გასართობისაკითხავისასარგებლო

ტოპ-10 საუკეთესო და დიდი რეიტინგის მქონე ფილმი IMDB-ს ვერსიით

ამ პოსტში გთავაზობთ იმ ფილმების რეიტინგს, რომლებიც დღემდე რჩებიან მსოფლიოს კინოინდუსტრიისა და ჰოლივუდის ნამდვილ სიძვირფასედ. ფილმები დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ და საკმაოდ საპატიო ადგილს იკავებენ გავლენიანი და პოპულარული მონაცემთა ბაზის IMDB-ს რეიტინგში.

1. Shawshank Redemption (1994) – “გაქცევა შოუშკენიდან”

ქვეყანა: აშშ

გამოსვლის წელი: 1994

ჟანრი: კრიმინალური, დრამა

რეჟისორი: ფრენკ დარაბონტი

როლებში: ტიმ რობბინსი, მორგან ფრიმანი, ბობ განტონი, უილიიამ სედლერი, კლენსი ბრაუნი, ჯილ ბელლოუზი

ფილმის მიმოხილვა: შოუშენკი – ციხის სახელწოდებაა. და თუ შენ არა ხარ ჯერ 30 წლის, და მიიღე სამუდამო პატიმრობა, მაშინ მოემზადე საშინელებისთვის: შოუშენკიდან გამოსავალი შენთვის არ იქნება! მსახიობი რიტა ხეივორტი – მთელი ამერიკის ფავორიტია. ენდი დიფრეინსაც ის ძალიან მოსწონდა. რიტას არასოდეს გაუგია ენდის არსებობაზე, თუმცა დიფრეინის ცხოვრების გადარჩენას, მსხვილი ბანკის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტის, რომელიც ცოლის და მისი საყვარლის მკვლელობისთვის იყო დაპატიმრებული, რიტა ხეივორტი მოახერხებს…

IMDB-ს რეიტინგი: 9,2
საინტერესო ფაქტები: 1995 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე ფილმი 7 ნომინაციაში იყო, ასევე ფილმმა მოიგო 15 საერთაშორისო ჯილდო და ნომინირებული იყო ამდენივე საერთაშორისო ჯილდოზე.

2. The GodFather (1972) ნათლია

ქვეყანა: აშშ

გამოსვლის წელი: 1972

ჟანრი: კრიმინალური

რეჟისორი: ფრენსის ფორდ კოპოლა

როლებში: მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო, ჯეიმზ კაანი, რობერტ დიუვალი, დაიანა კიტონი, ჯონ სეზალი, ტალია შირი

ფილმის მიმოხილვა: დონ ვიტო კორლეონე ნიუ იორკის მაფიას ხელმძღვანელობს. იგი თავის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგია, რაც ხელს არ აძლევს მაფიის სხვა კლანების წარმომადგენლებს. ამ უთანხმოების საფუძველზე წამოწყებული მტრობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება.

IMDB-ს რეიტინგი: 9,2
საინტერესო ფაქტები: კოპოლას ფილმმა 1973 წელს ოსკარის დაჯილდოვებაზე სამი აკადემიის ჯილდო მოიგო, ფილმმა ასევე მოიგო 29 საერთაშორისო ჯილდო და ნომინირებული იყო 19 საერთაშორისო პრემიაზე.

3. The Godfather: Part II (1974) – ნათლია: ნაწილი II”

ქვეყანა: აშშ

გამოშვების წელი: 1974

ჟანრი: კრიმინალური

პროდიუსერი: ფრენსის ფორდ კოპოლა, გრეი ფრედრიკსონი, ფრედ როსი

რეჟისორი: ფრენსის ფორდ კოპოლა

როლებში: ალ პაჩინო, რობერტ დიუვალი, დაიანა კიტონი, რობერტ დე ნირო, ჯონ კაზალი, ტელია შირი, ლი სტრაზბერგი

ფილმის მიმოხილვა: კორლეონეს კლანს სათავეში დონ ვიტოს უმცროსი ვაჟი, მაიკლი ჩაუდგა. იგი ოჯახურ ბიზნესს უძღვება, აძლიერებს და აფართოვებს თავისი კლანის გავლენას. კორლეონეს კლანის ახალი მმართველებისთვის არ არსებობს მორალური დაბრკოლებები დასახული მიზნების მისაღწევად. პატრიარქალურ სიცილიურ ტრადიციებისა და კანონების ნაცვლად მაიკლ კორლეონე მაფიაში პრაგმატულ და სასტიკ მეთოდებს დანერგავს. აწყობილ ფილმი პარალელურად მოგვითხრობს დონ ვიტო კორლეონეს ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ.

IMDB-ს რეიტინგი: 9,0
საინტერესო ფაქტები: ფილმი 6 ოსკარის მფლობელია. კოპოლას მეორე შედევრს ასევე 11 საერთაშორისო ჯილდო და 16 საერთაშორისო ნომინაცია აქვს სხვადასხვა დაჯილდოვებებზე.

4. Pulp Fiction (1994) – “მაკულატურა”

ქვეყანა: აშშ

გამოშვების წელი: 1994

ჟანრი: ბნელი კომედიის ჟანრის კრიმინალური ფილმი

პროდიუსერი: ლოურენს ბენდერი

რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო

როლებში: ჯონ ტრავოლტა, სამუელ ლ. ჯექსონი, უმა თურმანი, ბრიუს უილისი, ჰარვი კეიტელი, ტიმ როთი, ამანდა პლამერი, მარია დე მედეიროსი

ფილმის მიმოხილვა: ფილმი სამი ისტორიისგან შედგება. სამივე მათგანი ვითარდება კრიმინალური ბანდის მეთაურის, მარსელუს ოულესის (ვინგ რეიმსი) გარშემო. პირველ ისტორიაში მარსელუსის დაჯგუფების წევრი, ვინსენტ ვეგა (ჯონ ტრავოლტა) გადაარჩენს მარსელუსის ცოლს, მია უოლესს (უმა თურმანი) ჭარბი დოზი ნარკოტიკების მიღების შემდეგ. მეორე ისტორიაში მარსელუსი ცდილობს მოკლას მოკრივე ბუჩ კულიჯი (ბრიუს უილისი), რომელიც მის ბრძანებას არ დაემორჩილა. თუმცა ორთავე სადისტი ჰომოსექსუალების ტყვეები აღმოჩნდებიან და ბუჩი მარსელუსს გადაარჩენს. მესამე ისტორია პირველ ორს აერთიანებს. ახალგაზრდა გამოუცდელი მძარცველების წყვილი, რინგო (ტიმ როთი) და იოლანდა (ამანდა პლამერი) გადაწყვეტენ კაფე გაძარცვონ, თუმცა იქვე აღმოჩნდებიან მარსელუსის ბანდის წევრები, ვინსენტ ვეგა და ჯულს ვინფილდი (სამუელ ლ. ჯექსონი)

IMDB-ს რეიტინგი: 8,9
საინტერესო ფაქტები: ფილმი იყო ნომინირებული 7 ოსკარზე, მათ შორის „ოსკარი საუკეთესო სურათისთვის“. ფილმმა მოიგო შემდეგი ჯილდოები:

ოქროს პალმის რტო: კვენტინ ტარანტინო

ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის: კვენტინ ტარანტინო, როჯერ ევერი

ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარისთვის: კვენტინ ტარანტინო

ბაფტა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის: კვენტინ ტარანტინო, როჯერ ევერი

ბაფტა საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში: სამუელ ლ. ჯექსონი

5. The Good, The Bad And The Ugly (1966) – “კარგი, ცუდი და ბოროტი”

ქვეყანა: იტალია, ესპანეთი, გერმანია

გამოშვების წელი: 1966

ჟანრი: ვესტერნი, სათავგადასავლო

რეჟისორი: სერჟიო ლეონე

როლებში: კლინტ ისტვუდი, ჩელო ალონსო, ალდო გუფრე, ლი ვან კლიფი, ელი უოლახი

ფილმის მიმოხილვა: სამოქალაქეო ომის დროს იდუმალი მსროლელი ხეტიალობს ველური დასავლეთის გაშლილ სივრცეში. მას არც სახლი აქვს, არც მეგობრები ყავს, არც მოკავშირეები, სანამ არ შეხვდება ორ უცნობს, ასეთივე დაუნდობლებს და ცინიკოსებს, როგორიც თვითონაა. ბედისწერა აიძულებს სამ მამაკაცს გააერთიანონ თავისი ძალები მოპარული ოქროს მოსაძებნად. მაგრამ ასეთი ბოროტმოქმედებისთვის როგორებიც ისინი არიან, ერთად ყოფნა და საერთო საქმის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. კომპანიონები მალევე ხვდებიან, რომ მათ სახიფათო მოგზაურობაში ყველაზე მნიშვნელოვანია – არავის ენდო და იარაღი ყოველთვის შემართული გქონდეს.

IMDB-ს რეიტინგი: 8,9

6. The Dark Knight (2008) – “შავი რაინდი”

ქვეყანა: აშშ

გამოშვების წელი: 2008

ჟანრი: დრამა, დეტექტივი, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი, კრიმინალური

რეჟისორი: ქრისტოფერ ნოლანი

როლებში: მაიკლ ქეინი, მორგან ფრიმენი, ქრისტიან ბეილი, ჰიტ ლეჯერი, გარი ოლდმენი, ერიქ რობერთსი, აარონ ეკჰარტი, მეგი ჯილენჰალი

ფილმის მიმოხილვა: კრიმინალებთან წამოწყებულ ომში ბეტმენის ფსონი იზრდება. მას სურს გაანთავისუფლოს ქუჩები დამნაშავეებისაგან, რაშიც რაინდს ლეიტენანტი ჯიმ გორდონი და პროკურორი ჰარვი დენტი ეხმარებიან. თანამშრომლობა ეფექტური გამოდგება… მაგრამ სულ მალე ისინი ქაოსის ეპიცენტში აღმოჩნდებიან..

IMDB-ს რეიტინგი: 8,9
საინტერესო ფაქტები: ნოლანის შედევრმა 2 ოსკარის მოგება მოახერხა. ფილმის აქტივში ასევე შედის 94 საერთაშორისო ჯილდო და 69 ნომინაცია.

7. 12 Angry Men (1957) – “12 განრისხებული მამაკაცი”

ქვეყანა: აშშ

გამოშვების წელი: 1957

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: სიდნი ლიუმეტი

როლებში: ჯექ უორდენი, მარტინ ბალსამი, ჯონ ფიდლერი, ჰენრი ფონდა, ლი ჯი. კობი

ფილმის მიმოხილვა: 12 განრისხებული მამაკაცი – ეს 12 ნაფიცი მსაჯულია, ისინი არკვევენ დამნაშავეა თუ არა 18 წლის ბიჭი, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი მამის მკვლელობა..

IMDB-ს რეიტინგი: 8,9
საინტერესო ფაქტები: სიდნი ლიუმეტის ფილმი 1958 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე სამჯერ სხვადასხვა ნომინაციაში იყო ნომინირებული. ფილმი 16 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

8. Schindler’s List (1993) – “შინდლერის სია”

ქვეყანა: აშშ

გამოშვების წელი: 1993

ჟანრი: დრამა, ისტორიული

რეჟისორი: სტივენ სპილბერგი

როლებში: ლიამ ნისონი, ბენ ქინგსლი, რალფ ფაინესი, კეროლაინ გუდოლი, ჯონატან საგალი, ემბეთ დევიდცი

ფილმის მიმოხილვა: რეალური ისტორია ნაცისტური პარტიის წევრის – ოსკარ შინდლერის შესახებ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 1100 მეტი ებრაელი გადაარჩინა. ეს ერთი ადამიანის ტრიუმფია, რომელიც სხვებს არ გავდა და დრამაა მათთვის, ვინც მის გამო გადარჩა კაცობრიობის ისტორიის უმძიმეს პერიოდში.

IMDB-ს რეიტინგი: 8,9
საინტერესო ფაქტები: სტივენ სპილბერგის გენიალურმა ნამუშევარმა 1994 წელს, ოსკარის დაჯილდოვებაზე აკადემიის 7 ჯილდო მოიპოვა. ფილმმა ასევე მოიგო 70 საერთაშორისო ჯილდო და ნომინირებული იქნა 24 ნომინაციაში.

9. The Lord of the Rings: The Return of the King (2003) – “ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება”

ქვეყანა: აშშ

გამოშვების წელი: 2003

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი

რეჟისორი: პიტერ ჯექსონი

როლებში: შონ ესთინი, ვიგო მორტენსენი, ელაიჯა ვუდი, მარტონ ჩოკაში, ქეით ბლანშეტი, ორლანდო ბლუმი, ბერნარდ ჰილი, ნოელ ეპლბი, ალექსანდრა ასტინი

ფილმის მიმოხილვა: სარუმანის ჯარი დამარცხებულია, ციხესიმაგრე ალყაშია. ფროდო და სემი გაქცევას ახერხებენ ფარამირისაგან. ძაან მალე უნდა გადაწყდეს შუახმელეთის ბედი. საურონის ყურადღება მიჯაჭვულია გონდორას, ადამიანთა ბოლო ბურჯს. დადგა დრო გონდორას სათავეში არაგორნი დადგეს, რომლის ტახტის მემკვიდრე ის მუდამ იყო. დრო არ იცდის. ახლოვდება ბრძოლა საურონის ჯართან, რომლის შედეგიც გადაწყვეტს მთელი კაცობრიობის ბედს. ამ დროს, ფროდო და სემი აგრძელებენ გზას მორდორის შუაგულისკენ, მიყვებიან სმეაგოლს. მათი მომავალი გაურკვეველია. იქნებ სმეაგოლის მოღალატე ხასიათი დაღუპავს ფროდოს?

IMDB-ს რეიტინგი: 8,8
საინტერესო ფაქტები: კიდევ ერთი ლეგენდარული ფილმი, 11 ოსკარის და 119 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი ასევე ნომინირებული იყო 73 ნომინაციაში.

10. Fight Club (1999) – “საბრძოლო კლუბი”

ქვეყანა: აშშ

გამოშვების წელი: 1999

ჟანრი: დრამა, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი

რეჟისორი: დევიდ ფინჩერი

როლებში: ედვარდ ნორტონი, ბრედ პიტი, ჰელენა ბონემ ქარტერი, ზეკ გრენიე, დევიდ ენდრიუსი, მიტ ლოაფი, რიჩმონდ არკეტი

ფილმის მიმოხილვა: ქრონიკული უძილობით დატანჯული და საშინლად მოსაწყენი ცხოვრებიდან თავის დაღწევის უამრავი მცდელობის შემდეგ კლერკი შეხვდება ტაილერ დარდენს, ქარიზმატულ საპნის გამყიდველს გარყვნილი ფილოსოფიით. ტაილერი დარწმუნებულია, რომ საკუთარი თავის სრულყოფილება – უძლურთა საქმეა, თვითგანადგურება კი ერთადერთია რის გულისთვისაც ღირს ცხოვრება…

IMDB-ს რეიტინგი: 8,8
საინტერესო ფაქტები: “საბრძოლო კლუბი” 2000 წელს ოსკარზე ერთადერთ ნომინაციაში იყო ნომინირებული. ფილმი 5 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და სხვადასხვა ნომინაციებში 13-ჯერ არის ნომინირებული.

წყარო: WWW.IMDB.COM

loading...
თეგები

Jeremy

“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner “Eu faço música porque eu posso pegar meu violão e cantar, me satisfazer completamente, gratificação instantânea. Eu não preciso de um script, eu não as pessoas, eu não preciso de nada, câmeras, eu só tenho a mim mesmo e o meu violão ou teclado.” - Jeremy Renner

მსგავსი ამბები

Close
Close