ფრთების გაქანი: 8.1 მეტრი
წონა: 685 კგ
ძრავა: Pratt&Whitney Wasp ჯუნიორი
ეკიპაჟი და მგზავრები: ერთი პილოტი
მაქსიმალური სიჩქარე: 472 კმ/სთ

1920-იან წლებში, ფრენაში შეჯიბრება პოპულარული გახდა. ჰიდროთვითმფრინავებისთვის დაარსდა შნეიდერის თასი, ხოლო ჩვეულებრივი თვითმფრინავებისთვის, რომლებიც მიწაზე სხდებოდნენ – პულიცერის პრიზი. იმ დროისთვის ბევრი გამოჩენილი მფრინავი მონაწილეობდა ამ შეჯიბრებებში. 1930-იან წლებში მფრინავებმა ჯეიმს უედელმა და ჰარი უილიამსმა დააპროექტეს თვითმფრინავი, რომელიც შეჯიბრებებში მონაწილე თვითმფინავთაგან უსწრაფესი იყო. უედელ-უილიამსის თვითმფრინავმა წარმატებას მიაღწია ეროვნულ საჰაერო შეჯიბრებაში კლივლენდში, ოჰაიოს შტატში, აშშ-ში. კალიფორნიიდან კლივლენდამდე მთელი ქვეყნის გადაკვეთის შემდეგ ეს შეჯიბრება ყოველწლიური გახდა, მაგრამ სახელგანთქმული ტომფსონის პრიზის მოსაგებად, პილოტებს ცაში 16 კმ-იანი ჩაკეტილი წრეები უნდა მოეხაზათ, ყოველი 160 ან 480 კმ-ის შემდეგ. მაყურებელი გაოცებული შესცქეროდა მფრინავების თავდაუზოგავ, სწრაფ ფრენებს.

1930-იანი წლებში შეჯიბრებებში მონაწილე თვითმფრინავები სისწრაფეს უფრო მძლავრი ძრავის წყალობით აღწევდნენ, ვიდრე აეროდინამიკური ფორმების ზემოქმედებით. ეს მათ ხშირად ხშირად საფრთხეს უქმნიდა. თვითმფრინავი “ყოჩაღი ფუტკარი” ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ მძლავრი ძრავისა და მოკლე ფრთების კომბინაცია მას ძნელად სამართავს ხდიდა. ყველა “ყოჩაღმა ფუტკარმა”, რომელიც კი ააგეს, მარცხი განიცადა და შეჯიბრების მონაწილე 5 პილოტისა და კონსტრუქტორის სიცოცხლე შეიწირა (საწყლები). მაგრამ ეს შეჯიბრებები მნიშვნელოვანი იყო ფრენის განვითარებისთვის. მათ მოუწოდეს ავიატორებს ფრენის სიჩქარისა და მანძილის რეკორდებისკენ.

ეროვნული საჰაერო შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდებოდა 1920-1949 წლებში. მათში სხვადასხვა საფრენი აპარატი მონაწილეობდა.

d7b9516f43b7
“ყოჩაღი ფუტკარი”
1932 წელს ტომფსონის პრიზი მოიგო ჯიმი დუალიტმა, რომელმაც “ყოჩაღი ფუტკარით” რეკორდული სიჩქარე – 406.7 კმ/სთ განავითარა.

c3e95906f4b0
უედელ-უილიამსი N44
1933 წელს, ჯეიმს უედელმა თავისი N44 თვითმფრინავით მონაწილეობა მიიღო შეჯიბრებაში ტომფსონის პრიზისთვის და 382.9 კმ/სთ განავითარა.

253c6b6f9098
უედელ-უილიამსი N92
1932 წელს, მფრინავმა ჯიმი ჰაიზლიპმა ბენდიქსის პრიზი მოიგო უედელ-უილიამს 92-ით ასპარეზობისას.

236a56abbca2
საჰაერო ფრენაში, ქალთა შეჯიბრებაში 23 მფრინავი ქალი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ამელია ერჰარტი, მან 1930-იან წლებში ქალ მფრინავთა შორის სიჩქარესა და სიმაღლეში რეკორდი დაამყარა. 1937 წელს, მსოფლიოს ირგვლივ ფრენაში რეკორდის დამყარების მცდელობისას ამელია ერჰარტი უგზო უკვლოდ დაიკარგა.

BY ბერო

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button