ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ვაკანსია: $12,000 70 დღე წოლისთვის

რამდენი უმუშევარია ჩვენ ქვეყანაში, ზოგიერთ ცხოვრებაში არ უმართლებს, ზოგი ზარმაცია და არ უნდა მუშაობა და ლოგინში კოტრიალს არაფერი ურჩევნია. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო ნასამ ახლახანს გამოაცხადა ვაკანსია ზუსტად ამგვარი ლუარსაბებისთვის. ნასას სჭირდება ადამიანი, ვინც 70 დღის განმავლობაში ლოგინში იწვება და არაფრის კეთებაში გაატარებს დღეებს. ახალი მუშაკი აუდგომლად უნდა იწვეს ლოგინზე და მეცნიერებს საშუალება უნდა მისცეს მასზე დაკვირვება მოახდინონ.

თქვენ წარმოიდგინეთ როგორი სარფიანი შემოთავაზებაა! ვინც დათანხმდება ამ სამუშაოს თითქმის ორთვენახევრის განმავლობაში ზედ თავზე შემოევლებიანი ნასას მეცნიერები, საჭმელ-სასმელი, დუში, კომპიუტერი, წიგნი – ეს ყველაფერი ექსპერიმენტარს საწოლში მოუვა და მას მხოლოდ ადგომა მაშინ დაჭირდება, როცა მეცნიერები მას გასასინჯად ტოპოგრაფიას გადუღებენ. ნათესავების მიღებაც კი შეეძლება ნებისმიერ დროს.

НАСА ищет добровольцев, готовых за $12 000 пролежать 70 дней в постели

ამ ცდის მიზანია დაადგინონ ადამიანის სხეულზე მიკროგრავიტაციის ზეგავლენისა. დაკვირვება ჰიუსტონში, ჯონსონის ცენტრში, ნასას შტაბ ბინაში მიმდინარეობს.

სულო და გულო, რას ინატრებს მეტი კაცი, არაფერი მოგაკლდებათ და ამას პლიუს 12.000 დოლარი რეზერვში ექნება, ნასადან გამოსულს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს შემოთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია, ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლია ეწვიოთ ნასას ოფიციალურ ვებ გვერდს.

ნებისმიერ მსურველს, ვინც დათანხმდება და მიიღებს ამ შემოთავაზებას მოწევს წინასწარი მოსამზადებელი, ორკვირიანი დაკვირვების გავლა. მეცნიერებმა უნდა დაადგინონ შეძლებს თუ არა პიროვნება ამის გაძლებას. ყოველ 14 დღეში ერთხელ დააკვირდებიან მის სისხლძარღვებს, გულს, სხვადასხვა ორგანოებს. ასევე ისიც ხაზგასასმელია ამ ცდის დროს, 16 საათი იქნება დღის რეჟიმი 8 საათი კი ღამის.

НАСА ищет добровольцев, готовых за $12 000 пролежать 70 дней в постели

ის რაც ერთი შეხედვით მიმზიდველი და უმარტივესია, შეიძლება რეალობაში ძალიან რთულუ და მძიმე აღმოჩნდეს. 70 დღიანი გადაბმული წოლის შედეგად, მიკროგრავიტაციის ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე ძალიან საზიანოა. მუდმივი წოლის შედეგად სისხლი არ მიედინება ქვევით, შედეგად ხელები ფეხები და სახე სივდება. სხეულის მასა კლებულობს, იმის გამო რომ კუნთები კარგავენ აზოტს. ასევე, ფეხის ვენები და არტერიები კარგავენ ელასტიურობას და სუსტდებიან. ყველაზე მძიმე შედეგი კი, ძვლებში კალციუმის დეფიციტია.

აი, ახლა კი იცით სავარაუდო შედეგი ამ სამსახურისა, ვინმეს თუ სურვილი გააჩნია მონაწილეობისა, ნასას სპეცმუშაკები თქვენს წაყვანას საქართველოდანაც კი შეძლებენ. მაგრამ ღირს კი ეს თანხა ამად ?! ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

თუ მაინც გადაწყვიტეთ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღოთ, შეავსეთ ანეტა და რამდენიმე დღეში დაგიკავშირდებიან და გახდებით უდიდესი კოკსმონავტური ორგანიზაციის მუშაკი.

ასევე ნახეთ ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ნასას საქმიანობას ა მის სამომავლო მიზნებს:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close