გართობა

ყველაფერი პირველი

46bfd2370a85

იცით თუ არა, რომ პირველი შოკოლადის ფილა 1819 წელს დაამზადეს. ეს თარიღი შოკოლადის წარმოების დასაწყისად ითვლება, ვინაიდან მანამდე შოკოლადს, როგორც სასმელს ისე მიირთმევდნენ. სასმელ შოკოლადში თავიდან მოხალულ კაკაოს და წიწაკა ჩილის იყენებდნენ. ეს სასმელი პირველად უძველესმა ოლმეკების ტომებმა გასინჯეს. სწორედ მათ მოიგონეს სახელწოდება, რომელიც დღემდე გამოიყენება. ამ ცივილიზაციის ადამიანები მას ,,კაკავას” უწოდებდნენ. უცნაურია, მაგრამ წლების შემდეგაც კი ამ სახელწოდებას ცვლილება არ განუცდია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ასოს. თავიდან შოკოლადს მწარე გემო ჰქონდა და მას მხოლოდ მამაკაცები მიირთმევდნენ. სიმწარის გასანეიტრალებლად მას რძე დაუმატეს. ევროპამ შოკოლადის შესახებ XVI საუკუნეში შეიტყო. იგი იქ ესპანელმა კონკისტადორმა ერნანდო კორტესმა შეიტანა. თავიდან მისი ირთმევის ფუფუნება მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ, დროთა განმავლობაში კაკაო გაამრავლეს და პლანტაციებიც მოაშენეს, შედეგად, XVII საუკუნეში შოკოლადი მოდურ და ძალიან პოპულარულ სასმელად იქცა. ამას განსაკუთრებით ხელს უწყობდა ანა ავსტრიელი. XVIII საუკუნეში პარიზში გაიხსნა პირელი საკონდიტროები, ინგლისში კი – შოკოლადის სახლები, რომლებმაც პოპულარულობით ჩაისა და ყავის სალონები დაჩრდილეს.
7c0d46b871ac

პირველი ბიუსტჰალტერი შეიქმნა და დაპატენტდა საფრანგეთში 1889 წელს. მისი ავტორი ერმინ კადოლია. მოგვიანებით, 1891 წელს, იგი გერმანიაში ჰუგო შილდმერმა დააპატენტა. ,,ბიუსტჰალტერი” გერმანული სიტყვაა და ქალის თეთრეულის ნაწილს ნიშნავს, რომელიც მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად არის განკუთვნილი. მერი ფელს ჯეიკობსმა გამოუშვა საცურაო ბიუსტჰალტერი. იმ პერიოდში ქალები კორსეტებს იყენებდნენ და ახალმა პროდუქტმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია. მოგვიანებით მერიმ თავისი პატენტი ძმებ უერნერების კორსეტების მწარმოებელ კომპანიას მიჰყიდა. ქალმა პატენტი 1500 დოლარად გაყიდა. მყიდველმა კომპანიამ კი, მხოლოდ პირველ 30 წელს, ასეთი ბიუსტჰალტერების გაყიდვით 15 მილიონის მოგება ნახა. 1922 წელს რუსმა ემიგრანტმა იდა როზენტალმა ქმართან ერთად დაარსა კომპანია ,,მაიდენფორმი”. მათ პირველად დაიწყეს ბიუსტჰალტერების გამოშვება მკერდის ზომის მიხედვით. მათ დახვეწეს ბიუსტჰალტერის ფორმა და შექმნეს სპეციალური პროდუქტი მეძუძური დედებისათვის.
f10f19c02737

ცნობები პირველი ტუალეტის ქაღალდის შესახებ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 55 წელს, ჩინურ ხელნაწერებში გვხვდება. მათი პირველი გამომყენებელი ჩინეთის იმპერატორები იყვნენ. საპირფარეშოში გამოიყენებოდა 60X90- ზე ზომის ფირფიტები.მათ ბუნებრივი მასალისგან ამზადებდნენ. რომის საერთო ტუალეტებში ჯოხზე წამოცმული ღრუბელი იდო, რომელსაც მარილიან წყალში დებდნენ. ზოგიერთი კუნძულის აბორიგენები ამ დელიკატური საქმისათვის ქოქოსის კანს იყენებდნენ. შუა საუკუნეებში ფრანგებმა ბიდე გამოიგონეს. ამერიკელები ამ საქმისთვის სიმინდის ულვაშს იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ დღესაც კი, ამ დელიკატური საქმისთვის მარცხენა ხელი გამოიყენება.ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მარჯვენა ხელის ჩამორთმევის ტრადიცია სწორედ იმ ფაქტიდან მოდის, რომ მაცხენა ხელი მუდამ დასვრილი იყო. 1857 წელს ნიუ-იორკელმა ბიზნესმენმა ჯოზეფ გეიტიმ სველი საწმენდი გამოიგონა. 1890 წელს კი ამერიკულმა ფირმა ,,სკოტპეიპერმა” ტუალეტის ქაღალდის პირველი რულონი გამოუშვა.

შენიშვნა ავტორს: შემდეგში სურათებს გაუკეთე წარწერა

Bo0M

Never give up
Back to top button