ჩრდილოეთის ვენეცია
სოფელი გიეტურნი (Gieturn) – ერთერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია ნიდერლანდებში;
ეს პატარა ჰოლანდიური სოფელი-გიეტურნი, რომელიც ბუნებრივი რეზერვუარის ცენტრში მდებარეობს, ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობილია, როგორც “ნიდერლანდური ვენეცია”, ან “ჩრდილოეთის ვენეცია”. ნახეთ ვიდეო:
ამ სოფელში და მის შემოგარენში, არ არსებობს ქუჩები (სულ 5 პატარა ქუჩაა) და გზები, ადილობრივი მაცხოვრებელბი და ჩამოსული ტურისტები გადაადგილდებიან წყლის არხებით. წყლის არხები გაჩნდა წყალდიდობის შემდეგ, 1170 წელს. ხოლო თვით სოფელი- Gieturn დაარსდა 1230 წელს, როდესაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან ლტოლვილებმა აღმოაჩინეს თავიანთვის ეს წყნარი კუთხე და დასახლდნენ ამ არემარეში.
აქ 50 პატარა ხიდი და პატარა სახლებია. გიეტურნში (Gieturn) რამდენიმე გზაა, რომელთა უმეტესობას სახელიც არ აქვს. იქ მცხოვრებნი კი არხებში ელექტრონავებით დაცურავენ და ისე გადაადგილდებიან. სულ არხების სიგრძე 7.5 კმ-ს აღწევს. გიეტურნში ძალიან იშვიათად შეხვდებით მანქანას, რის გამოც სოფელში სუფთა ჰაერი და სიმყუდროვე არასდროს ირღვევა.
გზების არარსებობის გამო სკოლაში წასვლა ან საყიდლებიდან შინ მისვლა ცოტათი გართულებულია, ხოლო, როდესაც არხები იყინება, ადგილობრივებს გაყინულ წყალზე ციგურებით სრიალი უწევთ.
ეს ცნობილი ტურისტული ადგილი ნიდერლანდებში- დედამიწაზე ჩამოტანილ ნამდვილ „სამოთხეს“ ჰგავს ბუნებითა და სილამაზით. მაგრამ ის, ვინც გართობისაკენ და საკურორტო ცენტრებისკენ მიილტვის აქ ნამდვილად მოიწყენს. მოკლედ ეს არის ადგილი სადაც დაისვენებთ, იეირნებთ ნავებით და მსოფლიო განუწყვეტელ მოძრაობასა და ქაოსს თქვენს თვალში თითქოს შეანელებს.
ნეხეთ ვიდეო:
ნახეთ ვიდეო: